სავარაუდო მოსყიდვა, სიტყვიერი დაპირისპირება და პირთა საეჭვო შეკრება – ISFED-ის მონაცემები

ISFED-ის ცნობით, საარჩევნო უბნების მიმდებარედ, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში, შეინიშნება არაუფლებამოსილი პირების შეკრება, მათ შორის პარტიის კოორდინატორების მობილიზება, აგრეთვე, მათ მიერ ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირებისა და მათ შესახებ ინფორმაციის მოგროვების შემთხვევები, რაშიც ძირითადად მმართველ პარტიასთან, ქართულ ოცნებასთან, დაკავშირებული პირები ფიგურირებენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებებსაც. · #30 კასპის საარჩევნო ოლქის პირველი სარჩევნო უბნის გარეთ „სამართლიანი არჩევნების” […]

მაინც და მაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“, გადაადგილდება 30 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდება იქ მყოფ ადამიანებს, აგინებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეიქმნას არეულობის კერები

მაინც და მაინც იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“, გადაადგილდება 30 კაციანი ჯგუფი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდება იქ მყოფ ადამიანებს, აგინებენ, უწყობენ პროვოკაციებს იმისათვის, რომ შეიქმნას არეულობის კერები „მთავარი“ და „ფორმულაც“ კი ისე არ იქცევა, როგორც „ტვ პირველი“ დღეს. ეტყობა რაღაც განსაკუთრებული დავალება აქვთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ […]

საოცრება ხდება ქვეყანაში, ხალხი ღიად აცხადებს, რომ ხმა მისცეს მშვიდობას, კეთილდღეობას და ამას აკეთებენ სიამაყით

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე საარჩევნო გარემოსა და პროცესს სოციალურ ქსელში ეხმიანება. „როდესაც შენი არჩევანის არ გრცხვენია, პირიქით, გეამაყება, ეს არის უკვე ამ პოლიტიკური გუნდის გამარჯვება“- წერს თამარ ჩიბურდანიძე და აღნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებთან ხალხის ნაკადი დიდია. მისი თქმით, ამომრჩეველი ღიად ამბობს, რომ ხმას აძლევს მშვიდობასა და ღირსებას. ექსპერტის თქმით, საზოგადოება ქვეყნისა და ეკლესიის […]

წინასაარჩევნო სამზადისი ნიუ-იორკში

აშშ-ში განთავსებული 6 საარჩევნო უბნიდან 4 ნიუ-იორკში, ერთ შენობაში გაიხსნება, სადაც 12 000-მდე ამომრჩეველია რეგისტრირებული. საარჩევნო უბნებზე სამზადისი გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. რა გზის გავლა უწევთ აშშ-ში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მისაცემად – “ამერიკის ხმა” ნიუ-იორკიდან.

ანა ნაცვლიშვილი – ვახტანგ გომელაური პასუხისმგებელია პოლიციის დანაშაულებრივ უმოქმედობაზე, როდესაც კონტროლირებადი, ძალადობრივი ჯგუფები, ზონდერები აგრესიით ცდილობენ საარჩევნო პროცესს ძირი გამოუთხარონ

ვახტანგ გომელაური პასუხისმგებელია პოლიციის დანაშაულებრივ უმოქმედობაზე, როდესაც ორგანიზებული, კონტროლირებადი ძალადობრივი ჯგუფები და ზონდერები აგრესიით ცდილობენ საარჩევნო პროცესს ძირი გამოუთხარონ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. ნაცვლიშვილის თქმით, „კონტროლირებადი ძალადობრივი ჯგუფები ცდილობენ არ მისცენ შესაძლებლობა ქვეყანას, რომ საარჩევნო პროცესი ნორმალურ ვითარებაში გაგრძელდეს“. „მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და […]

გლდანში, #60-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

გლდანში, #60-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, ირაკლი ეძგვერაძემ განაცხადა, ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ადგილზე მივიდა „ქართული ოცნების“ აქტივისტი, შაკო კუჭაშვილი და პროვოკაციების მოწყობას შეეცადა. „მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ეს კონკრეტული პიროვნება, სუს-ის აგენტი მომაგრებულია ამ უბანზე. იციან, რომ გლდანელები და ოპოზიცია ყოველთვის იგებენ არჩევნებს […]

საია 15:00 საათის მდგომარეობით სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილ დარღვევებს აჯამებს და აღნიშნავს, რომ „საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება“

ბაღდათის ოლქის 23-ე უბანზე შეიჭრა უცნობი პირი, რომელმაც დააზიანა ძირითადი საარჩევნო ყუთები და ხმის მთვლელი აპარატები – ამ ქმედებით სავარაუდოდ მოხდა საარჩევნო კომისიისთვის მუშაობაში ხელის შეშლა, რაც დასჯადია სისხლის სამართლის წესით, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე შეაჯამა. მან 15:00 საათის მდგომარეობით, საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები შეაჯამა და […]

გივი მიქანაძე – მხოლოდ და მხოლოდ 102 საჩივარია, რაც 3 ათას უბანთან მიმართებით მიუთითებს ერთზე, რომ საარჩევნო პროცესი ძირითადად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე

6 საათია გასული, რაც საარჩევნო უბნები გაიხსნა და საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს. მოგეხსენებათ, რომ ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 3 ათასი საარჩევნო უბანია გახსნილი, მხოლოდ და მხოლოდ 102 საჩივარი არის დაფიქსირებული, რაც 3 ათას უბანთან მიმართებით მიუთითებს მხოლოდ ერთზე, რომ საარჩევნო პროცესი ძირითადად მიმდინარეობს მნიშვნელოვანი ექსცესების გარეშე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გივი მიქანაძემ პარტიის ოფისში გამართულ […]

ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის #69 უბნის მონაცემები ბათილად გამოცხადდა

ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის #69 უბნის მონაცემები ბათილად გამოცხადდა საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და მარნეულის #69 უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი – უბანზე პროცესი შეწყდა, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და ფაქტი შეისწავლა. „მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და […]

13:00 საათის მდგომარეობით საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 50 განცხადება/საჩივარი, მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი – ცესკო

13:00 საათის მდგომარეობით საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 50 განცხადება/საჩივარი, მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის 3 აპარატი და ხმის მთვლელი 7 აპარატი – ცესკო ცესკოს განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. სამწუხაროდ გარკვეულ შემთხვევებში კვლავ ფიქსირდება საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის პროცესის ხელის შეშლის ფაქტები. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა, სულ მწყობრიდან გამოვიდა ვერიფიკაციის […]