ცესკოს წინასწარი მონაცემები ცნობილია, დათვლილია უბნების 68%-ზე მეტი – “ქართულ ოცნებას” ხმების 52, 943% აქვს

ცესკოს წინასწარი შედეგები ცნობილია. ამ დროისთვის გამოქვეუნებული მონაცემების მიხედვით 3, 111 უბნიდან დათვლილია 2, 137 უბნის მონაცემები, რაც საარჩევნო უბნების 68, 692%-ია. წინასწარი შედეგების მონაცემები პარტიებისა და კოალიციების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: “ქართული ოცნება”- 52, 943% “კოალიცია ცვლილებებისთვის – გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძე” – 11, 197 “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა”- 9, 797% “ლელო – ძლიერი საქართველო” […]

ვაშინგტონში საქართველოს საპარლამენტო არჩევნები გრძელდება

ამერიკის დედაქალაქში, საქართველოს საელჩოში გრძელდება ხმის მიცემა მე-5 საარჩევნო უბანზე, სადაც მოქალაქეები ბევრი შტატიდან ჩამოვიდნენ. მათ საკმაოდ დიდი დრო და მნიშვნელოვანი ფინანსური სახსრები გაიღეს, რათა საქართველოს არჩევნებზე ხმის მიცემა შეძლებოდათ. Facebook Forum

ვიდეო: “მადლობა ყველას ნდობისთვის” – ლაშა ტალახაძე გამარჯვებას აღნიშნავს

ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე, რომელიც “ქართული ოცნების” პარტიაში გაწევრიანდა ხალხს მადლობას უხდის ნდობისთვის. ის სოციალურ ქსელში “ინსტაგრამზე” აქვეყნებს პოსტს:

,,წელს გოგა ხაინდრავას როლს თამაშობს ვიქტორ ორბანი” – ბექა კობახიძე

პროფესორი ბექა კობახიძე ვიქტორ ორბანის მიერ ,,ქართული ოცნებისთვის”გამარჯვების წინასწარ მოლოცვას ასე ეხმურება: ,,წელს გოგა ხაინდრავას როლს თამაშობს ვიქტორ ორბანი” შეგახსენებთ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას, სწორედ ეგზიტპოლის შემდეგ, გოგა ხაინდრავა სალომე ზურაბიშვილთან ყვავილების თაიგულით მივიდა, თუმცა, მაშინ მეორე ტური დაინიშნა და ხაინდრავამ მილოცვაში იჩქარა. მეორე ტურის შემდეგ გოგა ხაინდრავამ ისევ ვეებერთელა თაიგული მიართვა ზურაბიშვილს

ვიქტორ ორბანი „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას უკვე ულოცავს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ცესკოს ოფიციალური შედეგების გამოცხადებას არ დალოდებია და „ქართულ ოცნებას“ გამარჯვებას ულოცავს: „ვულოცავ პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას. ქართულმა საზოგადოება იცის რა აირს უკეთესი მისი ქვეყნისთვის და დღეს, მათი პოზიცია მკაფიოდ დაფიქსირდა”, – წერს ვიქტორ ორბანი.

2 201 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, ბარიერგადალახულ ოთხ ოპოზიციურ სუბიექტს შორის „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერობს

2 201 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის ყველაზე მაღალი შედეგი აქვს „კოალიცია ცვლილებისთვის“ 11.208 %-ით, მას მოსდევს „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების 9.836 % აქვს. რაც შეეხება „ძლიერ საქართველოს“, წინასწარი შედეგების მიხედვით მას ამომრჩეველთა 9.033 %-მა დაუჭირა მხარი, შემდეგ ადგილზე კი „გახარია- საქართველოსთვისაა“ – 8.233 %-ით. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 […]

2 201 უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი 5-მა პარტიამ გადალახა, საიდანაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.97% მიიღო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დათვლილი, 2 201 საარჩევნო უბნის წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.97% მიიღო, მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის” 11.208 %-ით, მესამე ადგილზე „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ხმების 9,836 % აქვს. რაც შეეხება „ძლიერ საქართველოს“ , წინასწარი შედეგების მიხედვით მას ამომრჩეველთა 9,033 %-მა დაუჭირა მხარი, შემდეგ ადგილზე კი „გახარია- საქართველოსთვისაა“ 8.233 […]

ცესკოს მიერ ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ, საქართველოს მასშტაბით, 2 060 412 შეადგინა

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ, საქართველოს მასშტაბით, 2 060 412 შეადგინა, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ნათია იოსელიანის განცხადებით, ეს არ არის საბოლოო შედეგი, რადგან 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება. „ამომრჩეველთა აქტივობამ ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით შეადგინა 2 060412. რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94%-ია.ეს არ […]

ადამ კინზინგერი – რუსეთის მარიონეტმა უნგრეთში ნათელი გახადა ვის მხარესაა „ქართული ოცნება“

რუსეთის მარიონეტმა უნგრეთში ნათელი გახადა ვის მხარესაა “ქართული ოცნება”, – ასე ეხმაურება ამერიკელი ყოფილი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მიერ “ქართული ოცნებისთვის” გამარჯვების მილოცვას. “იმ ყველაფრიდან, რაც სიმართლე არაა, ეს ყველაზე მეტად არაა სიმართლე. რუსეთის მარიონეტმა უნგრეთში ნათელი გახადა ვის მხარესაა “ქართული ოცნება”, – წერს კინზინგერი.

არჩევნებში მონაწილეობა 2 060 400-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო

საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა დასრულდა. ცესკო-ს ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა საერთო აქტივობა იყო 58,94%. არჩევნებში მონაწილეობა სულ 2 060 412 ადამიანმა მიიღო. ცესკო-ში განმარტავენ, რომ ეს არ არის საბოლოო რიცხვი. მასშია ასახული არ არის საზღვარგარეთ არსებული უბნებისა და საქართველოს 5 უბნის მონაცემები. “ამ დროისთვის, საოლქო საარჩევნო კომისიებში შემოსულია 337 საჩივარი. ძირითადად საჩივრები დაწერილია შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: […]