გილოცავთ და ყველაფერს გავაკეთებთ როგორც დაგპირდით – ბიძინა ივანიშვილი

გუნდი, ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილი არიან, მე ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. დავიწყებთ პრემიერ-მინისტრით, სანთლით საძებნი კაცია; თუ გინდათ სანდოობა, განათლება, კულტურა – ყველაფერი აქვს. გუნდში უამრავი წარმატებული წევრი გვყავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. ივანიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდში […]

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლის შედეგები – Edison Research, Harris X-ი, “გორბი”

Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, 5%-იან საარჩევნო ბარიერს 5 პოლიტიკური სუბიექტი ლახავს. ტელეკომპანია “ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის მიხედვით, პარლამენტის არჩევნებში, რომელიც სრულად პრიპორციული წესით ჩატარდა, შედეგები ასე ნაწილდება: · ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო – 40.9% · ერთიანობა: ენმ, სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო – 16.7% · კოალიცია ცვლილებისთვის: გვარამია, მელია, გირჩი, დროა – 16.7% · […]

ივანიშვილმა მხარდამჭერებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლზე დაყრდნობით თავის მხარდამჭერებს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა. „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეგზიტპოლზე დაყრდნობით თავის მხარდამჭერებს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა და მადლობა გადაუხადა. ივანიშვილის თქმით, “იშვიათია ასეთი შემთხვევა მთელს მსოფლიოში, რომ ერთი და იგივე პარტია ასეთ რთულ სიტუაციაში აღწევდეს ასეთ […]

ორბანი „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს

ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ მინისტრი, ტელეკომპანია „იმედის“ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ, „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ის პლატფორმა X-ზე პოსტს აქვეყნებს. „ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ უდიდესი უპირატესობით მოპოვებულ გამარჯვებას საპარლამენტო არჩევნებში. საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!“ „იმედის“ ეგზიტპოლის მიხედვით, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ […]

გიორგი გახარია – ველოდები ბევრად უკეთეს შედეგებს მას შემდეგ, რაც რეალური დათვლა დაიწყება – ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ხმები დავიცვათ და არ ვიცხოვროთ ვირტუალურ რეალობაში

ველოდები ბევრად უკეთეს შედეგებს მას შემდეგ, რაც რეალური დათვლა დაიწყება – ვფიქრობ, ცენტრალური საარჩევნო კომისია იქნება უდიდესი წნეხის ქვეშ პარტიის [„ქართული ოცნების“] მხრიდან, მაგრამ მათი ვალია ქვეყნის წინაშე, რომ ამ წნეხს გაუძლონ. მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან წნეხი ბევრად უფრო მძიმე იქნება,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ […]

თინა ბოკუჩავა – უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომელთაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე მოლაპარაკებებს დავიწყებთ

დღეს არის ძალიან დიდი გამარჯვების დღე, მიუხედავად ძალადობისა გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა საქართველომ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ბოკუჩავას თქმით, დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა და “ქართული ოცნება” დამარცხდა. “დღეს არის ძალიან დიდი გამარჯვების დღე. დღეს არის […]

გიორგი ვაშაძე – ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ, რომ ყველა ხმა იყოს დაცული, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ – უპირატესობა იმდენად დიდია, ვერაფერს შეძლებს „ქართული ოცნება“ და ისინი დამარცხებული არიან

გილოცავთ ყველას გამარჯვებას, ეს გამარჯვება არის ჩვენი, ეს გამარჯვება არის თქვენი, სრულიად საქართველოსი, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ განაცხადა. გიორგი ვაშაძის განცხადებით, უპირატესობა იმდენად დიდია, რომ „ქართული ოცნება“ ვერაფერს ვეღარ შეძლებს და ისინი დამარცხებულები არიან. „ეს გამარჯვება არის იმ დიდი ისტორიის ნაწილი, რომელიც ჩვენს სამშობლოს […]

ლევან ცუცქირიძე – დამარცხდა ერთპარტიული ავტოკრატია და საქართველოში გაიმარჯვა მრავალპარტიულმა დემოკრატიამ

დამარცხდა ერთპარტიული ავტოკრატია და საქართველოში გაიმარჯვა მრავალპარტიულმა დემოკრატიამ – ეს იყო ბოლო არჩევნები, სადაც ჩვენ ვნახეთ თავდასხმები, ადამიანების დაშინება, ადამიანების მოსყიდვა. ამიერიდან, საქართველოში ყოველი შემდგომი არჩევნები იქნება თავისუფალი , – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა. ცუცქირიძემ ამომრჩეველს „ამ ბრძოლაში ყოფნისთვის“ მადლობა გადაუხადა. „დამარცხდა ერთპარტიული […]

ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას – ქართველმა ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის – ორბანი

ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას – ქართველმა ხალხმა იცის, რა არის საუკეთესო მათი ქვეყნისთვის – ორბანი ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული ოცნების” პარტიას დღეს საპარლამენტო არჩევნებში დიდი სხვაობით გამარჯვებას, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და “ქართული […]

ალეკო ელისაშვილი – მივმართავ „ქართულ ოცნებას“: შეეგუეთ მარცხს, ამას მეტი კაცობა სჭირდება, გეყოთ, რაც აჯანჯღარეთ ჩვენი ქვეყანა – ხელისუფლება წყნარად გადმოგვაბარეთ!

თავისუფლებამ და ღირსებამ გაიმარჯვა საქართველოში და ყველას გილოცავთ! – მივმართავ „ქართულ ოცნებას“ – შეეგუეთ მარცხს, ამას მეტი კაცობა სჭირდება – გეყოთ, რაც აჯანჯღარეთ ჩვენი ქვეყანა,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილმა „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლების ოპოზიციისთვის მშვიდობიანად გადმობარებისკენ მოუწოდა. „თავისუფლებამ და ღირსებამ გაიმარჯვა საქართველოში და ყველას გილოცავთ! ყველას, ვინც არ გატყდით, […]