,,სასწაული ხდება!.. ვატყობ,რომ მომიწევს სიმღერა! “ – პაატა ბურჭულაძე

მსოფლიო ბანი, პაატა ბურჭულაძე: ,,სასწაული ხდება! როგორც დამკვირებელი უკვე მესამე უბანზე ვარ. და ხალხის ნაკადი არ წყდება.ვგრძნობ,რომ მაგრად ვიმარჯვებთ რადგან ძალიან ბევრს დღეს საღამოს ჩემთან ერთად საქართველოს ჰიმნის სიმრერა სურს! ვატყობ,რომ მომიწევს სიმღერა! “

არჩევნები განსაზღვრავს, დაუბრუნდება საქართველო EU-ში გაწევრიანების გზას, თუ აიღებს გეზს ავტორიტარიზმისკენ – Washington Pos

საქართველოში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან განსაზღვრავს, დაუბრუნდება საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების გზას, თუ აიღებს ავტორიტარიზმისკენ კურსს და გადავა რუსულ ორბიტაზე – ამის შესახებ Washington Post-ი წერს. „საპარლამენტო არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილმა – ჩრდილოვანმა მილიარდერმა, რომელმაც დააფუძნა „ქართული ოცნება“ და თავისი ქონება რუსეთში დააგროვა – დადო პირობა, რომ მისი პარტიის გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციურ პარტიებს აკრძალავს“, – წერს Washington […]

იმედი მაქვს, საგარეო მიმართულება შეიცვლება – რესან ქიქავას მოლოდინი

„ექსპო ჯორჯიას“ დირექტორის რესან ქიქავას განცხადებით, დღეს მნიშვნელოვანი დღეა ქვეყნისთვის. მისი მოლოდინით, ახალი ხელისუფლების პირობებში საგარეო მიმართულება შეიცვლება. „ჩვენ გვყავდა სხვადასხვა ტიპის ხელისუფლება. იყო ხელისუფლება, რომლის დროსაც დაიწყო სამოქალაქო ომი, ბანდიტური ხელისუფლება, მოძალადე ხელისუფლება და ხელისუფლება, რომელმაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ ყველა ჩვენს ძირითად პარტნიორთან დაეჭირა დისტანცია და იმ ცივილიზაციისგან, რომლისკენაც მივისწრაფვით, გადაეხვია. იმედი მაქვს, რომ […]

17:00 საათისთვის აქტივობა 50,6% შეადგენს

17:00 საათის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობა 50,6-ია. რიცხვებში ეს მაჩვენებლი 1 768 816 შეადგენს. წინა საპარლამენტო არჩევნებზე, 2020 წელს იგივე დროს საკუთარი არჩევანი 1 607 530 ამომრჩეველს ჰქონდა დაფიქსირებული, რაც საერთო მონაცემის 45,77 იყო. 2012 წელს, 17:00 საათზე უკვე 1 916 395 ამომრჩეველს ჰქონდა დაფიქსირებული ხმა, რაც საერთო მონაცემის 53,03%-ს შეადგენდა. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. უბნების […]

ჩემი ხმა: შიდა და ქვემო ქართლში სისტემური საარჩევნო მანიპულაციების დასაბუთებული ეჭვი არსებობს

ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია – “ჩემი ხმა”, რომელიც 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდება, მორიგ შუალედურ შეფასებას აქვეყნებს. მისიის შეფასებას, დილის 11 დან საათიდან 15 საათამდე კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე, უცვლელად გთავაზობთ: ძირითადი მიგნებები კენჭისყრის პროცესი ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ასევე, მთელ რიგ საარჩევნო ოლქებში დამკვირვებლებისა და მედიის […]

დარღვევები 16:00 საათისთვის – “ჩემი ხმა” 1227 უბნიდან მიღებულ მონაცემებს აქვეყნებს

დარღვევები 16:00 საათისთვის – “ჩემი ხმა” 1227 უბნიდან მიღებულ მონაცემებს აქვეყნებს. 11:00 საათიდან 15:00 საათამდე პერიოდში, სადამკვირვებლო ორგანიზაციის დამკვირვებლების მონაცემებით: · მარკირების გაკეთების წესი დაირღვა/მარკირების გარეშე ხმა მისცეს – 70 უბანზე; · ხმის მიცემის ფარულობა დაირღვა – 47 უბანზე; · არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ – 139 უბანზე; · ფიზიკური დაპირისპირების/მუქარის/ძალადობის შემთხვევები დაფიქსირდა 38 უბანზე; · იმ […]

როგორია ამომრჩეველთა აქტივობა რეგიონების მიხედვით – 17:00 საათის მონაცემები

17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობა 50.6 პროცენტს შეადგენს, საარჩევნო უბნებზე მისულია 1 768 816 ამომრჩეველი, – ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს. რეგიონების მიხედვით პროცენტული განაწილება კი შემდეგნაირია: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 47.84 %; თბილისი – 52.42%; კახეთი – 51.33%; მცხეთა-მთიანეთი – 51.93%; ქვემო ქართლი – 42.29%; შიდა ქართლი – 50.67 %; სამცხე-ჯავახეთი – […]

„ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის ეზოში სცენას ამონტაჟებენ

“ქართული ოცნების” ცენტრალური ოფისის ეზოში სცენის დამონტაჟების სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე მუშაობს სპეციალური ჯგუფი, რომელიც სცენასთან ერთად მონიტორებსაც ამონტაჟებენ. სავარაუდოდ, დაგეგმილია უმრავლესობის ლიდერების სიტყვით გამოსვლა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით, 20:00 საათზე, საარჩევნო უბნები დაიხურება და ხმის მიცემა შეწყდება, “ქართული ოცნების” ლიდერები მოსახლეობას მიმართავენ.

ლევან ხაბეიშვილი – 20:00 საათზე მორჩება ივანიშვილის რეჟიმი და „მილიციელები“, რომლებიც კანონს უნდა იცავდნენ, კანონის წინაშე აგებენ პასუხს

20:00 საათზე მორჩება ივანიშვილის რეჟიმი და „მილიციელები“, რომლებიც კანონს უნდა იცავდნენ, კანონის წინაშე აგებენ პასუხს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. ხაბეიშვილის განცხადებით, ვინც მასთან ერთად გადაადგილდება, ყველას აკავებენ. „ყველას პოლიციური რეიდი აქვს. აგებენ არჩევნებს, გრძნობენ ამას და ჩემთან ერთად ვინც გადაადგილდება, ყველას აკავებენ. ნახეთ, რომ სალომე კაპანაძე და […]

ცესკო – 17:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 50.6%-ს შეადგენს, რაც ჯამში 1 768 816 ამომრჩეველია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით, ამომრჩეველთა აქტივობა 50.6 %-ს შეადგენს, რაც ჯამში 1 768 816 ამომრჩეველია. რეგიონების მიხედვით აქტივობა ასე გადანაწილდა: სამეგრელო-ზემო სვანეთი – 160 651; თბილისი 540 549; კახეთი 151 339; მცხეთა-მთიანეთი – 46132; ქვემო ქართლი – 169 472; შიდა ქართლი – 119 444; სამცხე-ჯავახეთი – 75 207; რაჭა ლეჩხუმი […]