ავსტრალიაში კენჭისყრა დასრულებულია

“ავსტრალიაში კენჭისყრა დასრულებულია”, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. რაც შეეხება შედეგებს, შემაჯამებელი ოქმი „ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ facebook-გვერდზე გამოაქვეყნა. ოქმის თანახმად, არჩევნებში 50-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა და ხმები ასე გადანაწილდა: „კოალიცია ცვლილებებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ – 14 ხმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 10 ხმა, „ძლიერი საქართველო: ლელო, ხალხისთვის, […]
მარნეულში პირი სხვისი – დეპუტატ დარგალის ძმის საბუთით ცდილობდა ხმის მიცემას

განახლება [17:04]: მასალაში თავდაპირველად ეწერა, რომ სხვისი საბუთით ხმის მიცემას ცდილობდა დეპუტატ დარგალის ძმა. „ნეტგაზეთი“ ბოდიშს იხდის დაშვებული შეცდომისთვის. დამკვირვებლების ცნობით, მარნეულში პირი სხვისი, დეპუტატ ზაურ დარგალის ძმის პირადობის მოწმობით ცდილობდა ხმის მიცემას, თუმცა მას ამის საშუალება არ მიეცა. „ფაქტი იყო – სხვისი პირადობით ცდილობდა ხმის მიცემას. დეპუტატ ზაურ დარგალის ძმა, მირზა დარგალი. საბოლოოდ, ხმა […]
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი პროფესორ გოჩა ჩიტაიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი, დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოების სახელით, მკვლევრისა და პედაგოგის, გოჩა ჩიტაიშვილის გარდაცვალების გამო, სამძიმარს უცხადებს ჩიტაიშვილის ოჯახს, სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტსა და საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. „67 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო გრაფიკისა და ტექნიკური მექანიკის დეპარტამენტის ასოცირებული […]
ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, 15:00 საათის მონაცემებით, 5 საჩივარია შესული

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ზვიად სურმანიძის ინფორმაციით, ბათუმში 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა 39%-მა მისცა ხმა. მისი ცნობით, ბათუმში 154 357 ამომრჩეველია რეგისტრირებული და 90 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 60 383 მოქალაქე უკვე გამოცხადდა. ოლქში 5 საჩივარია შესული. ცნობისთვის, ბათუმში რეგისტრირებული ამომრჩეველი საქართველოს პარლამენტთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებსაც ირჩევენ.
„მრავალეროვანი საქართველო“ – 06:45-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი პროცედურების შესაბამისად წარიმართა, თუმცა დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები

„მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, 06:45-დან 08:00-მდე უბნის გახსნისა და მოწყობის, ასევე ხმის მიცემის პროცესი პროცედურების შესაბამისად წარიმართა, თუმცა დაფიქსირდა გარკვეული ხარვეზები. „მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, სულ 10:00 საათის მდგომარეობით დაიწერა 4 საჩივარი, რომელთაგანაც ყველას მოჰყვა შესაბამისი რეაგირება საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან. „დაფიქსირდა უბნის არასათანადოდ მოწყობა – 3 ინციდენტი. კერძოდ, მარნეულის #22 […]
ავსტრალიის საარჩევნო უბანზე „ოცნებამ“ 30% მიიღო, 70% – ოპოზიციამ

ავსტრალიის ნომერ 60 საარჩევნო უბანზე, რომელიც უკვე დაიხურა დროის სხვაობის გამო, „ქართულმა“ ოცნებამ ხმების 30% მიიღო, ოთხ დიდ ოპოზიციურ პარტიას კი 70% ერგო. შემაჯამებელი ოქმი „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ირაკლი კუპრაძემ გამოაქვეყნა. შედეგები ასე გადანაწილდა: „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 14 ხმა (28%) „ნაციონალური მოძრაობა“ – 10 ხმა (20%) „ძლიერი საქართველოსთვის“ – 9 ხმა (18%) „გახარია საქართველოსთვის“ – […]
ზოგადი საარჩევნო ვითარება მშვიდია – ლატვიელი ექსპერტი

ზოგადი ვითარება მშვიდია, ჯერჯერობით არანაირი ინციდენტი არ გვინახავს, – ამის შესახებ საარჩევნო საკითხებში ექსპერტმა ლატვიიდან, რეინს დოჩელოვსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. „ჩვენ საერთაშორისო ექსპერტების მცირე ჯგუფთან ერთად ჩამოვედით და პროცესის ნაწილს დავაკვირდით, ასევე, არჩევნების გარემოს ჩავუღრმავდით და მოხარულები ვართ, რომ აქ ვართ. რა თქმა უნდა, პროცესი არ დასრულებულა, მაგრამ ჯერჯერობით 10-მდე საარჩევნო უბანი მოვინახულეთ, ზოგადი ვითარება მშვიდია, […]
საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 454 837 ამომრჩეველი, რაც 41,62%-ს შეადგენს – კენჭისყრის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება

კენჭისყრის დასრულებამდე რამდენიმე საათი რჩება. 15:00 საათის მდგომარეობით აქტივობა შემდეგია – საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 454 837 ამომრჩეველი, რაც 41,62%-ს შეადგენს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ძირითადად კენჭისყრა მშვიდ და პროფესიულ გარემოში გრძელდება. “ფიქსირდება ცალკეული ინციდენტები, რაც ვერ მოახდენს გავლენას არჩევნების მიმდინარეობაზე. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, იაქტიურონ […]
სამოქალაქო სექტორის დამკვირვებლებმა ერთზე მეტი ბიულეტენის გაცემა-გამოყენების ათეულობით ფაქტი აღრიცხეს

სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიების ინფორმაციით, კენჭისყრის პროცესში გამოვლინდა ამომრჩევლებისთვის ორი ან ორზე მეტი ბიულეტენის მიცემისა და ხმის დამთვლელ აპარატში შეცურების ფაქტები. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ [ISFED] დამკვირვებლებმა 14:00 საათისთვის აღრიცხეს ბიულეტენის გადაცემასთან დაკავშირებული არაერთი ფაქტი: · #1 მთაწმინდის საარჩევნო ოლქის #16 საარჩევნო უბანში რეგისტრატორმა ამომრჩეველს გადასცა ორი ბიულეტენი. დამკვირვებლის მითითების საფუძველზე, დარღვევა აღმოიფხვრა; […]
ფიზიკური დაპირისპირება იყო გლდანის მე-60 საარჩევნო უბანზე

ფიზიკური დაპირისპირება იყო გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, როგორ უსწორდება რამდენიმე ახალგაზრდა ერთ-ერთ დამკვირვებელს. როგორც დაპირისპირების თვითმხილველი, ორგანიზაცია „12 სართულის“ დამკვირვებელი, ვადო მაჭავარიანი ეუბნება რადიო თავისუფლებას, ჩხუბი მოჰყვა უბანზე შეკრებილი პირების მხრიდან დაწყებულ სიტყვიერ შეურაცხყოფას: „ეს ადამიანები იდგნენ უბანთან. ჩვენი მეგობრების მიმართ გამოთქვამდნენ პროვოკაციულ ფრაზებს. მათ ინტერესში იყო აქ დაძაბულობის შექმნა. ჩვენ აქ […]