ნებისმიერი პირი, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, თუკი გაბედავს, რომ კანონის წინააღმდეგ წავიდეს და საარჩევნო პროცესებს კანონდარღვევით ხელი შეუშალოს, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება
ნებისმიერი პირი, ვინც არ უნდა იყოს ეს ადამიანი, თუკი გაბედავს, რომ კანონის წინააღმდეგ წავიდეს და საარჩევნო პროცესებს კანონდარღვევით ხელი შეუშალოს, კანონის წინაშე უმკაცრესად დაისჯება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ამ დრომდე მომხდარ საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. მისი თქმით, ამ დროისთვის ჯამში 102 საჩივარი არის დაფიქსირებული, რაც 3 ათას უბანთან მიმართებაში […]
გავრცელდა ინფორმაცია თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს ბიულეტენის აღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ის, შესაბამისად ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური – ცესკო

გავრცელდა ინფორმაცია თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს ბიულეტენის აღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ის, შესაბამისად ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური – ცესკო სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველს აძლევენ წინასწარ მონიშნულ ბიულეტენს. ამომრჩეველს ბიულეტენის აღებისთანავე აქვს შესაძლებლობა გადაამოწმოს ის, შესაბამისად ეს ინფორმაცია არის მანიპულაციური, – აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში […]
ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის #69 უბნის მონაცემები, სადაც ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ჰქონდა ადგილი, ბათილად გამოცხადდა

საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და მარნეულის #69 უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი – უბანზე პროცესი შეწყდა, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და ფაქტი შეისწავლა. „მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და შეისწავლა ფაქტი. უბანზე შეწყდა პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიამ […]
ლევან სამუშიას ინფორმაციით, ზუგდიდის მე-15 უბანზე სავარაუდოდ, ადგილი აქვს თანხის შესაძლო გადაცემის ფაქტებს, უბნებზე შეინიშნება ე.წ. ძველი ბიჭების ჯგუფი

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლევან სამუშიას ინფორმაციით, ზუგდიდის მე-9 საარჩევნო უბანზე მათი კოალიციის წარმომადგენელზე, დავით ჩქოტუაზე ფიზიკური თავდასხმა მოხდა. როგორც სამუშიამ ბრიფინგზე განაცხადა, დავით ჩქოტუაზე თავდასხმის მიზეზი არის ის, რომ ჩქოტუას, როგორც საოლქო კომისიის წარმომადგენელს, უფლებამოსილების განხორციელების საშუალება არ მიეცა. „მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეებს ასეთი უპრეცედენტო აქტიურობისთვის. ეს უპრეცედენტო აქტიურობა არის რუსული ხელისუფლებისთვის განაჩენი, ეს […]
გლდანის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირებაა

გლდანის N60-ე საარჩევნო უბანზე ფიზიკური დაპირისპირებაა. გარდა ამისა, უბანზე ხმის მიცემის პროცესი შეჩერებულია. ადგილზე არის ქართული ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი შაკო კუჭაშვილი. უბანზე მყოფი ოპოზიციონერი ამბობს, რომ ქართული ოცნების ე.წ. ტიტუშკები მოქალაქეებს ხელს უშლიან. ადგილზე მისულია პოლიცია.
ფოთის მე-15 საარჩევნო უბნის რეგისტრატორი გარდაიცვალა

რადიო თავისუფლებას ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, სალომე როდონაიამ განუცხადა, რომ 47 წლის ნიკოლოზ ლომინაძე გულის შეტევით სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა საავადმყოფოში, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოლქის კომისიის თავმჯდომარის ცნობითვე, მომხდარის გამო მე-15 საარჩევნო უბანზე დროებით შეჩერებული იყო კენჭისყრა, თუმცა მალევე განახლდა. არჩევნები 2024 26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო […]
„მატნის მე-11 უბანში თავს დაგვესხნენ“ – გელა მთივლიშვილი

ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი, რომელიც არჩევნებზე დამკვირვებლად იმყოფება, ამბობს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის 11-ე უბანში მას თავს დაესხნენ. „ახმეტაში მატნის მე-11 საარჩევნო უბანში თავს დაგვესხნენ სავარაუდოდ უბნის მაყურებლები, როცა შესასვლელიდან და მიმდებარე ტერიტორიიდან მათი და “ქართული ოცნების” კოორდინატორების გასვლა მოვითხოვეთ. დღეს მეც და ლადოც დამკვირვებლების სტატუსით ვმუშაობთ. ტელეფონი წაგვართვეს, რის გამოც პირველი ინციდენტი ვერ გადავიღეთ. […]
ცესკომ ფოთში, საარჩევნო უბნის წევრის გარდაცვალების ფაქტზე, ინფორმაცია გაავრცელა

ფოთში, მე-15 საარჩევნო უბნის წევრი ნიკოლოზ ლომინაძე ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. ინფორმაცია ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა გაავრცელა. „ფოთის, მე-15 საარჩევნო უბნის წევრი, ნიკოლოზ ლომინაძე გახდა ცუდად, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ, გარდაიცვალა. ცესკო მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს ოჯახს“, – განაცხადა ნათია იოსელიანმა.
გიორგი მუმლაძის განცხადებით, ყიზილაჯლოს 74-ე უბანზე ე.წ. წიწაკის სპრეი მან გაუშვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო ერთობის“ დამკვირვებლის, გიორგი მუმლაძის განცხადებით, ყიზილაჯლოს 74-ე უბანზე ე.წ. წიწაკის სპრეი მან გაუშვა როგორც მუმლაძე განმარტავს, მას სარჩევნო უბანზე ფიზიკურად გაუსწორდნენ და სპრეი თავდაცვისთვის გამოიყენა. „დამკვირვებელ თინათინ ნოზაძეზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა განხორციელდა, უბნიდან აგდებდნენ. როცა გასარკვევად მივედით, აღმოჩნდა, რომ რეგისტრატორებზე უკანა მხრიდან დაკვირვების საშუალებას არ აძლევდნენ. ყიზილაჯლოს „ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა […]
სალომე ზურაბიშვილი – პოლიციამ უნდა დააშოროს ძველი ბიჭების და ნარკომანების ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო უბნებიდან – დროული რეაგირება გევალებათ!

პოლიციამ უნდა დააშოროს ძველი ბიჭების და ნარკომანების ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო უბნებიდან, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. „პოლიციამ უნდა დააშოროს ძველი ბიჭების და ნარკომანების ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო უბნებიდან… მეტი რეაგირება და დროული რეაგირება გევალებათ!“, – წერს ზურაბიშვილი.