საარჩევნო დღის პირველი ნახევარი უკვე გასულია, ფიქსირდება ამომრჩეველთა აქტივობა და ზოგან დარღვევებიც

საქართველოში ხმის მიცემის პროცესი 26 ოქტომბერს დილის 8 საათზე დაიწყო. ამ დროისთვის უკვე იყო რიგები საარჩევნო უბნებთან და ამომრჩევლები, სოციალური ქსელების მეშვეობით, ამ აქტივობის თაობაზე აქვეყნებდნენ ფოტო-მტკიცებულებებს. შუადღის სამი საათისთვის უკვე საკმაოდ დაგროვდა საარჩევნო პროცესზე დარღვევის ფაქტები. მათ შორის, განსაკუთრებულ ცხელ წერტილებად ფიქსირდება მარნეული, ზუგდიდი, გლდანისა და ვაზისუბნის საარჩევნო უბანი. იკვეთება ეგრეთ წოდებული „ძველი ბიჭების“ […]
საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს სცემეს, ქალი კლინიკაშია გადაყვანილი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან, მმართველი გუნდის მიერ დაქირავებული პირები „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს დაესხნენ თავს. ის კლინიკაშია გადაყვანილი. როგორც პარტიაში აცხადებენ, თავდამსხმელები იმყოფებოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში, აწყობდნენ პროვოკაციებს: „მას შემდეგ, რაც მარიამმა კანონის მითითებით ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა – ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენს წარმომადგენელს. მარიამი საავადმყოფოშია გადაყვანილი, აქვს დაზიანებები მუცლისა […]
პეკინში კენჭისყრა დასრულებულია

ჩინეთის დედაქალაქ პეკინის საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, ოპოზიციურ პარტიებს 47 ხმა აქვს, ხოლო ქართულ ოცნებას – 10. უბანზე სულ 57 ხმა იყო: ქართული ოცნება – 10 ხმა; კოალიცია ცვლილებისთვის – 18 ხმა; ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა – 4 ხმა; ძლიერი საქართველო – 10 ხმა; გახარია საქართველოსთვის – 8 ხმა; გირჩი – 4 ხმა; ევროპელი […]
იმედი მაქვს, საგარეო მიმართულება შეიცვლება – რესან ქიქავას მოლოდინი

„ექსპო ჯორჯიას“ დირექტორის რესან ქიქავას განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნისთვის. მისი მოლოდინით, ახალი ხელისუფლების პირობებში საგარეო მიმართულება შეიცვლება. „ჩვენ გვყავდა სხვადასხვა ტიპის ხელისუფლება. იყო ხელისუფლება, რომლის დროსაც დაიწყო სამოქალაქო ომი, ბანდიტური ხელისუფლება, მოძალადე ხელისუფლება და ხელისუფლება, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ ყველა ჩვენს ძირითად პარტნიორთან დაეჭირა დისტანცია და იმ ცივილიზაციისგან, რომლისკენაც მივისწრაფვით, გადაეხვია. იმედი მაქვს, რომ […]
გიორგი მარგველაშვილი – დღეს ამ ხელისუფლებას პლაცკარტის ბილეთი გამოვუწერე, სადაც მათი ადგილია – რუსეთის ფედერაციაში

დღეს ქართველ ხალხთან ერთად ამ ხელისუფლებას პლაცკარტის ბილეთი გამოვუწერე, სადაც მათი ადგილია, რუსეთის ფედერაციაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა. მისივე თქმით, ამომრჩევლის აქტიურობა საარჩევნო უბნებზე არის ხელისუფლების ცვლილების მანიშნებელი. “ხედავთ რიგია და ეს ნიშნავს საქართველოში მხოლოდ ერთს, როდესაც ამდენი ამომრჩეველი მოდის, ეს არის ნათელი გზავნილი, რომ ხელისუფლება იცვლება. […]
„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან პარტიის წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან პარტიის წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ. როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მარიამ დოლიძე საავადმყოფოშია გადაყვანილი და დაზიანებები მუცლისა და თავის არეში აქვს მიყენებული. „ისნის ოლქში, მე-9 საარჩევნო უბანთან, „ოცნების“ ტიტუშკები“ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, მარიამ დოლიძეს თავს დაესხნენ. მარიამის თქმით, თავდამსხმელები […]
თინა ბოკუჩავა – არავის ეშინია ძალადობის! – შესაძლოა, ერთი უბანი გააუქმონ, მაგრამ ვერ გააუქმებენ გამარჯვებას საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ

არავის ეშინია ძალადობის! – შესაძლოა, ერთი უბანი გააუქმონ, მაგრამ ვერ გააუქმებენ გამარჯვებას მთელი საქართველოს მასშტაბით და ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც ასევე, აქტიურობს ემიგრაცია, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, ძალადობას მიმართავს ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ძალაუფლების დაკარგვის. „ახლა ვართ კლინიკასთან, სადაც „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე, აზატ კარიმოვი […]
ზაურ დარგალი ლანა გალდავას განცხადებას, რომ მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი დარგალის ძმის, მირზა დარგალის პასპორტით ხმის მიცემას ცდილობდა, აბსურდულს უწოდებს

„ქართული ოცნების” დელეგატი ზაურ დარგალი „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ლანა გალდავას განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მარნეულის მე-2 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველი დარგალის ძმის, მირზა დარგალის პასპორტით ხმის მიცემას ცდილობდა, აბსურდულს უწოდებს. „ქართული ოცნების“ დელეგატის განმარტებით, ეს ინფორმაცია „ფეიკია“. „ეს სრული აბსურდია, ელექტრონულ არჩევნებზე ერთი პასპორტით სამჯერ ხმის მიცემა შეუძლებელია. ჩემი ძმა თავისი პასპორტით შევიდა და ხმა მისცა, ვადაგასული […]
დავით კოდუა – ზუგდიდში, კაცი ქუდზე გამოვა და გააკეთებს სწორ არჩევანს – არავის მივცემთ საშუალებას ამ ქალაქში რეჟიმი ისევ მობრუნდეს

ზუგდიდში, კაცი ქუდზე გამოვა და გააკეთებს სწორ არჩევანს, არავის მივცემთ [საშუალებას] ამ ქალაქში ისევ მობრუნდეს ის რეჟიმი, რომელიც ქუჩაში ცხოვრების საშუალებას გვიკრძალავდა, ბიზნესსექტორს უკრძალავდა სამეწარმეო საქმიანობას,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” დელეგატმა დავით კოდუამ ჟურნალისტებს ზუგდიდში, მე-9 საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბნის ჩაშლა სურთ [ოპონენტებს], რადგანაც ამ […]
პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აცხადებენ, რომ ფოთში არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს

პარტია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ ფოთში არჩევნები დარღვევების ფონზე მიმდინარეობს. პარტიის წევრის, დავით ხომერიკის თქმით, დაფიქსირდა თანხის დარიგების და ერთ ამომრჩეველზე ორი ბიულეტენის გაცემის ფაქტები. ის მოუწოდებს საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ მოახდინოს სათანადო რეაგირება. „აქტივობა არის მაღალი, ჩვენს თანაქალაქელებს გადაწყვეტილება მიღებული აქვთ, მიუხედავად ამისა „ქართულმა ოცნებამ“ დილიდან დაიწყო სამარშრუტო ტაქსების მობილიზება, იყო თანხის […]