ლევან ბეჟაშვილი – პარტიის ოფისთან გაჩერდა რამდენიმე ათეული მანქანა იყო, გადმოვიდნენ „დუბინკებით“ და სხვადასხვა ნივთით შეიარაღებულები, შევიდნენ ოფისში, რამდენიმე ადამიანს მიაყენეს ფიზიკური დაზიანება და უკვე ჩვენებსაც მოუწიათ პასუხის გაცემა

მერწმუნეთ, ამ ძალადობით ვერავის შეაშინებენ, რადგან ჩვენს უკან არის სიმართლე, ჩვენი მომავალი თაობის ევროპული კეთილდღეობა, ამიტომ ვიბრძოლებთ ბოლომდე, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა პარტიის ოფისზე განხორციელებული თავდასხმაზე განაცხადა. ლევან ბეჟაშვილის თქმით, ისინი ხედავენ, რომ „ქართულ ოცნება“ მარცხდება ამ არჩევნებში და ამიტომ გადადიან აგრესიასა და ძალადობაზე. “რამდენიმე ათეული მანქანა იყო, გაჩერდა, […]

ISFED: მარნეულის N22-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა

სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, მარნეულში რამდენიმე ბიულეტენის ჩაყრის ფაქტი ისევ დაფიქსირდა. დოლიძის ინფორმაციით, მარნეულის N22-ე საარჩევნო უბანზე კომისიის წევრმა საარჩევნო ყუთში 20-ზე მეტი ბიულეტენი ჩაყარა და ISFED-ის დამკვირვებელმა ის საარჩევნო უბნიდან გააძევა. “კვლავ დაფიქსირდა ბიულეტენის ჩაყრის შემთხვევა ისევ მარნეულის საარჩევნო ოლქის, ამჯერად 22-ე საარჩევნო უბანზე და რა […]

,,მატილდა გვარლიანი, ჩვენთანაა ჩვენი სიამაყე და ჩვენი სიყვარული!“ – კობა სუბლიანი

აშშ-ში, ემიგრაციაში მყოფი კობა სუბელიანი საარჩევნო უბანთან მოდელ მატილდა გვარლიანთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს: ,,მატილდა გვარლიანი, ჩვენთანაა ჩვენი სიამაყე და ჩვენი სიყვარული! “

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მათ ოფისში შეიჭრნენ

პარტია „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები მათ ოფისში შეიჭრნენ და დარბევა სცადეს. კონფლიქტი რამდენიმე წუთის განმავლობაში გაგრძელდა, შემდეგ კი უცხო პირებმა ტერიტორია ავტომობილებით დატოვეს. „ხედავენ, რომ არჩევნებს პირწმინდად აგებენ და ზონდერებს აგზავნიან ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ოფისში. რამდენიმე ათეული მანქანით შემდგარი კოლონა იყო. შემოვარდნენ ოფისში, დაიწყო ძალადობა. რა […]

ვაშაძე აცხადებს 5 დამკვირვებლის დაკავებაზე და მათ გათავისუფლებას ითხოვს

„ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ დაკავებულია 5 „ევროპული ხმის მცველი“. ვაშაძე მათ დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს. „ისინი ახლა უკვე გადავიდნენ დაკავებებზე, 5 ადამიანი ევროპული ხმის მცველები, არიან დაკავებულები, აბსოლუტურად უკანონოდ. დაუყონებლივ მოვითხოვთ მათ გათავისუფლებას, ეს არის ტოტალურად უკანონო ქმედება“, – ამბობს ვაშაძე. როგორც კოალიციის პრესსამსახურში „ნეტგაზეთში“ განუმარტეს, დამკვირვებლები პოლიციამ დააკავა დღის […]

აშშ-ის წარმომადგენლები: ტრამპის სასარგებლო ბიულეტენების განადგურების ამსახველი ყალბი ვიდეო რუსეთმა შექმნა

აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, რუსი მსახიობები მონაწილეობდნენ ყალბ ვიდეოჩანაწერში, რომელიც სოციალური მედიით გავრცელდა და თითქოს ასახავდა ფოსტით გაგზავნილი, ექსპრეზიდენტის და პრეზიდენტობის ამჟამინდელი კანდიდატის, დონალდ ტრამპის მხარდასაჭერი ბიულეტენების განადგურების პროცესს ელექტორალურად მერყევი პენსილვანიის შტატიდან, 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ვიდეოჩანაწერი, რომელსაც მილიონობით მომხმარებელმა უყურა მათ შორის პლატფორმაზე X, 24 ოქტომბერს გამოჩნდა და თითქოს ასახავდა კაცს, რომელიც […]

“სუს-ის ნასეტკები მოვიდნენ და პროვოკაცია მოაწყვეს – დაპირისპირება ,,ნაცმოძრაობის” ოფისთან

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალური ოფისის ეზოში, სადაც კოალიციის საარჩევნო შტაბია, ოცნების მხარდამჭერები მივარდნენ, რასაც ჯერ სიტყვიერი შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. “სუს-ის ნასეტკები მოვიდნენ და პროვოკაცია მოაწყვეს” – ამბობს ადგილზე მყოფი პირი ფოტო – ტვპირველი

არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სამართალდამცავების მობილიზებაა

არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში სამართალდამცავების მობილიზებაა. შესაბამის ვიდეოს მოქალაქე სოციალურ ქსელში ავრცელებს. ვიდეოში ჩანს როგორ შედის მთავრობის ადმინისტრაციის ეზოში პოლიციის რამდენიმე ავტობუსი და სამარშრუტო ტაქსი, სადაც, სავარაუდოდ, სამართალდამცავები სხედან. „ინტერპრესნიუსმა“ საკითხის დაზუსტება შინაგან საქმეთა სამინისტროში სცადა, თუმცა უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

ირაკლი კობახიძე – ჩვენ უკვე გვაქვს დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, მაგრამ გვინდა მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც ამ ეტაპზე გარანტირებული არ არის

რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული, დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი, თუმცა ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას აქტიურობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მისივე თქმით, ეს არის გადამწყვეტი არჩევნები- სასწორის ერთ […]

თინა ბოკუჩავა – „ქართული ოცნების“ ძალადობრივი ჯგუფები მოცვივდნენ ჩვენს ოფისთან – ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აგებს, უკიდურესად შეშინებულია და აცნობიერებს, რომ ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნება

„ქართული ოცნების“ ძალადობრივი ჯგუფები მოცვივდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან – ამას აკეთებს ხელისუფლება, რომელიც არჩევნებს აგებს, რომელიც უკიდურესად შეშინებულია, ეს არის ხელისუფლება, რომელიც აცნობიერებს, რომ ძალიან მალე ხელისუფლებაში აღარ იქნება, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, არჩევნებში ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს. „ამ არჩევნებში ვიმარჯვებთ ოპოზიცია, ვიმარჯვებთ […]