აზერბაიჯანის და საფრანგეთის დაპირისპირებამ დუღილის ტემპერატურას მიაღწია

„ჩვენი მტერი“: აზერბაიჯანის და საფრანგეთის დაპირისპირებამ დუღილის ტემპერატურას მიაღწია მწვავე განცხადებები, ფართომასშტაბიანი არეულობები და კითხვები დისიდენტის მკვლელობასთან დაკავშირებით: აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური დაპირისპირება სრულმასშტაბიან კრიზისში გადაიზარდა. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები მკვეთრ დაღმასვლას გასული წლიდან განიცდის. შარშან პარიზმა დაგმო აზერბაიჯანის სამხედრო შეტევა სომეხი სეპარატისტების წინააღმდეგ ყარაბაღის რეგიონში, რომელიც, საბოლოო ჯამში, აზერბაიჯანის შემადგენობაში შევიდა. ოფიციალური პარიზის […]

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და რა თქმა უნდა ამ დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს და რა თქმა უნდა ამ დიდი გამარჯვების მთავარ შემოქმედს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ. „მინდა შევუერთდე საზეიმო წუთებს და მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. მადლობა მთელ ჩვენს გუნდს, „ქართულ ოცნებას“ და ჩვენს ერთგულ მხარდამჭერებს“, […]

აქტივობა 20:00 საათისთვის – 58.95%, 2020 – 56.11%, 2016 – 51.63%, 2012 – 60.8%

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დღეს, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე, 20:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ 58.95% შეადგინა. “ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით შეადგინა – 2 060 412, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია, ეს არ არის საბოლოო შედეგი, ვინაიდან, ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება”, – თქვეს ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე.

“ევროპული საქართველო, არჩევნების გაყალბების მცდელობის მიუხედავად, 52%-ით იმარჯვებს” – ზურაბიშვილი

ტელეკომპანია “ფორმულას“ დაკვეთით შესრულებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით 5%-იან საარჩევნო ბარიერს 5 პოლიტიკური სუბიექტი ლახავს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი შემდეგ კომენტარს აკეთებს: “ევროპული საქართველო, არჩევნების გაყალბების მცდელობის მიუხედავად და დიასპორის ხმების გარეშე, 52%-ით იმარჯვებს… საქართველომ აჩვენა დემოკრატია, ევროპულობა და სიმწიფე.. ვამაყობ და დარწმუნებული ვარ ჩვენს ევროპულ მომავალში.” შეგახსენებთ ეგზიტპოლის შედეგებს: (#41) “ქართული ოცნება“ – […]

მამუკა ხაზარაძე – ძალიან ბევრ უბანზე იყო დარბევის და ძალადობის მცდელობა, მაგრამ იცოდნენ წაგებულ პოზიციაში იყვნენ და ეს ბოლო კუდის მოქნევებს ჰგავდა, ყველგან მშვიდი პასუხი მიიღეს

„ქართულმა ოცნებამ“ იცოდა, რომ წაგებულ პოზიციაში იყო და ეს რაღაც, ბოლო კუდის მოქნევებს ჰგავდა, რაზეც, სხვათა შორის, ყველგან მშვიდი პასუხი მიიღეს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ „ინტერპრესნიუსს“ დღევანდელი საარჩევნო გარემოს შეფასებისას განუცხადა. როგორც ხაზარაძემ განმარტა, საქართველოში „ის მენტალობა დამთავრდა, რომელიც მას ამუხრუჭებდა“. „ძალიან ბევრ უბანზე მცდელობა იყო დარბევის და ძალადობის, […]

ზურიკოს დუბლი – რამდენი უნდა გაიტანოს ქართველმა, რომ მისმა გუნდმა არ წააგოს? [VIDEO]

ლიგა 1-ის მეცხრე ტურში „სენტ-ეტიენი“ გასვლაზე „ანჟესთან“ 2:4 დამარცხდა. მასპინძლები დებიუტში აბდელიმ დააწინაურა. შემდეგ სტუმრებმა პენალტი მოიპოვეს, დავითაშვილმა ვერ გაიტანა, მაგრამ მეკარე ფოფანამ დარტყმამდე დატოვა ხაზი, მსაჯმა ხელახლა შეასრულებინა თერთმეტმეტრიანი და ზურიკომ ანგარიში გაათანაბრა, მაგრამ ახოლუმ „ანჟე“ ისევ წინ გაიყვანა და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა. 57-ე წუთზე ქართველმა დუბლი შეასრულა, თუმცა დარჩენილ დროში მასპინძლებმა კიდევ […]

ეს არჩევნები განსაზღვრავს, ჩვენ ვართ დასავლეთის ფორპოსტი აღმოსავლეთში თუ აღმოსავლეთის ფორპოსტი დასავლეთში – გიორგი გოცირიძე

ეს არჩევნები განსაზღვრავს იმას, ჩვენ ვართ დასავლეთის ფორპოსტი აღმოსავლეთში, თუ აღმოსავლეთის ფორპოსტი დასავლეთში, – ამის შესახებ “გეოგრაფიკის” მმართველმა პარტნიორმა, გიორგი გოცირიძემ BMGTV-ის საარჩევნო ეთერში განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ საქართველო იქნება დასავლეთის ფორპოსტი აღმოსავლეთში. „მე არ მჯერა, რომ ჩვენ განვითარების ამ ეტაპზე შევძლებთ ჩვენი თამაშების წესებით ვითამაშოთ და გარშემო კავკასიაში მთელი ტვირთი ჩვენს თავზე ავიღოთ, […]

ემიგრანტი ამომრჩევლები ჯერ ისევ გრძელ რიგებში დგანან

საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე დილიდან რიგებია. ხმის მისაცემად, ემიგრანტებს საათობით უწევთ რიგში დგომა. ვიდეომასალები ადასტურებს, რომ ამომრჩევლები გრძელ რიგში იდგნენ ნიუ-იორკში, ბერლინში, ფრანკფურტში, პარიზსა თუ ლონდონში მოქმედ საარჩევნო უბნებთან. დიდ ბრიტანეთში მყოფი სტუდენტის, ანა ქობულიას თქმით, ლონდონში მდებარე მე-18 საარჩევნო უბანზე ამ წუთამდე ასობით ამომრჩეველი დგას. “უბანზე სულ სამი რეგისტრატორი მუშაობს და ეს რესურსი არასაკმარისია […]

ყველა მხარე თავს გამარჯვებულად აცხადებს, საქართველოში საარჩევნო უბნები დაიხურა

როგორც საქართველოს მმართველი პარტია, ისე ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მათ მოიპოვეს. საქართველოში 20:00 საათზე საარჩევნო უბნები უკვე დაიხურა. ის ამომრჩევლები, რომლებიც კენჭისყრაში მონაწილეობისთვის უბნებზე მათ დახურვამდე მივიდნენ და რიგში დგანან, ხმის მიცემას ჯერ კიდევ შეძლებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების პირველად შედეგებს, სავარაუდოდ, 22:00 საათისთვის გამოაცხადებს. უცხოეთში ფართოდ გავრცელებული აზრით, […]

ორბანი „ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს – წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს – ჯერ კიდევ იქამდე, ვიდრე ცესკო არჩევნების პირვანდელ ან წინასწარ შედეგებს გამოაცხადებდა. გამარჯვება, პროსახელისუფლებო „იმედის“ ეგზიტპოლის შედეგებზე დაყრდნობით, ხელისუფლებამაც იზეიმა. „ვულოცავ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ქართულ ოცნებას საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. ქართველმა ხალხმა იცის, რაა უკეთესი მათი ქვეყნისთვის და დღეს მათ თავიანთი ხმა დააფიქსირეს“, – წერს ორბანი, […]