,, ყველანაირი ლაპარაკი, რომ ვიღაც რაღაც მონაცემებს ფლობს და იცის შედეგი, არის ცარიელი პროპაგანდა” – დავით ზურაბიშვილი

ყოფილი დეპუტატი, დავით ზურაბიშვილი: ,,შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ სანამ უბნები არ დაიხურება და ყუთები არ გაიხსნება, არავინ იცის რა შედეგებია, ვინ იგებს და რამდენით იგებს. ყველანაირი ლაპარაკი, რომ ვიღაც რაღაც მონაცემებს ფლობს და იცის შედეგი, არის ცარიელი პროპაგანდა. ერთადერთი, რაც ჯერჯერობით შეიძლება ითქვას, არის ის, რომ აქტივობა საკმაოდ მაღალია და ემიგრაციის პროცენტის გათვალისაწინებით თითქმის […]

როგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ “ლეჩესთან” მატჩში?

სერია A-ს მეცხრე ტურში, “ლეჩესთან” საკუთარ მოედანზე მოგებულ მატჩში (1:0) “ნაპოლის” გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია 72-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. მისი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: Sofascore 6.3 , Flashscore 6.3, Whoscored 6.1. „ნაპოლი“ 22 ქულით ლიდერია და 29 ოქტომბერს სტუმრად „მილანს“ დაუპირისპირდება.

ინციდენტები განპირობებული იყო უბნების სიახლოვეს სხვადასხვა ჯგუფების მობილიზებით – ომბუდსმენი არჩევნებზე დაკვირვების შედეგებს აჯამებს

საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების ფარგლებში დილიდან აკვირდება საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას და ეხმაურება 17:30 საათისთვის ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების შემთხვევებს, რასაც ადგილი ჰქონდა მათ შორის, დამკვირვებლების და მედიის წარმომადგენლების მიმართაც. კერძოდ, ძალადობრივი ინციდენტები: · ხმაურიანი ფიზიკური დაპირისპირების რამდენიმე ეპიზოდი იყო ქ. თბილისში, გლდანში, მე-60 საარჩევნო უბანზე; · ხმაური და დაპირისპირება იყო ისანში, 51-ე საარჩევნო უბანზე; […]

ეს არის არჩევანი კეთილდღეობას და სიღარიბეს შორის – ფადი ასლი

“საერთაშორისო სავაჭრო პალატის” ქართული ოფისის ხელმძღვანელი ფასი ასლის განცხადებით, წლევანდელ არჩევნებში ქართველები არჩევანს კეთილდღეობას და სიღარიბეს შორის აკეთებენ. ამის შესახებ მან BMGTV-ის ეთერში განაცხადა. ბიზნესმენის შეფასებით, არჩევნების შედეგად გაცხადდება, თუ რომელ ქვეყნებთან ითანამშრომლებს საქართველო მომავალში, რუსეთთან თუ დასავლეთთან. “ამ არჩევნების ერთ მხარეს გრძელვადიან სიღარიბეს ვხვდებით, რომელშიც საქართველო იმ შემთხვევაში აღმოჩნდება, თუ “ქართული ოცნება” გაიმარჯვებს და […]

ჩვენ უკვე გვაქვს დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, თუმცა, საჭიროა თითოეული ამომრჩევლის მობილიზება, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა

ჩვენ უკვე გვაქვს დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, თუმცა, საჭიროა თითოეული ამომრჩევლის მობილიზება, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, რაც არის ჩვენი პოლიტიკური ამოცანა „რაც შეეხება ჩვენს მოლოდინებს, ჩვენ უკვე გვაქვს გარანტირებული, დიდი უპირატესობით დამაჯერებელი გამარჯვება, ამას მოწმობს ის მონაცემები, რომლებიც არის წარმოდგენილი, თუმცა, ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი ამბიცია“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ […]

კოალიცია ცვლილებისთვის: ოთხივე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანება ვლახავთ ბარიერს

კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას თქმით, საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით ოთხივე ოპოზიციური გაერთიანება ბარიერს ლახავს. მისივე თქმით, ქართულ ოცნებას აქვს 40%-ზე ნაკლები და საპარლამენტო უმცირესობაშია. “ქართული ოცნება არის 40%-ს დაბლა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ის არის საპარლამენტო უმცირესობაში. ოთხივე მსხვილი გაერთიანება, ჯგუფი ლახავს ბარიერს, რაც მისასალმებელია და ვულოცავ თითოეული მათგანის ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს. […] მთავარია, რომ […]

MVP-ის პრიზი ხვიჩას – “ნაპოლიმ” “ლეჩეს” 1:0 მოუგო

სერია A-ს მეცხრე ტურში „ნაპოლიმ“ სახლში ერთ-ერთი აუტსაიდერი „ლეჩე“ 1:0 დაამარცხა. მატჩის დაწყების წინ ნეაპოლური გუნდის გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას სექტემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი გადასცეს. ალბათ, უფრო გადატვირთული კალენდრის გამო მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ის სასტარტოში არ დააყენა და 72-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, რის შემდეგაც დი ლორენცომ გამარჯვების გოლი გაიტანა. „ნაპოლი“ 22 […]

გიორგი გახარია – მინდა ცესკო-ს და მის ხელმძღვანელს მოვუწოდო: მეგობრებო, თქვენ სახელმწიფოს სამსახურში ხართ და არა „ოცნების“ – არ დაგავიწყდეთ ეს

ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი უსუსურობა და უმაქნისობა, რადგან ვერ შეძლო საარჩევნო პროცესი დაეორგანიზებინა და ჩაეტარებინა ნორმალურ, მშვიდ გარემოში – ცესკო-ს ფუნქციონალი პარტიამ თავისი მოქმედებით ჩაანაცვლა,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარიას თქმით, შსს-ს კეთილსინდისიერ და პროფესიონალ პოლიციელებს არ მიეცათ შესაძლებლობა, ღირსეულად შეესრულებინათ თავისი ფუნქცია და საზოგადოებრივი წესრიგი უზრუნველყოფილიყო. „მაშინ, […]

გიორგი ვაშაძე – „ქოც“ ლიდერებს ვეუბნები: რამ შეგაშინათ ბიჭებო?! დაწყნარდით, მარცხი აღიარეთ – გამარჯვება ჩვენია, ამ გამარჯვებას არ გაგატანთ

კიდევ ერთხელ მივმართავ ივანიშვილს: შეეგუე მარცხს! რა დღეში ხარ?! ოფისში გვივარდებით?! ეგ დაგრჩათ მხოლოდ? თქვენ ხართ დამარცხებულები, ნადგურდებით არჩევნებში, მარცხს შეეგუეთ! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალური ოფისის ტერიტორიაზე 10-მდე პირი მივიდა და იქ მყოფებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ვაშაძემ მმართველ […]

პატრიარქმა საკუთარი არჩევანი დააფიქსირა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკუთარი არჩევანი დააფიქსირა. მან ხმა საპატრიარქოში გადასატანი ყუთის საშუალებით მისცა. შესაბამის ვიდეომასალას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.