აქტივობა 17:00 საათზე: 50.6%-ია, 2020 – 45.77%, 2016 – 42.04%, 2012 – 53.03%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე, 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 50.6% შეადგინა. ამ დროისთვის არჩევნებზე გამოცხადდა 1 768 816 ადამიანი. 2016 წელს – 42.04% იყო. 2012 წელს – 53.03%.
მარნეულში საია-ს თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ

საია-ს თანამშრომელს/დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა. საია პროკურატურას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება. “სხეულის დაზიანება არ მაქვს, მნიშვნელოვანი დაზიანება არ მაქვს, თუმცა შემეშალა ხელი ჩემი სადამკვირვებლო საქმიანობაში. ვიყავი N4-ე […]
ჩაკვეტაძის “უოტფორდმა” ორი წაგების შემდეგ გაიმარჯვა

ჩემპიონშიფის მეთორმეტე ტურში „უოტფორდმა“ სახლში „ბლექბერნს“ 1:0 სძლია. მასპინძელთა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო – შეფასებები: sofascore 7.0, flashscore 7.0, whoscored 6.5. „უოტფორდმა“ ზედიზედ ორი წაგების შემდეგ გაიმარჯვა, 19 ქულით მეშვიდე ადგილზეა და 2 ნოემბერს შეფილდში „უენსდეის“ დაუპირისპირდება. უოტფორდი – ბლექბერნი 1:0 გოლი: კაიემბე (71, პენ)
„მრავალეროვანი საქართველო“ – 10:00-15:00 პერიოდში, სულ 28 სხვადასხვა სახის ინციდენტი გამოვლინდა, აქედან ყველაზე მეტი მარნეულის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება – დაწერილია 5 საჩივარი

„მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, 10:00-15:00 პერიოდში სულ 28 სხვადასხვა სახის ინციდენტი გამოვლინდა. ყველაზე მეტი ინციდენტების რაოდენობა კი, მარნეულის საარჩევნო ოლქშია დაფიქსირებული. მათივე ინფორმაციით, „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის დონეზე 5 საჩივარი შევიდა. ასევე, 3 საჩივარი შეიტანეს საოლქო საარჩევნო კომისიის დონეზე, რომელთაგანაც 2 დაკმაყოფილდა და ერთი ნაწილობრივ. „არაუფლებამოსილი პირები უბანზე – 2 ინციდენტი. კერძოდ, ახალქალაქის […]
ხათუნა სამნიძე – ქალებო, დავიცვათ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი, რათა ხვალ თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ, რომ მათ გვერდით, საქართველოს გვერდით დავდექით და მათ ხმებს დავიცავთ

მინდა განსაკუთრებულად მივმართო საქართველოს მოქალაქე ქალებს- ქალებო, დავიცვათ ჩვენი, ჩვენი შვილების მომავალი, რათა ხვალ თვალებში ჩავხედოთ და ვუთხრათ, რომ მათ გვერდით, საქართველოს გვერდით დავდექით და მათ ხმებს დავიცავთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „დრო დადგა, როდესაც ევროპული მომავალი უნდა დავიცვათ“. „მინდა ყველა იმ მოქალაქეს მივმართო, ვინც მიუხედავად ცუდი […]
საია აცხადებს, რომ მარნეულის მე-4 უბანზე მათ დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს სცემეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ მარნეულის მე-4 უბანზე მათ დამკვირვებელს სცემეს. „საიას თანამშრომელს/დამკვირვებელს, გიორგი გოცირიძეს მარნეულის #4 უბანზე კომისიის წევრი და უბნის გარეთ უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. უბანზე არსებული დარღვევების დაფიქსირებისას გიორგი გოცირიძეზე ფიზიკურ ძალადობას წინ უსწრებდა მუქარა. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ მოახდინოს მომხდარ ფაქტზე რეაგირება“, – აცხადებს ორგანიზაცია.
ლონდა თოლორაია – ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა – არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე

ფიზიკური დაპირისპირების, მუქარის, ძალადობის შემთხვევები 38 უბანზე დაფიქსირდა – არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ 139 უბანზე, – ამის შესახებ „შენი ხმა ევროკავშირს“ დამფუძნებელმა, ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლით, დაკვირვების განხორციელებაში ხელშეშლის, ასევე, კენჭისყრის ფარულობის დარღვევის, მარკირების ვალდებულების შეუსრულებლობის და ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის არსებითი დარღვევის ფონზე […]
ელენე ხოშტარია – ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე, წარმოუდგენლად დიდია მონაწილეობა – ასე გავაგრძელოთ!

ძალიან ცოტა გვაშორებს გამარჯვებამდე – წარმოუდგენლად დიდია [ადამიანების] მონაწილეობა – ასე გავაგრძელოთ! – ეს იქნება საამაყო დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა. ხოშტარიას თქმით, კოალიცია მოსახლეობას გარანტიას აძლევს, რომ მათი ხმა „დაცული და ევროპული ინტეგრაციის დასაწყისისკენ იქნება მიმართული“. „რამდენიმე საათი დარჩა იმ სანატრელ ცვლილებამდე, რომლისთვისაც ძალიან ბევრი […]
ნანა მალაშხია – მინდა მოვუწოდო საჯარო მოხელეებს, ქვეყნის ისტორიულ პროცესში მიიღეთ გადაწყვეტილება, დაიცავით ქვეყნის კონსტიტუცია და იყავით ამ პროცესის შემოქმედნი

მინდა მოვუწოდო საჯარო მოხელეებს, ქვეყნის ისტორიულ პროცესში მიიღეთ გადაწყვეტილება, დაიცავით ქვეყნის კონსტიტუცია და იყავით ამ პროცესის შემოქმედნი, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა, ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, სულ ცოტა დრო დარჩა ცვლილებამდე, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სურთ. „მინდა მოვუწოდო საჯარო მოხელეებს, ქვეყნის ისტორიულ პროცესში მიიღეთ გადაწყვეტილება, დაიცავით ქვეყნის კონსტიტუცია და იყავით ამ პროცესის შემოქმედნი. […]
“საერთაშორისო ინვესტორები არჩევნების შედეგებს ელოდებიან” – ფადი ასლი

“საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელის, ფადი ასლი შეფასებით, საერთაშორისო ინვესტორები საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებიან და დასკვნებს დამდგარი შედეგის საფუძველზე გააკეთებენ. ბიზნესმენის შეფასებით, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, საქართველოს მიმართ უზარმაზარი ინტერესი გაჩნდება. “2012 წლის შემდეგ, ინვესტორების მიმართ მთავრობა საკმაოდ მტრულად იყო განწყობილი. ამ ეტაპზე საქართველოში მხოლოდ ის ადამიანები ინვესტირებენ, რომელთაც მთავრობასთან კავშირები აქვთ. საერთაშორისო […]