საბურთალოს ოლქის N52 უბნის შენობა შშმ პირებზე ადაპტირებული არ არის, უსინათლო პირებთან კომუნიკაციის წესებს არც საუბნო კომისიის წევრები ფლობენ – ომბუდსმენი

საბურთალოს ოლქის N52 უბნის შენობა შშმ პირებზე ადაპტირებული არ არის, უსინათლო პირებთან კომუნიკაციის წესებს არც საუბნო კომისიის წევრები ფლობენ – ომბუდსმენი საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის 112-ე ბაგა-ბაღის შენობაში განთავსებულ საბურთალოს ოლქის N52 უბნის შენობა, სადაც ხმას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები აძლევენ, მათთვის ადაპტირებული არ არის. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლევან იოსელიანი თბილისის […]
მარნეულის 69-ე უბნის მონაცემები ბათილად ცნეს, დაწყებულია გამოძება არჩევნების გაყალბების მუხლით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ინფორმაციით, მარნეულის საოლქო კომისიამ 69-ე უბნის შედეგები ბათილად ცნო. უბანი დაიხურა და ხმის მიცემის პროცესი აღარ გაგრძელდება. პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მე-3 პრიმა მუხლით, რაც არჩევნების გაყალბებას გულისხმობს. ცესკო-ს თავმჯდოამარე, გიორგი კალანდარიშვილი შსს-ს უწყებას მოუწოდებს, დროულად ჩაატარონ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, “რათა საზოგადოებას, ჩვენ-ჩვენი კომპეტენციის […]
გივი მიქანაძის ინფორმაციით, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საარჩევნო უბნებზე უკანონო აგიტაციას აწარმოებენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატის გივი მიქანაძის განცხადებით, სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები საარჩევნო უბნებზე უკანონო აგიტაციას აწარმოებენ. ამის შესახებ მიქანაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. „წარმოგიდგენთ ინფორმაციას უკანონო აგიტაციის თაობაზე. რუსთავში სხვადასხვა უბანზე, მიმდებარე ტერიტორიაზე, მოხდა სააგიტაციო მასალის, კერძოდ, 5 ნომრის წარწერა და ასევე, პლაკატების გაკვრა, რაც წარმოადგენს კანონმდებლობით განსაზღვრულ დარღვევას, – განაცხადა მიქანაძემ. როგორც მან განმარტა, აღნიშნულ […]
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ – ჩვენმა დამკვირვებლებმა, 13:00 საათისთვის, 7 შენიშვნა და 6 საჩივარი დაწერეს – დაფიქსირდა უბნების ტერიტორიაზე პარტიების კოორდინატორების და აგიტატორების შეკრება და ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვის ხელშეშლა

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ დამკვირვებლებმა, 13:00 საათისთვის, 6 საჩივარი დაწერეს და 7 შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში – მთავარ ტენდენციად შეიძლება დასახელდეს საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე, 100 მეტრის მანძილზე პარტიების კოორდინატორების და აგიტატორების შეკრება და ამომრჩეველთა თავისუფალი ნების გამოხატვის ხელშეშლა, – ამის შესახებ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადებაშია აღნიშნული, სადაც საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრისას იდენტიფიცირებული დარღვევებსა და ტენდენციებზეა საუბარი. […]
გივი მიქანაძე მარნეულში მომხდარ ინციდენტზე – იკვეთება მოცემულობა, რომ დადგმული პროვოკაციაა – ადამიანი, რომელიც კადრებში ვიხილეთ, ბიულეტენებს საარჩევნო ყუთში მიზანმიმართულად ყრიდა

იკვეთება მოცემულობა, რომ ეს არის დადგმული პროვოკაცია – ოპოზიციას არანაირი ხელშესახები ფაქტორი არ აქვს გარდა იმისა, რომ პროვოკაციები მოაწყოს – ახლა მათი ერთადერთი ორიენტირი არის, რომ რაღაცა ფორმით მაინც მიაყენონ ჩრდილი არჩევნების ლეგიტიმაციას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, მმართველი გუნდი „სხვა პროვოკაციებსაც არ გამორიცხავს“. […]
ერთპარტიულობა არის ის, რაც ეწინააღმდეგება ადამიანის ბუნებას – ლანა ღოღობერიძე

კინორეჟისორ, ლანა ღოღობერიძის განცხადებით, ამ გადამწყვეტ არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულმა მოქალაქემ გაიაზრა, რომ ეს არჩევნები მათ და მათ მომავალს ეხება. კინორეჟისორი იმედოვნებს, რომ „ხვალიდან ქვეყანა ახალ ერაში შეაბიჯებს და აღარ იქნება ერთპარტიული მმართველობები.“ “რწმენით ვარ, რომ შევაბიჯებთ ახალ ერაში, რომ საქართველო მართლა იქნება დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემორატიული, ევროპული და თანამედროვე ქვეყანა. რაც მთავარია დემორკატიული, […]
მარნეულში, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება არჩევნების გაყალბების მუხლით დაიწყო – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში, 69-ე უბანზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. როგორც bm.ge-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე მე-3 პრიმა მუხლით (არჩევნების გაყალბება) დაიწყო, რაც არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბებას გულისხმობს და ვადით ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. მარნეულის 69-ე უბანზე, სადაც არსებული […]
“ვოცნებობდი, მეცხოვრა თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ადამიანს იმიტომ სცემენ პატივს, რომ ადამიანია… ნუთუ არაფერი შეცვლილა?” – გენიალური ლია ელიავას ცხოვრების გზა – Marao

“ვოცნებობდი, მეცხოვრა თავისუფალ ქვეყანაში, სადაც ადამიანს იმიტომ სცემენ პატივს, რომ ადამიანია… ნუთუ არაფერი შეცვლილა?” – გენიალური ლია ელიავას ცხოვრების გზა – Marao როდესაც გასული საუკუნის ცნობილ ქართველ ქალებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გაგვახსენდეს ქალი, რომლის სახელი და გვარი ქართული კინოს მოყვარულთათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ლია ელიავა, 1934 წლის 28 მაისს თბილისში დაიბადა. მომავალი მსახიობის ცხოვრების გზა […]
„სირცხვილია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება“ – პრეზიდენტი მარნეულის 69-ე უბანზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება მარნეულის 69-ე უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრას. „სირცხვილია, სირცხვილია, და ძალიან ამორალურია ეთნიკური უმცირესობის გამოყენება არჩევნების გასაყალბებლად“, – წერს ზურაბიშვილი. მარნეულში, 22-ე საარჩევნო ოლქში, 69-ე უბანზე, სადაც არჩევნები არა ელექტრონულად, არამედ ძველი წესით ტარდება, კომისიის წევრებმა საარჩევნო ყუთში ბიულეტენები ჩაყარეს. პირმა, რომელმაც ამის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, აღნიშნა, რომ დამკვირვებლებს ჯერ […]
ისანში 56-ე უბანთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

ისანში, 56-ე საარჩევნო უბანთან, ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. მედიის გავრცელებულ კადრებში ფიზიკური კონფლიქტი ნათლად ჩანს. კონკრეტულად რა მიზეზით და ვის შორის მოხდა დაპირისპირება, ამ ეტაპზე უცნობია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ნეტგაზეთმა დამატებითი ინფორმაციისთვის შსს-ს მიმართა.