გიგა ბოკერია – მე ამ არჩევნებში ხმას ვაძლევ ივანიშვილის რეჟიმის წალეკვას, ეს არის ის, რაც საქართველოს მომავალს სჭირდება

მე ხმას ვაძლევ ივანიშვილის რეჟიმის ამ არჩევნებში წალეკვას, ეს არის ის, რაც საქართველოს მომავალს სჭირდება, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ მიმდინარე საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა. მან საზოგადოებას არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა. „ჯერჯერობით რასაც ვუყურებ, აქტივობით დაწყებული, ჩემ გარშემო წრით დამთავრებული, სადაც იყვნენ მეგობრები, რომლებიც სხვადასხვა მცდარი არგუმენტით ან არჩევნებზე არ დადიოდნენ, ან სტატუსკვოს უჭერდნენ […]
დაპირისპირება, მუქარა, ძალადობა – “ჩემი ხმის” დაკვირვების შედეგები

სადამკვირვებლო მისია “ჩემი ხმა” წარადგენს დაკვირვების შედეგებს, რომელიც ეფუძნება ინფორმაციას დილის 11:00 საათიდან 15:00 საათამდე დროის მონაკვეთში კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე. ძირითადი მიგნებები კენჭისყრის პროცესი ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ასევე, მთელ რიგ საარჩევნო ოლქებში დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლის, დაკვირვების განხორციელებაში ხელშეშლის, აგრეთვე კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, მარკირების ვალდებულების შეუსრულებლობისა და ამომრჩევლის ვერიფიკაციის […]
ცესკომ მარნეულის N69 უბნის მონაცემები ბათილად ცნო

მარნეულში, N69 საარჩევნო უბნის მონაცემები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ბათილად ცნო. ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ისაუბრა. მისივე თქმით, მოქალაქის ვინაობა, რომელმაც მარნეულში, ცესკოს 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენი ერთდროულად ჩაყარა, მოგვიანებით იქნება ცნობილი. “მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისია მარნეულში ადგილზე იყო გასული და შეისწავლა ფაქტი. 69-ე უბანზე შეწყდა საარჩევნო პროცესი. საოლქო საარჩევნო კომისიამ […]
პატრიარქმა თავისი არჩევანი გააკეთა – ილია მეორეს გადასატანი ყუთი საპატრიარქოში მიუტანეს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თავისი არჩევანი დააფიქსირა. მას გადასატანი ყუთი საპატრიარქოში მიუტანეს. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ყველანაირად ცდილობენ, რომ ადამიანები ზეწოლის ქვეშ მოაქციონ, ატეხონ პროვოკაცია, შექმნან აჟიოტაჟი და საბოლოო ჯამში უბნები ჩაშალონ. ამას ზუგდიდში არავის დავუთმობთ, არავის ვაპატიებთ კანონის დარღვევას – დავით კოდუა

ყველანაირად ცდილობენ, რომ ადამიანები ზეწოლის ქვეშ მოაქციონ, ატეხონ პროვოკაცია, შექმნან აჟიოტაჟი და საბოლოო ჯამში უბნები ჩაშალონ. ამას ზუგდიდში არავის დავუთმობთ, არავის ვაპატიებთ კანონის დარღვევას – დავით კოდუა არაფერს განსხვავებულს არ ველოდებით იმ ადამიანებისგან, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ძალადობრივად მართავდნენ ქვეყანას და დღევანდელი დღე არის მათი იმდროინდელი გამოცდილებისა და ჩვევების გამოვლინება, – განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ […]
ზივზივაძის მეშვიდე გოლი – “კარლსრუე” სახლში “ჰერტასთან” დამარცხდა [VIDEO]

მეორე ბუნდესლიგის მეათე ტურში „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე „ჰერტასთან“ 1:3 დამარცხდა. სტუმრები დებიუტში მაზამ დააწინაურა, შემდეგ მასპინძლებს კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ ვანიტცეკმა პენალტი ვერ გამოიყენა (ბურთი ძელს გაარტყა). პირველი ტაიმის კონპენსირებულ დროში კი ზივზივაძემ ანგარიში გაათანაბრა. მან ოთხმატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა, მიმდინარე ჩემპიონატზე მეშვიდე გოლი გაიტანა და თანაბომბარდირია. მეორე ტაიმში ბერლინურმა გუნდმა ორი უპასუხო გოლი გაიტანა […]
ილია მეორემ თავისი არჩევანი გააკეთა

კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ თავისი არჩევანი გააკეთა. მას გადასატანი ყუთი საპატრიარქოში მიუტანეს. შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველო XI მოწვევის პარლამენტს ირჩევს. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდება, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, […]
ევროკავშირისკენ თუ რუსულ ორბიტაზე – საქართველოში მიმდინარე არჩევნებზე AP წერს

“საქართველო ხმას აძლევს არჩევნებში, რომელმაც შეიძლება ის ევროკავშირამდე მიიყვანოს ან დააბრუნოს რუსულ ორბიტაზე” – ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას საქართველოში მიმდინარე არჩევნების შესახებ AP. ახალი ამბების გავლენიანი საერთაშორისო სააგენტო წერს, რომ საქართველოს ბევრი მოქალაქე საარჩევნო უბნებზე იმ მოტივით გადის, რომ მათი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. სააგენტო იხსენებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებას საპარლამენტო არჩევნებამდე, რომ თუ “ქართული ოცნება” […]
პრეზიდენტი ამბობს, რომ ვერ უკავშირდება შს მინისტრს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პოლიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს რეაგირებისკენ. ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ ვერ უკავშირდება შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს. „მინდა მივმართო შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც ვერ ვუკავშირდები, სამწუხაროდ, ჩემი ადმინისტრაცია ვერ უკავშირდება მის მოადგილეს, ოფიციალური სამთავრობო ხაზიც არ მუშაობს და მინდა, რომ მას ვთხოვო და მოვუწოდო, რომ პოლიციის რეაგირება იყოს უფრო სწრაფი, უფრო ეფექტური, […]
დღეს, არჩევანი საქართველოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებაზე გადის – ტედ ჯონასი

“ეს არის არჩევნები, სადაც არჩევანი საქართველოს სუვერენიტეტზე და თავისუფლებაზე გადის”, – ასე აფასებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას იურისტი ტედ ჯონასი. როგორც ამერიკელმა ბიზნესმენმა BMG-ის ეთერში განაცხადა, მთავარი კითხვა, რომელიც ამ არჩევნებში დგას, შემდეგია: დარჩება საქართველო დასავლეთისკენ ორიენტირებულ ქვეყნად თუ დაუბრუნდება რუსეთის გავლენის სფეროს. “ეს არის არჩევნები, როცა დღის წესრიგში დგას კითხვა, დარჩება საქართველო დასავლეთისკენ […]