პრეზიდენტი – შს მინისტრს ვერ ვუკავშირდები, ვერც მის მოადგილეს უკავშირდება ჩემი ადმინისტრაცია, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს – მინდა ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი და ეფექტური

მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს და მინდა, რომ მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი უფრო ეფექტური იმიტომ, რომ არ შეიძლება დავუშვათ, რომ იყოს ამ ტიპის დაძაბულობა ჩვენს საარჩევნო უბნებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა […]

ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანზე მორიგი სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა

ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე მორიგ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი. როგორც კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრმა, სალომე მელიამ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, მე-9 უბანთან მის მეუღლესა და ბიძაშვილის “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ. მელიას თქმით, მომხდარის ზუსტი მიზეზი არ იცის, თუმცა არ გამორიცხავს, რომ აღნიშნული მისი მხრიდან უბნების დაკვირვებას უკავშირდებოდეს. „ჩემი მეუღლე და […]

ექსპერტი ლატვიიდან – ზოგადი ვითარება მშვიდია, ჯერჯერობით არანაირი ინციდენტი არ გვინახავს

ზოგადი ვითარება მშვიდია, ჯერჯერობით არანაირი ინციდენტი არ გვინახავს, – ამის შესახებ საარჩევნო საკითხებში ექსპერტმა ლატვიიდან, რეინს დოჩელოვსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ საერთაშორისო ექსპერტების მცირე ჯგუფთან ერთად ჩამოვედით და პროცესის ნაწილს დავაკვირდით, ასევე, არჩევნების გარემოს ჩავუღრმავდით და მოხარულები ვართ, რომ აქ ვართ. რა თქმა უნდა, პროცესი არ დასრულებულა, მაგრამ ჯერჯერობით 10-მდე საარჩევნო უბანი მოვინახულეთ, ზოგადი ვითარება მშვიდია, […]

მამუკა მდინარაძემ მედიას „სქრინები“ წარუდგინა, რომელიც მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა „ჩატიდანაა“ და რომლებშიც საუბარია ადგილებზე, სადაც უკვე მოხდა პროვოკაცია და ფიზიკური დაპირისპირება ან იგეგმება

მინდა გაგაცნოთ ახალი ინფორმაცია, რომელიც მოპოვებული იქნა პარტიულად – სუსი, უსაფრთხოების სამსახურები გამორიცხოთ აბსოლუტურად შეგიძლიათ. „ნაცმოძრაობის“ ჯგუფებში ჩაყრილი ფოტოები და ის ადგილები, სადაც პროვოკაცია ან მოეწყო, ან უნდა მოეწყოს, სიტყვასიტყვით „ნაცმოძრაობის“ შიდა ჩათი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა. მან წაიკითხა ე.წ. „სქრინები“, რომელიც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა ჩათიდან […]

ცესკოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 15:00 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე 1 454 837 ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­და, რაც 41.62%-ს შე­ად­გენს

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 15:00 სა­ა­თის მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე 1 454 837 ამომ­რჩე­ვე­ლი მი­ვი­და, რაც 41.62%-ს შე­ად­გენს. რე­გი­ო­ნე­ბის მი­ხედ­ვით აქ­ტი­ვო­ბა ასე გა­და­ნა­წილ­და :სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თი -135 863; თბი­ლი­სი 437 426; კა­ხე­თი 125 558; მცხე­თა-მთი­ა­ნე­თი – 38 073; ქვე­მო ქარ­თლი – 142 851; შიდა ქარ­თლი – 98 338; სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თი – 62 339; რაჭა ლე­ჩხუ­მი – 15 765; […]

პრეზიდენტის თქმით, შს მინისტრ გომელაურს ვერ უკავშირდება – ვერც „სამთავრობო ხაზით“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მიმართვას ავრცელებს. იგი მადლობას უხდის ამომრჩეველს, მოუწოდებს ჯერ არმისულ მოქალაქეებს არჩევნებისკენ წასვლისკენ და აგრეთვე აღნიშნავს, რომ ადგილი აქვს ძალიან ცუდ, ძალადობის ფაქტებს. ზურაბიშვილის თქმითვე, ვერ უკავშირდება შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, მათ შორის ვერც „ოფიციალური სამთავრობო ხაზით“. „მე მინდა აღვნიშნო ძალიან ცუდი ფაქტები – ძალადობის, რაც ხდება სხვადასხვა უბანზე. ხან მედიას აპარატურა […]

ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულის 69-ე საუბნო საარჩევნო კომისიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა, ცესკოს თავმჯდომარის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად: „რამდენიმე წუთია ვრცელდება ინფორმაცია მედია და ინტერნეტ სივრცეში, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრა განხორციელდა. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს, ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, იმის შესაძლებლობას, […]

სალომე ზურაბიშვილი: სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება

სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება, – ასე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მარნეულის 69-ე უბანზე მომხდარ შემთხვევას, კერძოდ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, პირი როგორ ყრის რამდენიმე ბიულეტენს საარჩევნო ყუთში. “სირცხვილია, სირცხვილია და ამორალურია ეთნიკური უმცირესობის არჩევნების გასაყალბებლად გამოყენება”, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

“ლეჩესთან” მატჩში “ნაპოლის” სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

სერია A-ს მეცხრე ტურში “ნაპოლი” “ლეჩეს” უმასპინძლებს. ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ძირითადი შემადგენლობა დაასახელა: მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ბონჯორნო, ოლივეირა, ანგისა, გილმორი, მაკტომინეი, ნერესი, ნგონჟი, ლუკაკუ. “ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა შორისაა. მატჩი “დიეგო მარადონაზე” თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.