ანა დოლიძე – ჩვენი ხელისუფლება, ახალი ხელისუფლება იქნება დამყარებული შერიგებაზე, თანხმობასა და შემწყნარებლობაზე

„ქართული ოცნების“ მემორიალურ დაფაზე დღეს ქართველმა ხალხმა დავაწერეთ: „ოცნების მმართველობა დასრულდა 2024 წლის 26 ოქტომბერს“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგებს. როგორც დოლიძემ განმარტა, ახალი ხელისუფლება იქნება დამყარებული შერიგებაზე, თანხმობასა და შემწყნარებლობაზე. „ქართული ოცნების“ მემორიალურ დაფაზე დღეს ქართველმა ხალხმა დავაწერეთ: „ოცნების მმართველობა დასრულდა 2024 […]
მარკო მიჰკელსონი – ეგზიტპოლები აჩვენებს, რომ საქართველოს არჩევნები მასობრივად გაყალბდა, “ქართული ოცნების” პარტია თავისთვის დაახლოებით 1/3-ით მეტი ხმების მიწერას ცდილობს

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, „ეგზიტპოლები აჩვენებს, რომ საქართველოს არჩევნები მასობრივად გაყალბდა“. მარკო მიჰკელსონი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს, “ქართული ოცნების” პარტია თავისთვის დაახლოებით 1/3-ით მეტი ხმების მიწერას ცდილობს. “ეგზიტპოლები აჩვენებს, რომ საქართველოს არჩევნები მასობრივად გაყალბდა. “ქართული ოცნების” პარტია თავისთვის დაახლოებით, 1/3-ით მეტი ხმების მიწერას ცდილობს, ვიდრე ამას ოპოზიციური ეგზიტპოლები აჩვენებს,” – წერს მიჰკელსონი.
მამუკა მდინარაძე – ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ ვერც მოატყუებენ და ვერც დააჩოქებენ ვერასდროს – ტრადიციად უნდა ვაქციოთ, რომ საქართველოში გარდა ეროვნული ხელისუფლებისა, ვერასდროს ვერავინ გაიმარჯვებს

ქართველმა ხალხმა დაამტკიცა ერთი მთავარი რამ, რომ ქართველებს ვერც მოატყუებენ და ვერც დააჩოქებენ ვერასდროს – ტრადიციად უნდა ვაქციოთ, რომ საქართველოში გარდა ეროვნული ხელისუფლებისა, ვერასდროს ვერავინ გაიმარჯვებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ „გორბის“ ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში მოწყობილ ღონისძიებაზე განაცხადა. მამუკა მდინარაძემ კომისიის წევრებს მოუწოდა ბოლომდე მიადევნონ თვალი საუბნო […]
ნიკა მელია – ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაამარცხა, არამედ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა – რა არ იკადრეს, რა არ გააკეთეს, რა ხერხებს არ მიმართეს, მაგრამ არ გამოუვიდათ

ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაამარცხა, არამედ ქართველმა ხალხმა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა, – ასე შეაფასა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ Harris X-ის ეგზიტპოლის შედეგები. მისივე თქმით, ქართველმა ხალხმა იყოჩაღა. „ქართველმა ხალხმა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაამარცხა, არამედ ქართველმა ხალხმა ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა დაამარცხა. რა არ იკადრეს, რა არ გააკეთეს, რა […]
დავითაშვილის დუბლი – ზურიკომ ეფექტური გოლი გაიტანა [VIDEO]

ლიგა 1-ის მე-8 ტურში “ანჟერი” “სენტ ეტიენს” მასპინძლობს და 70-ე წუთისთვის 3:2-ს ამარცხებს. სტუმართა რიგებიდან ზურიკო დავითაშვილმა დუბლი შეასრულა.
ვიდეო: “ამის თქმა მინდა დიდი ხანია” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

“ამის თქმა მინდა დიდი ხანია, რომ “ოცნება“ დამარცხდა, ისინი გადადიან ოპოზიციაში. ყველა წინასწარი მონაცემი აჩვენებს, რომ ოთხივე ოპოზიციური მსხვილი ჯგუფი ლახავს ბარიერს” – განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
მადლობა მინდა გადაგიხადოთ მთელს საქართველოს, რომელიც ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია – იშვიათია ასეთი შემთხვევა მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს – ივანიშვილი

მადლობა მინდა გადაგიხადოთ მთელს საქართველოს, რომელიც ასეთი ერთგულებით მოგვყვება უკვე მეოთხე არჩევნებია – იშვიათია ასეთი შემთხვევა მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ წარმატებებს – ივანიშვილი საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა ამომრჩეველს მიმართა. „მოგესალმებით და დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ აქ შეკრებილ საზოგადოებას და მთელს საქართველოს, ჩვენს […]
ტრამპი ევროკავშირს „მინი ჩინეთს“ უწოდებს

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ევროკავშირს, სავაჭრო ურთიერთობების კუთხით, „მინი ჩინეთი“ უწოდა. ამის შესახებ გერმანული გამოცემა „დოიჩე ველე“ იუწყება. „ის (ევროკავშირი) ჩვენს მანქანებს არ ყიდულობს, სოფლის მეურნეობის პროდუქტებს არ ყიდულობს, არაფერს არ ყიდულობს. ჩვენ 312 მილიარდი დოლარის დეფიციტი გვაქვს ევროკავშირთან. ევროკავშირი მინი ჩინეთია, თუმცა, არც ისე მინი“, – აცხადებს ტრამპი. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის („ევროსტატი“) მონაცემებზე […]
ისრაელის თქმით, მათ ირანზე თავდასხმისას მიზანს მიაღწიეს

ისრაელი აცხადებს, რომ მან დაასრულა ირანზე მიტანილი სერიოზული იერიში. ეს წელიწადზე მეტი ხნის ბრძოლის შემდეგ მოხდა, რომელიც დაიწყო ირანის მიერ მხარდაჭრილი ჯგუფის, “ჰამასის” ისრაელზე თავდასხმით, რომელსაც ისრაელმა ღაზის სექტორში “ჰამასზე” მასშტაბური იერიშით უპასუხა. საბოლოო ჯამში, ომი რამდენიმე ფრონტის მქონე კონფლიქტში გადაიზარდა, რომელშიც უშუალოდ მონაწილეობდა რეგიონში თეირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედრო დაჯგუფებები, მათ შორის ლიბანში მყოფი “ჰეზბოლა”. […]
ვიქტორ ორბანი – ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას – ქართველმა ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის

ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას. საქართველოს ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის, და თავიანთი ხმა დღეს გააჟღერეს!” , – წერს […]