ეს არის არჩევანი კეთილდღეობას და სიღარიბეს შორის – ფადი ასლი

“საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი ფასი ასლის განცხადებით, წლევანდელ არჩევნებში ქართველები არჩევანს კეთილდღეობას და სიღარიბეს შორის აკეთებენ. ამის შესახებ მან BMGTV-ის ეთერში განაცხადა. ბიზნესმენის შეფასებით, არჩევნების შედეგად გაცხადდება, თუ რომელ ქვეყნებთან ითანამშრომლებს საქართველო მომავალში, რუსეთთან თუ დასავლეთთან. “ამ არჩევნების ერთ მხარეს გრძელვადიან სიღარიბეს ვხვდებით, რომელშიც საქართველო იმ შემთხვევაში აღმოჩნდება, თუ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს და […]

„საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება“ – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია [საია; GYLA] 15 საათისთვის მათი საარჩევნო მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. ორგანიზაციის მოსაზრებით, „საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება“. მათი დამკვირვებლების ცნობით, ადგილი ჰქონდა: · ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევას; · დამკვირვებლებისა და მედიისთვის საქმიანობაში ხელშეშლას; · აგიტაციას; · უბნების შიგნით და პერიმეტრზე ამომრჩეველთა აღრიცხვას. უფრო კონკრეტულად, საია საუბრობს სხვადასხვა დარღვევებზე ქვეყნის მასშტაბით: · […]

ლევან ბეჟაშვილი – პოლიციის აბსოლუტური უმოქმედობაა – მივმართავ ვახტანგ გომელაურს: თუ მას მუნდირის ღირსება შერჩენია, გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს კრიმინალური ორგანიზებული ჯგუფების მიმართ, რომლებიც მოქალაქეებზე ძალადობენ

პოლიციის აბსოლუტური უმოქმედობაა. მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს: თუ მას მუნდირის ღირსება შერჩენია, გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს კრიმინალური ორგანიზებული ჯგუფების მიმართ, რომლებიც თბილისსა და რეგიონებში ძალადობენ მოქალაქეებზე, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, 112 საქართველოში არ მუშაობს, ვინაიდან ყველა უბნიდან შედის შეტყობინება ძალადობის ფაქტებზე და პოლიცია არ […]

მამუკა ხაზარაძე – ყველაფერი მაგრად მიდის – ყველა დამკვირვებლებს მოგიწოდებთ, ყურადღებით ვიყოთ, რადგან „ქართული ოცნება“ შეეცდება იმ უბნების გაუქმებას, სადაც იციან, რომ არჩევნებს აგებენ

ყველა დამკვირვებელს მოვუწოდებ, რომ ყურადღებით ვიყოთ – „ქართული ოცნება“ შეეცდება იმ უბნების გაუქმებას, სადაც იციან, რომ არჩევნებს აგებენ. ამიტომ დღის ბოლოსთვის მოემზადეთ, შეიძლება ასეთი ფაქტები სხვადასხვა უბანზე განმეორდეს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. გარდა ამისა, ხაზარაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ საარჩევნო უბნებზე მომხდარ ფაქტებზე მყისიერი რეაგირება ჰქონდეთ. […]

ლანა გალდავა – მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ დელეგატის, ზაურ დარგალის ძმის, მირზა დარგალის პასპორტით ხმის მიცემას ცდილობდა

„ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებით, მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი „ქართული ოცნების“ დელეგატის, ზაურ დარგალის ძმის, მირზა დარგალის პასპორტით ხმის მიცემას ცდილობდა. გალდავას ინფორმაციით, როცა აღნიშნული დარღვევა აღმოაჩინეს, ეს პიროვნება საარჩევნო უბნიდან გაიქცა. „მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე ვიმყოფებით. დილიდან ბევრჯერ იყო დაპირისპირება, პირდაპირ საარჩევნო უბანთან თანხის გადაცემის ფაქტები დაფიქსირდა, რაც აღბეჭდილი გვაქვს. ასევე, ე.წ. […]

კახა კალაძე მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრაზე – ეს არის დადგმული – თუ ვინმეს არ აწყობდა აღნიშნული ქმედება, ეს არის ხელისუფლება

მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს არის დადგმული, იმიტომ, რომ თუ ვინმეს არ აწყობდა აღნიშნული ქმედება, ეს არის ხელისუფლება, – ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ მარნეულის 69-ე უბანზე, საარჩევნო ყუთში ბიულეტენების ჩაყრის ფაქტი. მისი თქმით, მმართველი ძალა დარწმუნებულია საზოგადოების უდიდეს მხარდაჭერაში და ამ ფონზე მისი მთავარი ამოცანა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაა. „ვერ […]

ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დაპირისპირების შესახებ ვიდეოზე – ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოდან ასეთი ცნობები მოდის

ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოდან ასეთი ცნობები მოდის, – ასე ეხმაურება ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც ჩანს, როგორ დაუპირისპირდნენ ისანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან შეკრებილი პირები ერთმანეთს ფიზიკურად. „ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოდან ასეთი ცნობები მოდის. ვხდებით თუ არა ჩვენს თვალწინ დემოკრატიის დასასრულის მოწმენი?“ – წერს მარკო მიჰკელსონი სოციალურ ქსელში.

15:00 საათის მონაცემებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 41.62%ს შეადგენს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 15:00 საათის მონაცემებით, 41.62%-ს შეადგენს. 2020 წლის არჩევნებზე აქტივობა 36.45% იყო, ხოლო 2012 წელს – 44.99%. არჩევნებზე ამ დრომდე მისული ამომრჩევლის რაოდენობა 1 454 837-ს შეადგენს. 26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც მონაწილეობს 18 საარჩევნო სუბიექტი. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის […]

15:00 საათის მონაცემებით, აქტივობა 41.62%-ია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 15:00 საათის მონაცემებით, 41.62%-ია. 2020 წლის არჩევნებზე აქტივობა 36.45% იყო, ხოლო 2012 წელს – 44.99%. არჩევნებზე მისული ამომრჩევლის რაოდენობა 1 454 837-ს შეადგენს. 26 ოქტომბერს, 08:00 საათზე საქართველოში დაიწყო ხმის მიცემა საპარლამენტო არჩევნებში, რომელშიც 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს. საქართველოს ისტორიაში პირველად, ქვეყნის მოქალაქეები პარლამენტის 150 დეპუტატს მხოლოდ პროპორციული […]

კახა კალაძე – თბილისში საარჩევნო უბნებზე დადიან ხაბეიშვილის „ზონდერ დაჯგუფებები“, უსწორდებიან ახალგაზრდებს, აყენებენ შეურაცხყოფას – ყველა დაპირისპირების ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა

თბილისში საარჩევნო უბნებში დადიან ხაბეიშვილის ე.წ. „ზონდერ დაჯგუფებები“, უსწორდებიან ახალგაზრდებს, აყენებენ შეურაცხყოფას – ყველა დაპირისპირების ფაქტს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „ეს დაჯგუფება განწირულია მარცხისთვის“. „ინფორმაცია ჩვენც შემოგვდის და გვაქვს ხელმისაწვდომობა. არც ერთი ფაქტი არ არის დატოვებული რეაგირების გარეშე. ყველა დაპირისპირების ფაქტს […]