ბოკუჩავა: მარნეულის 69-ე უბანზე, რომლის შედეგებიც გააუქმეს, ოპოზიცია იგებდა

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით, მარნეულის 69-ე უბანზე, რომლის შედეგებიც გააუქმეს, ოპოზიცია, კონკრეტულად ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა იგებდა. “ოცნებამ იცოდა, რომ აგებდა მარნეულის 69-ე უბანს და გადაწყვიტა უბნის გაუქმება. გლდანში ახლაც ძალადობენ ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ივანიშვილი, ქართული ოცნება ძალიან კარგად ხედავს, რომ ამ არჩევნებში მარცხდება და მიმართავს […]

პრეზიდენტი საარჩევნო უბნებზე ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისთვის შს მინისტრს მიმართავს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო ოლქებში დაფიქსირებულ ძალადობის ფაქტებზე შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მიმართავს და სთხოვს, რომ პოლიციამ სწრაფად და ეფექტურად იმოქმედოს. პრეზიდენტის თქმით, ის შინაგან საქმეთა მინისტრს, ასევე, მთავრობის ოფიციალურ ხაზს ვერ უკავშირდება და ამის შემდეგ მან გომელაურს საჯაროდ მიმართა. “ძალადობრივი ქმედებებია სხვადასხვა უბანზე, მედიას აპარატურა დაუმტვირეს, ხანა პირდაპირ ძალადობენ. იქ შეკრებილი არიან ჯგუფები, […]

პოლიციამ უნდა დააშოროს ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო უბნებიდა დროული რეაგირება გევალებათ – სალომე ზურაბიშვილი

პოლიციამ უნდა დააშოროს “ძველი ბიჭების” და ნარკომანების ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო უბნებიდან, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს დროული რეაგირებისკენ მოუწოდა. „პოლიციამ უნდა დააშოროს ძველი ბიჭების და ნარკომანების ძალადობრივი ჯგუფები საარჩევნო უბნებიდან… მეტი რეაგირება და დროული რეაგირება გევალებათ!“, – წერს ზურაბიშვილი. შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI […]

გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულის 69-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულის 69-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა, ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „რამდენიმე წუთია ვრცელდება ინფორმაცია მედია და ინტერნეტ სივრცეში, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა განხორციელდა. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, იმის შესაძლებლობას, […]

პეტრე ცისკარიშვილი – უბნებს სპეციალურად კეტავენ იქ, სადაც ოპოზიცია იმარჯვებს – ასე ცდილობს „ქართული ოცნება“ ფონს გავიდეს და ამ არჩევნებში „გაიმარჯვოს“, მაგრამ მთელ საქართველოს ვერ დაკეტავენ

უბნებს სპეციალურად კეტავენ იქ, სადაც ოპოზიცია იმარჯვებს – ასე ცდილობს „ქართული ოცნება“ ფონს გავიდეს და ამ არჩევნებში „გაიმარჯვოს“, მაგრამ მთელ საქართველოს ვერ დაკეტავენ, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა მარნეულში განაცხადა. მისივე თქმით, დაკეტილ უბნებზე ოპოზიციის – „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ასეულობით ხმა დაიკარგა. „ეს არის თავხედურად უბნების გაუქმება გაყალბების ნიშნით […]

მამუკა მდინარაძე – ძალიან დამაიმედებელი მონაცემები მოდის „ქართული ოცნებისთვის“ რეგიონებიდანაც და ქალაქებიდანაც, მათ შორის, განსაკუთრებით თბილისიდან

ძალიან დამაიმედებელი მონაცემები მოდის „ქართული ოცნებისთვის“ რეგიონებიდანაც და ქალაქებიდანაც, მათ შორის, განსაკუთრებით თბილისიდან – პანიკას თავი დაანებეთ, ლეგიტიმაციის ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველი არავის აქვს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მდინარაძემ ისაუბრა ისანში, საარჩევნო უბანთან ადამიანების ჯგუფის მობილიზებაზე. მისი თქმით, ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ „ზონდერები“ არიან. „შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან დამაიმედებელი მონაცემები […]

ნანა მალაშხია – ხმა ბედნიერ საქართველოს, ცვლილებებსა და კოალიციურ მმართველობას მივეცი – გავაფერადე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი

ხმა ბედნიერ საქართველოს, ცვლილებებსა და კოალიციურ მმართველობას მივეცი – გავაფერადე ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, – ამის შესახებ ”კოალიცია ცვლილებისთვის“ სიის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ განაცხადა. მისივე თქმით, ეს არის ისტორიული, გადამწყვეტი მნიშვნელობის არჩევნები და მასში მონაწილეობა პრივილეგია და პატივია. “მაქვს პოზიტიური განწყობა – ცვლილებები არის გარდაუვალი. ისტორიული, გადამწყვეტია არჩევნებია დღეს. იღებ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას შენი ქვეყნის […]

სახალხო დამცველი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში ხმის მიცემის პროცესს გაეცნო

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ნაზარლოსა და ქესალოს ეწვია და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის ახლად დანერგილ პროცესს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველი ასევე შეხვდა და ესაუბრა ამომრჩევლებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დამკვირვებლებს. „ადგილზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის თანახმად, სოფლებში არჩევნები ამ ეტაპზე გაუთვალისწინებელი დაბრკოლებების […]

ფიზიკური დაპირისპირება გლდანში მე-60 უბანთან შაკო კუჭაშვილის ჩართულობით

გლდანის ოლქის მე-60 უბანზე ფიზიკური დაპირისპირება იყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ქართული ოცნებასთან” დაკავშირებული პირი, შაკო კუჭაშვილი თანმხლებ პირებთან ერთად დამკვირვებლებს დაუპირისპირდა. შაკო კუჭაშვილს თან ახლდნენ ადამიანები, რომელთა ნაწილსაც დამკვირვებლების ბეიჯები ეკეთა. მედიის ცნობით, ადგილზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც უბანზე “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წარმომადგენელი, ირაკლი ეძგვერაძე მოვიდა. “მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ 2020 წლიდან ეს ტიტუშკა […]

„საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება“ – საია გამოვლენილ დარღვევებს აჯამებს

„საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება“ – საია გამოვლენილ დარღვევებს აჯამებს ბაღდათის ოლქის 23-ე უბანზე შეიჭრა უცნობი პირი, რომელმაც დააზიანა ძირითადი საარჩევნო ყუთები და ხმის მთვლელი აპარატები – ამ ქმედებით სავარაუდოდ მოხდა საარჩევნო კომისიისთვის მუშაობაში ხელის შეშლა, რაც დასჯადია სისხლის სამართლის წესით, – ამის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ ბრიფინგზე შეაჯამა. მან […]