რეჟიმი ფაქტობრივად გადაყენებულია, დღეს ჩვენი ამოცანა და მიზანია ეს გადაყენება გავაფორმოთ, ნოტარიულად, ეროვნულად – შალვა ნათელაშვილი

რეჟიმი ფაქტობრივად გადაყენებულია, დღეს ჩვენი ამოცანა და მიზანია ეს გადაყენება გავაფორმოთ, ნოტარიულად, ეროვნულად – შალვა ნათელაშვილი “დარწმუნებული ვარ, რომ გველოდება გამარჯვების საღამო და ძალიან დიდი, ნათელი გზა, რომელსაც საქართველო მიიყვანს იმ განვითარებამდე, რომ დაიკავებს თავის კუთვნილ ორბიტას მსოფლიო გეოპოლიტიკურ არეალში, საიდანაც მისი ამოგდების მცდელობა იყო უაღრესად სერიოზული,” – ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერი სალვა ნათელაშვილმა […]
ცესკოს ინფორმაციით, მარნეულის #69 უბნის მონაცემები, სადაც ყუთში ბიულეტენების ჩაყრას ჰქონდა ადგილი, ბათილად გამოცხადდა

საოლქო საარჩევნო კომისიამ დაუყოვნებლივ მოიწვია სხდომა და მარნეულის #69 უბნის მონაცემები ბათილად იქნა ცნობილი – უბანზე პროცესი შეწყდა, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და ფაქტი შეისწავლა. „მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია ადგილზე იყო გასული და შეისწავლა ფაქტი. უბანზე შეწყდა პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიამ […]
თინა ბოკუჩავა – მარნეულის 69-ე უბანზე „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ იგებდა, ამიტომ, დემონსტრაციულად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სისხლის სამართლის დანაშაული იმ მიზნით ჩაიდინა, რომ ეს უბანი გაუქმებულიყო

მარნეულის 69-ე უბანზე ოპოზიცია, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ იგებდა ამიტომ, ასე დემონსტრაციულად, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ სისხლის სამართლის დანაშაული იმ მიზნით ჩაიდინა, რომ ამ უბნის გაუქმება მომხდარიყო – უნდა მოხდეს ამ ადამიანის დაკავება, მაგრამ ამის ნაცვლად, თავისუფლად დადის და ცდილობს სხვა უბნებზე გავლენა მოახდინოს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მარნეულში განაცხადა. […]
IRI – ჩვენი საქართველოს სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელობა დღეს დილით თბილისში საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა

ჩვენი საქართველოს სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელობა დღეს დილით თბილისში საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა, – ამის შესახებ „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) სოციალურ ქსელში წერს. „ჩვენი საქართველოს სადამკვირვებლო დელეგაციის ხელმძღვანელობა – დენიელ ტვინინგი, მარგარეტა სედერფელტი და ყოფილი კონგრესმენი, ჯონ შიმკუსი – დღეს დილით თბილისში, საარჩევნო უბანზე იმყოფებოდნენ“, – წერს „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“.
ზუგდიდში, 31-ე საარჩევნო უბანთან ანი წითლიძესა და რამდენიმე პირს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი

ზუგდიდში, 31-ე საარჩევნო უბანთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ანი წითლიძესა და რამდენიმე პირს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. ანი წითლიძის მტკიცებით, აღნიშნულ უბანთან დგანან ალკოჰოლური და ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირები, რომლებიც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ეწევიან აგიტაციას. „ეს ადამიანები შეამოწმონ ნარკოლოგიურზე, ასევე გაუკეთონ ალკოტესტი. ერთ-ერთი მათგანი მანქანით გადაადგილდებოდა აქ და როდესაც მოვედით, გააპარეს. ყველა […]
მამუკა მდინარაძე – იმ ლოკაციებზე, სადაც არის „ტვ პირველი“, გადაადგილდება 30-კაციანი ჯგუფი, რომელიც ფიზიკურად უსწორდება იქ მყოფ ადამიანებს, აგინებენ, უწყობენ პროვოკაციებს, რომ არეულობის კერები შეიქმნას

„მთავარი“ და „ფორმულაც“ კი არ იქცევა ისე, როგორც „ტვ პირველი“ დღეს – ეტყობა რაღაც განსაკუთრებული დავალება აქვთ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „მაინც და მაინც იმ ლოკაციებზე, სადაც „ტვ პირველია“ გადაადგილდება 30-კაციანი ჯგუფი, რომელიც, მისივე თქმით, ადამიანებს ფიზიკურად უსწორდება. „მთავარი“ და „ფორმულაც“ […]
გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს დამკვირვებელი დაშავდა – ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა

გლდანში, #60-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს ერთ-ერთი დამკვირვებელი დაშავდა. ადგილზე გამოძახებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელიც დაშავებულს დახმარებას უწევს. საარჩევნო უბანთან მობილიზებული არიან სამართალდამცავებიც. „ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად მარტო მე არა, ძალიან ბევრ ჩემს თანატოლ დამკვირვებელს გაუსწორდნენ, არიან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები. ისინი სუს-ის მიერ მიცემულ დავალებებს ასრულებენ. იციან,რომ ეს არჩევნები წაგებული აქვთ და […]
მდინარაძის თქმით, ისანში 30-კაციანი ჯგუფი დადის, რომელიც ხალხს ფიზიკურად უსწორდება

პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თბილისში, ისნის რაიონში გადაადგილდება მოძალადეთა ჯგუფი, რომელიც ხალხს ფიზიკურად უსწორდება და აგინებს. ამის შესახებ მან ისაუბრა მართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე. „ბოლო საათ-ნახევრის განმავლობაში ისანში გადაადგილდება 30-კაციანი ჯგუფი, შეიძლება ცოტა უფრო მეტიც, რომლებიც მიდიან, ფიზიკურად უსწორდებიან იქ მყოფ ადამიანებს, განურჩევლად იმისა, ვინ ხვდება ადგილზე. ფიზიკურად უსწორდებიან, აგინებენ, […]
სოფელ კაბალში „ოცნების“ წარმომადგენელი საარჩევნო უბნის გარეთ ამოწმებდა სხვა ადამიანის პირადობის მოწმობას

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში #15 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირებაა. რადიო თავისუფლების რეპორტიორის ცნობით, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მურად სარდაროვმა საარჩევნო უბანზე მისულ ერთ-ერთ ამომრჩეველს პირადობის მოწმობა გამოართვა. ეს ფაქტი დააფიქსირეს სადამკვირვებლო ორგანიზაციებმაც და დაიწყეს გარკვევა, რატომ ჰქონდა კომისიის წევრს სხვისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. სადამკვირვებლო მისია „თავისუფალი ხმის“ წარმომადგენელმა […]
მელაძე: თავდასხმა TV პირველის გადამღებ ჯგუფზე, დამტვრეულია აპარატურა

TV პირველის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმა მოხდა. მისივე თქმით, დამტვრეულია TV პირველის აპარატურა. “თავდასხმა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფზე. დამტვრეულია აპარატურა. პირდაპირ ცემაზე გადადიან”, – წერს ნოდარ მელაძე.