ნიკა გვარამია – მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ნუ წვალობთ, შეეგუეთ მარცხს

მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ნუ წვალობთ, შეეგუეთ მარცხს,- ამის შესახებ “ კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა,ნიკა გვარამიამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიცია ჯამურად უგებს „ქართულ ოცნებას“. „ჩვენ ვნახეთ რამდენიმე ვიდეო, სადაც „ქართული ოცნება“ ხმებს აყალბებს და ყრის ბიულეტენებს, ძირითადად, იმ უბნებში, სადაც არ არის ტექნოლოგიური ხმის მიცემა. მინდა ვუთხრა „ქართულ ოცნებას“, ნუ წვალობთ, შეეგუეთ მარცხს. […]

ევროპარლამენტარი თიის როიტენი – მამაცი ქართველი ხალხი ხმას თავისი ევროპული მომავლისთვის მისცემს

მამაცი ქართველი ხალხი ხმას თავისი ევროპული მომავლისთვის მისცემს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი, თიის როიტენი სოციალურ ქსელში წერს. „არჩევნების დღე საქართველოში! მამაცი ქართველი ხალხი ხმას თავისი ევროპული მომავლისთვის მისცემს“, – წერს თიის როიტენი.

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრის განცხადებით, მარნეულში, 69-ე უბანზე, რომელიც ამ წუთებში დახურულია, ბიულეტენები მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ჩაყარა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ჯეიჰუნ მუჰამედადლის განცხადებით, მარნეულში, 69-ე უბანზე, რომელიც ამ წუთებში დახურულია, ბიულეტენები მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ როშან ისკანდაროვმა ჩაყარა. ადგილზე სხვადასხვა პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები არიან შეკრებილები, ისინი, აღნიშნული უბნის შედეგების ბათილად ცნობას მოითხოვენ. „რამდენიმე წუთის წინ, აქ საშინელი ამბავი მოხდა. გაყალბებას ველოდებით, მაგრამ ამხელასაც არა. „ქართული ოცნების” წარმომადგენელი როშან ისკანდაროვი სადახლოდანაა, ის […]

რუსეთმა ლიტერატურის კრიტიკოსი და აქტივისტები შეიყვანა “უცხოეთის აგენტების” სიაში

რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კიდევ რამდენიმე სახელი დაუმატა ე.წ. “უცხოეთის აგენტების” სიას. მათ შორის არიან ლიტერატურის ცნობილი კრიტიკოსი, პროფესორი ოლეგ ლეკმანოვი, პოლიტიკოსი, ოპოზიციური პარტია “იაბლოკოს” წევრი ნიკოლაი კავკაზსკი, აქტივისტი და მოძრაობა “თავისუფალი უდმურტეთის” წევრი არტიომ მედვედევი, ბლოგერი ანტონ ხარდინი და საინფორმაციო საშუალება “ასტრა”. ლეკმანოვმა, რომელიც პრინსტონის უნივერსიტეტშია მიწვეული პროფესორი, რუსეთი დატოვა 2022 წლის თებერვალში, მოსკოვის მხრიდან […]

“ახალი საარჩევნო სისტემა გამორიცხავს გაყალბების რისკს” – რატი ბრეგაძემ ხმა მისცა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ არჩევანი გააკეთა. „ხმა მივეცი დამშვიდებულ, ერთიან და სამართლიან საქართველოს, რომელიც ღირსებით, მშვიდობით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი“, – თქვა მინისტრმა ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ხმის მიცემის დასრულების შემდეგ. მისნისტრი ამტკიცებს, რომ „ახალი საარჩევნო სისტემა გამორიცხავს გაყალბების თუნდაც მცირე რისკს“. შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ქვეყნის ისტორიაში ეს […]

საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი დაიღუპა

ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე რეგისტრატორი გარდაიცვალა. აღნიშნული უბნის თავმჯდომარის, გიორგი ჩხარტიშვილის თქმით, 50 წლამდე მამაკაცი რეგისტრატორის პოზიციას იკავებდა. მისივე თქმით, მამაკაცი უეცრად ცუდად გახდა. ადგილზე მყოფმა ადამიანებმა დახმარება გაუწიეს და სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა ადგილზე მოსულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა. როგორც ადგილზე ჰყვებიან 50 წლამდე მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე მორიგი დაპირისპირება იყო

ზუგდიდის 67-ე ოლქის მე-9 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის, დონა ბერიშვილის განცხადებით, დილიდან უბნის კომისიისთვის ხელის შეშლის მიზეზით, ჯამში, ოთხი დამკვირვებელია გაძევებული. ესენი არიან: ირაკლი კვარაცხელია “სამართლიანი არჩევნებიდან”, ფატმან ნინუა “მესხეთის სამოქალაქო საზოგადოებიდან”, ეკა შამუგია “ლელოდან” და მარიამ სიჭინავა – “კოალიცია ცვლილებებისთვის”. მარიამ სიჭინავამ უბანზე დაპირისპირების ვიდეო ფეისბუკზე გაავრცელა, სადაც ის “ქართული ოცნების” დამკვირვებელს, თეიმურაზ ჯოჯუას […]

ირანი აცხადებს, რომ ისრაელის დარტყმას ორი სამხედრო ემსხვერპლა

ისრაელმა “მიზანმიმართული და ზუსტი” დარტყმა განახორციელა ირანზე, პასუხად მიმდინარე თვეში ირანის მხრიდან ისრაელზე მიტანილ იერიშებზე, – აცხადებს ისრაელის არმია და ამბობს, რომ დარტყმები დასრულებულია. “შემიძლია დავადასტურო, რომ დავასრულეთ ისრაელის პასუხი ირანის თავდასხმებზე ისრაელის წინააღმდეგ. განვახორციელეთ მიზანმიმართული და ზუსტი დარტყმები ირანში სამხედრო სამიზნეებზე და აღვკვეთეთ მყისიერი საფრთხე ისრაელის სახელმწიფოს მიმართ”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესმდივანმა […]

შსს-მ გამოძიება დაიწყო მარნეულში საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრის ფაქტზე

მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში კონვერტების ჩაყრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე (3) (არჩევნების გაყალბების) მუხლით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ამ დროისთვის მარნეულის #69 საარჩევნო უბანი დახურულია. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის შეფასებით, ეს ფაქტი „იზოლირებულ შემთხვევას“ წარმოადგენს. 12:30 საათზე გავრცელდა […]

ცესკო – მარნეულში 69-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეჩერებულია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მარნეულში 69-ე უბანზე კენჭისყრის პროცესი დროებით შეჩერებულია. როგორც ადმინისტრაციაში განმარტავენ, როგორ გაგრძელდება მარნეულში მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის პროცედურა, საოლქო საარჩევნო კომისია გადაწყვეტს. „საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე დროებით შეჩერებულია პროცესი“,- აცხადებენ ცესკო-ში. ცნობისთვის, სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები მარნეულის 69-ე უბნიდან, სადაც ჩანს, მამაკაცი როგორ ყრის ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში.