შს მინისტრს ვერ ვუკავშირდები, ოფიციალური სამთავრობო ხაზი არ მუშაობს – პრეზიდენტი გომელაურს მიმართავს

“მოვუწოდებ შს მინისტრს, პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი და ეფექტიანი… ამ ტიპის დაძაბულობა უბნებზე არ გვეკადრება”, – მიმართვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. პრეზიდენტის ინფორმაციით, საარჩევნო აქტივობა მაღალია როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. “ძალიან მაღალია აქტივობა და ეს არის ძალიან კარგი ნიშანი. ალბათ საჭიროა, რომ ეს გაგრძელდეს ამ დღის მეორე ნახევარში. ველოდებით კიდევ […]

სახალხო დამცველი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში ხმის მიცემის პროცესს გაეცნო

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებს ნაზარლოსა და ქესალოს ეწვია და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის ახლად დანერგილ პროცესს ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, სახალხო დამცველი ასევე შეხვდა და ესაუბრა ამომრჩევლებს, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ დამკვირვებლებს. „ადგილზე დაკვირვებისა და მიღებული ინფორმაციის თანახმად, სოფლებში არჩევნები ამ ეტაპზე გაუთვალისწინებელი დაბრკოლებების […]

პოლიციამ ენმ-ის დამკვირვებლებს ID ბარათები ჩამოართვა და დაკითხვაზე გადაიყვანეს

პოლიციელებმა ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლებს პირადობები ჩამოართვეს და საარჩევნო უბნებიდან დაკითხვაზე გადაიყვანეს ვაზისუბნის პოლიციის განყოფილებაში. როგორც ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, ოლქში მათი წარმომადგენელი დაკავებულია და შესავამისად, ადგილზე მათი წარმომადგენელი არაა. ისანi-სამგორის 51-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქეები მაიდენტიფიცირებელი საბუთის გარეშე და ცივი იარაღით მივიდნენ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მათ ვინაობის დამადასტურებელი პირადობის მოწმობა მოსთხოვეს. ამას მოჰყვა შელაპარაკება […]

აქტივობა 15:00 საათზე: 41.62%-ია, 2020 – 36.45%; 2016 – 34.79%; 2012 – 44.99%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 41.62% შეადგინა. ამ დროისთვის არჩევნებზე გამოცხადდა 1 454 837 ადამიანი. 2016 წელს – 34.79% იყო. 2012 წელს – 44.99%.

ავსტრალიის საარჩევნო უბანზე „ოცნებამ“ 30% მიიღო, 70% – ოპოზიციამ

ავსტრალიის ნომერ 60 საარჩევნო უბანზე, რომელიც უკვე დაიხურა დროის სხვაობის გამო, „ქართულმა“ ოცნებამ ხმების 30% მიიღო, ოთხ დიდ ოპოზიციურ პარტიას კი 70% ერგო. შემაჯამებელი ოქმი „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გამოაქვეყნა. შედეგები ასე გადანაწილდა: · „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 14 ხმა (28%) · „ნაციონალური მოძრაობა“ – 10 ხმა (20%) · „ძლიერი საქართველოსთვის“ – 9 ხმა (18%) […]

15:00 საათი: საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა 1 454 837 ამომრჩეველმა

15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 454 837 მოქალაქემ მიიღო. ეს ამომრჩეველთა სრული რაოდენობის 41,62-ია. ეს მაჩვენებელი ბევრად მეტია, ვიდრე გასულ საპარლამენტო არჩევნებზე, იგივე დროის მონაცემები. თუმცა, ნაკლებია 2012 წლის მაჩვენებელზე. 2020 წელს, 15:00 საათზე საკუთარი არჩევანი 1 279 947 მოქალაქეს ჰქონდა დაფიქსირებული, რაც მაშინდელი საერთო მონაცემის 36,45 %-ს შეადგენდა. რაც შეეხება 2012 წლის მონაცემებს, […]

ხმა მივეცით მშვიდობას, ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, კეთილდღეობას და ევროპულ მომავალს – ირაკლი ღარიბაშვილი

ხმა მივეცით მშვიდობას, ქვეყნის სტაბილურ განვითარებას, კეთილდღეობას და ევროპულ მომავალს!”- განაცხადა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა 26 ოქტომბერს, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, სადაც მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. “დღეს, თითოეული მოქალაქის ხმა განსაზღვრავს ქვეყანაში იქნება მშვიდობა, თუ ომი. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ხმას მისცემს მშვიდობას, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებას, სტაბილურობას და ღირსეულ ევროპულ მომავალს. […]

ავსტრალიაში ერთადერთ უბანზე ჩატარებული არჩევნების შედეგები ცნობილია

ავსტრალიაში, დედაქალაქ კანბერაში ერთადერთი საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, სადაც ხმის მიცემა უკვე დასრულდა და შედეგებიც ცნობილია. სულ მონაწილეობა მიიღო 50-მა ამომრჩეველმა. 4 – ნიკა გვარამიას და ნიკა მელიას კოალიცია ცვლილებისთვის – 14 ხმა 5 – ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 10 ხმა 9 – ძლიერი საქართველო – 9 ხმა 25 – გახარია საქართველოსთვის – 2 […]

გიორგი ვაშაძე – გვაქვს წინასწარი მონაცემები, სადაც დამაჯერებლად ვიმარჯვებთ – „ქართული ოცნება“ გამანადგურებლად მარცხდება!

„ქართული ოცნება“ გამანადგურებლად მარცხდება! – გვაქვს წინასწარი მონაცემები, სადაც დამაჯერებლად ვიმარჯვებთ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ის, რაც ახლა ხდება ძალადობის სახით და პოლიციის უმოქმედობით, მიუთითებს რომ “ქართული ოცნება” გამანადგურებლად მარცხდება. მან პოლიციას მოუწოდა, მოქალაქეები დაიცვას. „ქართული ოცნება“ გამანადგურებლად მარცხდება. იმარჯვებს ევროპული […]

ცესკო – 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 41.62%-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე 1 454 837 ამომრჩეველი მივიდა, რაც 41.62%-ს შეადგენს. რეგიონების მიხედვით, აქტივობა ასე გადანაწილდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 135 863; თბილისი 437 426; კახეთი 125 558; მცხეთა-მთიანეთი – 38 073; ქვემო ქართლი – 142 851; შიდა ქართლი – 98 338; სამცხე-ჯავახეთი – 62 339; რაჭა ლეჩხუმი – 15 […]