ანა დოლიძე – 12:00 საათისთვის 22%-იანი აქტივობა მიანიშნებს, რომ ეს არის ისტორიული არჩევანი და ქართველი ხალხი ამბობს თავის სიტყვას

მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს არჩევნებში ჩარევისგან და პატივი სცეს ქართველი ხალხის ნებას, რომელიც არ ღალატობს ისტორიულ არჩევანს, ეს არჩევანი არის ევროპა და ევროპული კეთილდღეობა ყველასთვის,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა. დოლიძის თქმით, „ქართული ოცნება“ პანიკაშია“. „12:00 საათისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს მაღალ აქტივობას, 22.22% მივიდა საარჩევნო უბანზე. ეს ბევრად […]

ირაკლი კუპრაძე – აჭარაში ხმის მიცემის პროცესი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს, მათ შორისაა ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი და მოსყიდვის მცდელობა

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძის ინფორმაციით, აჭარაში ხმის მიცემის პროცესი მრავალი დარღვევის ფონზე მიმდინარეობს, მათ შორისაა ზეწოლა, მუქარა, შანტაჟი, მოსყიდვის მცდელობა და სხვა. როგორც კუპრაძემ დღევანდელ ბრიფინგზე აღნიშნა, მუქარისა და ძალადობის, საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებელთა გაძევების პროცესში სამართალდამცავები მონაწილეობენ, მათ შორის, პირადად პოლიციის სამმართველოს უფროსი ირაკლი დგებუაძე. „აჭარაში დილის 08:00 სთ-დან გაიხსნა საარჩევნო უბნები და […]

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, მე-15 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, მე-15 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო. ხმაური კი მას შემდეგ დაიწყო, რაც უბნის კომისიის თავმჯდომარე მურად სარდაროვმა საარჩევნო უბანზე მისულ ერთ – ერთ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა გამოართვა. ეს ფაქტი დარღვევად შეაფასეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა. მომხდართან დაკავშირებით სადამკვირვებლო მისია „თავისუფალი ხმის“ წარმომადგენელმა ანა კოპაძემ უბანზე საჩივარი დაწერა. აღნიშნულ უბანზე „ქართული ოცნებიდან“ კომისიის […]

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკუთარი არჩევანი მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #23 უბანზე დააფიქსირა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, დღეს მშვიდობის განმტკიცება განმსაზღვრელი არჩევანია საქართველოს შემდგომი სტაბილური განვითარებისა და უმთავრესი ეროვნული მიზნების განხორციელებისთვის. მისი თქმით, ქვეყნის წინსვლისა და სტაბილური განვითარებისთვის მშვიდობის დაცვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და სტაბილური განვითარებისთვის, საქართველოს უმთავრესი ეროვნული მიზნების განხორციელებისათვის, უაღრესად, ვიტყოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და მისი შემდგომი […]

ლევან სანიკიძე – ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ ისტერიკაშია, პანიკაში, გადართულია უკონტროლო ძალადობის მეთოდებზე – ვითხოვთ მარნეულის 69-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობას!

ჩვენ ვითხოვთ მარნეულის 69-ე უბნის შედეგების ბათილად ცნობას, არავითარი გამოძიება ამას არ სჭირდება! – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მიხვდა, რომ მარცხდება, არის ისტერიკაში, პანიკაში და ამიტომ გადართულია უკონტროლო ძალადობის მეთოდებზე. „ისტორიულ გამარჯვებამდე დარჩა სულ რამდენიმე საათი. ჩვენ ვხედავთ უპრეცედენტო მობილიზებას საარჩევნო უბნებთან. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, ქართველები […]

ცესკოს სპიკერი – მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 და ხმის მთვლელი 7 აპარატი, თუმცა პროცესი არ შეჩერებულა და კენჭისყრა სხვა აპარატებით გრძელდება – ფიქსირდება საუბნო კომისიების მუშაობის ხელშეშლის ფაქტებიც

სულ მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი, თუმცა ამ უბნებზე პროცესი არ შეჩერებულა და კენჭისყრა სხვა აპარატებით გრძელდება, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გარკვეულ შემთხვევებში კვლავ ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. „საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ გარკვეულ […]

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქოში სამი საჩივარია შესული

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის საოლქოში სამი საჩივარია შესული. მისი თქმით, ორი საჩივარი პროცედურულ დარღვევებს შეეხება და ადგილზევე აღმოიფხვრა. ერთი კი, უბნის გარე პერიმეტრზე არსებულ მდგომარეობას ეხება, რომელზეც რეაგირებას საოლქო კომისია განსაზღვრულ ვადაში მოახდენს. „საოლქოში შემოვიდა სამი საჩივარი. ორი მათგანი არის პროცედურული დარღვევებით, ორივე დაიწერა საარჩევნო უბანზე და რეაგირება […]

არჩევნებზე ასეთი მაღალი აქტივობა მოულოდნელი არ ყოფილა – ნიკოლოზ რაჭველი

არჩევნებზე ასეთი მაღალი აქტივობა მოულოდნელი არ ყოფილა – ნიკოლოზ რაჭველი მუსიკოს ნიკოლოზ რაჭველისთვის არჩევნებზე ასეთი მაღალი აქტივობა მოულოდნელი არ ყოფილა. როგორც ის ამბობს, ელოდება, რომ ხვალიდან ბევრი რამ შეიცვლება ქვეყანაში და ის ევროპულ გზას დაუბრუნდება. “მუხტიც და არჩევანიც, ჩემი აზრით, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობას აქვს, ძალიან იდენტური. ჩვენ გვინდა ისეთი მომავალი დადგეს, რომელზედაც ვოცნებობთ, არის სავსე […]

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, დღეს მშვიდობის განმტკიცება განმსაზღვრელი არჩევანია საქართველოს შემდგომი სტაბილური განვითარებისა და უმთავრესი ეროვნული მიზნების განხორციელებისთვის. „ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და სტაბილური განვითარებისთვის, საქართველოს უმთავრესი ეროვნული მიზნების განხორციელებისათვის, უაღრესად, ვიტყოდი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის დაცვა და მისი შემდგომი განმტკიცება. მჯერა, რომ სწორედ […]

არჩევნები საქართველოს გზაგასაყარზე აყენებს – The New York Times

არჩევნები საქართველოს გზაგასაყარზე აყენებს – The New York Times რუსეთი თუ დასავლეთი? არჩევნები საქართველოს გზაგასაყარზე აყენებს – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე New York Times-ი. New York Times-ი წერს, რომ „3 ათეულ წელზე მეტია, რაც საქართველო იმ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებს შორის იყო, რომლებიც საბჭოთა კავშირის რღვევის შემდეგ გამოჩნდნენ. დღეს კი – შესაძლოა, იმ […]