პარტნიორებთან მოლაპარაკებები დაპაუზებულია, ყველა ელოდება ქართველი ხალხის არჩევანს – ICR-ის დამფუძნებელი

მხარი დავუჭირე ცვლილებებს, – ამის შესახებ ICR-ის დამფუძნებელმა, კახა ხაზარაძემ BMGTV-ის საარჩევნო ეთერში სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს და ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია ევროპა და ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს, ევროპული ოჯახის წევრობა სურს თუ წარსულში დაბრუნება. „ცვლილებები სჭირდება ყველას, განსაკუთრებით ბიზნესს. ცვლილებების გარეშე ბიზნესი ვერ ვითარდება. პოლიტიკაშიც, როდესაც ქვეყანას 12 წელი ერთი ჯგუფი მართავს, ცვლილებებია საჭირო. […]
მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა

ქვემო ქართლში, მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა. გადაწყვეტილება საოლქო კომისიამ მიიღო, ინფორმაცია კი რადიო თავისუფლებას ცესკოს პრესსამსახურმა მიაწოდა. დღეს, 26 ოქტომბერს, დაახლოებით 12:30 საათზე გავრცელდა ვიდეომასალა, რომელშიც ჩანდა, როგორ ყრიდა ერთი კაცი მარნეულის #69-ე უბანზე რამდენიმე ბიულეტენს ერთდროულად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) (არჩევნების გაყალბების) მუხლით […]
საქართველოში არჩევნების გასაშუქებლად არ შემოუშვეს კიდევ ერთი უცხოელი ჟურნალისტი

საქართველოში არჩევნების გასაშუქებლად არ შემოუშვეს უცხოელი ფოტოგრაფი, შტეფან გოსი. ის თბილისის აეროპორტში თურქეთიდან გუშინ, 25 ოქტომბერს გამთენიას ჩამოფრინდა. შტეფან გოსი ჟურნალისტების საერთაშორისო ფედერაციის მიერ აკრედიტებული ფოტოგრაფია, იღებს კონფლიქტებს, ომს, აქციებს. ის რადიო თავისუფლებასთან ამბობს, რომ საქართველოში უკვე ნამყოფია „სამჯერ თუ ოთხჯერ“, არასდროს შემოსვლის პრობლემა არ ჰქონია, აშუქებდა „აგენტების კანონთან“ დაკავშირებულ მასობრივ პროტესტებსაც. „არჩევნებისთვის ერთი ან […]
გარდაბნის მე-15 საარჩევნო უბნიდან დამკვირვებელი გააძევეს ფოტოს გადაღების გამო

გარდაბნის მე-15 საარჩევნო უბნიდან „ჩემი ხმის“ დამკვირვებელი, მარინე ხატიაშვილი ფოტოს გადაღების გამო გააძევეს. როგორც ის რადიო თავისუფლებას ეუბნება, ის წესის დაცვით, მისთვის მინიჭებული უფლების შესაბამისად იღებდა უბანს, თუმცა, მისთვის გაუგებარი მიზეზის გამო საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ უბნის დატოვება მოსთხოვა: „გარდაბანში, სოფელ გამარჯვებაში, მე-15 უბანზე ვასრულებდი დაკისრებულ მოვალეობას. ხუთი წუთის მისული ვიყავი, ხელში ტელეფონი მეჭირა. უცებ […]
„ტვ პირველის“ ცნობით, მათ გადამღებ ჯგუფს ქვემო ხოდაშენში თავს დაესხნენ

„ტვ პირველის“ ცნობით, მათ გადამღებ ჯგუფს თელავის რაიონ ქვემო ხოდაშენში თავს დაესხნენ. „ცოტა ხნის წინ თელავის რაიონის ქვემო ხოდაშენში თავს “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს დაესხნენ. შემთხვევა N 16 საარჩევნო უბანთან მოხდა. გადამღები ჯგუფი “ოცნების” დაჯგუფების წევრების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც “ტვ პირველის” ოპერატორმა ამომრჩეველზე ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები გადაიღო. საარჩევნო უბანთან უცნობი პირები ავტომობილებში […]
„უბნების 9,1%-ში დაფიქსირდა ინციდენტები“ – ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED] 14 საათისთვის საარჩევნო უბნებზე მათი მონიტორინგის შედეგების შესახებ საუბრობს. „შეიმჩენა პრობლემური ინციდენტების და დარღვევების სიმრავლე. უუბნების 9,1%-ში დაფიქსირდა ინციდენტები, მათ შორის ფარულობის დარღვევა, დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა და ძალადობა, ელექტრონული აპარატების ხარვეზები და ამომრჩევლის მობილიზება“, – თქვა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ. მისი თქმით: · მარნეულის 69-ე უბანზე დაფიქსირდა ბიულეტენების […]
ომბუდსმენის შეფასებით, საბურთალოს ოლქის N52 უბნის შენობა, სადაც ხმას შშმ პირები აძლევენ, მათთვის ადაპტირებული არ არის – უსინათლო პირებთან კომუნიკაციის წესებს არც საუბნო კომისიის წევრები ფლობენ

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის 112-ე ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებულ საბურთალოს ოლქის N52 უბნის შენობა, სადაც ხმას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აძლევენ, მათთვის ადაპტირებული არ არის. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლევან იოსელიანი თბილისის 112-ე ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებულ საბურთალოს ოლქის N52 უბანზე თავად იმყოფებოდა, სადაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს გაესაუბრა და უსინათლო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლის […]
შსს-მ მარნეულში, 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არჩევნების გაყალბების მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულში, 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია შსს „ინტერპრესნიუსს“ დაუდასტურა. შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე 3 პრიმა მუხლით (არჩევნების გაყალბება) დაიწყო, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს და ვადით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში […]
გივი მიქანაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან – ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში დაარტყა ხელი

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, გივი მიქანაძის ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარეს შელაპარაკება მოუვიდა „ქართული ოცნების“ კოორდინატორთან, რა დროსაც ვიტალი ყორშიამ ნათია გაბისონიას სახის არეში ხელი დაარტყა. ამის შესახებ მიქანაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „გვინდა გამოვეხმაუროთ ხობში მომხდარ ინციდენტს. ხობის N1 საარჩევნო უბანში მისული იყო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვიტალი ყორშია, […]
ნინო დოლიძე – მთაწმინდის მე-16 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როცა მწყობრიდან გამოვიდა სამივე ხმის მთვლელი აპარატი – ვაკის მე-14 უბანზე ვერიფიკაციის აპარატები და ხმის მთვლელი აპარატები პერიოდულად გამოდიოდა მწყობრიდან

მთაწმინდის მე-16 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მწყობრიდან გამოვიდა სამივე ხმის მთვლელი აპარატი – ვაკის მე-14 საარჩევნო უბანზე ვერიფიკაციის აპარატები და ხმის მთვლელი აპარატები პერიოდულად გამოდიოდა მწყობრიდან, რის გამოც ფერხდებოდა კენჭისყრის პროცესი, – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო დოლიძემ ბრიფინგზე განაცა. მან 14:00 საათის მდგომარეობით კენჭისყრის მიმდინარეობის პროცესზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „შეიმჩნევა […]