ნიკა მელია: “ხალხმა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“ დაამარცხა, არამედ – ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობაც”

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ კომპანია Harris X-ის ეგზიტპოლის შედეგების კომენტირებისას განაცხადა, რომ ხალხმა დაამარცხა არა მხოლოდ „ქართული ოცნება“, არამედ ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობაც. „რა არ იკადრეს, რა არ გააკეთეს, რა ხერხებს არ მიმართეს, მაგრამ არ გამოუვიდათ. ქართველმა ხალხმა იყოჩაღა. პრაქტიკულად, 2012 წლის აქტივობა დაფიქსირდა. 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი საარჩევნო უბნებზე მივიდა“, – განაცხადა […]
გიორგი კალანდარიშვილი – თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა – სხვადასხვა გამოკვეთილ საკითხებთან დაკავშირებით გვქონდა მყისიერი რეაგირება, რასაც საარჩევნო პროცესზე და მითუმეტეს შედეგებთან მიმართებაში გავლენა არ ჰქონია

დღეს პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა. კალანდარიშვილის თქმით, არჩევნებმა მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩაიარა. “დღეს პირველად გამოვიყენეთ ასეთი ფართო მასშტაბით საარჩევნო ელექტრონული აპარატები და დღის ბოლოს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. არჩევნების […]
მამუკა მდინარაძე – „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა მყარი უმრავლესობა – მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ ამომრჩეველს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგები, რომლის მიხედვითაც „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 52.943% მიიღო, ბრიფინგზე შეაჯამა და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა კვლავ მყარი უმრავლესობა მოიპოვა. მან მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” ამომრჩევლებს, ვინც მომავალზე პასუხისმგებლობა აიღო და მხარი დაუჭირა ქვეყნის ევროპულ, ტრადიციულ და ქრისტიანულ მომავალს. “როგორც უკვე იცით და ცესკოს […]
გიორგი ხახუბია – ქართველმა ხალხმა აირჩია ღირსება, კეთილდღეობა, მშვიდობა

ქართველმა ხალხმა აირჩია ღირსება, კეთილდღეობა, მშვიდობა და ის ერთადერთი უალტერნატივო გზა, რასაც ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია , – ეს განცხადება ჟურნალისტებთან ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატმა პარლამენტში გიორგი ხახუბიამ გააკეთა. მან მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, შემდეგი 4 წელიწადში ყველა დაგეგმილი პროექტი განხორციელდება. ,ჩემს ფოთელებს, ხობელებს და სენაკელებს მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო გამოხატული […]
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი – ურთულესი არჩევნები იყო, მაგრამ მოლოდინი იყო გამარჯვების და ასეც განვითარდა მოვლენები – ჩვენ ვიცით, საით მივდივართ – მშვიდობით, ღირსებით ევროპისკენ

,ქართული ოცნება” გორში გამარჯვებას ზეიმობს. გორის ყოფილი მერის და ,,ქართული ოცნების” საარჩევნო სიის 49-ე ნომრის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან გარკვეულ უბნებზე პროვოკაციულ ქმედებებს ჰქონდა ადგილი, თუმცა, ,,ქართული ოცნება” დამაჯერებელი უპირატესობით ლიდერობს. ,,მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ ოპოზიციური პარტიების წევრები და მათი მხარდამჭერები სხვადასხვა პროვოკაციის საარჩევნო უბნებზე, მაგრამ მათ ამის საშუალება არ მიეცათ, იმიტომ, რომ არჩევნების […]
ზაურ დარგალი – დღეს ჩვენ ისტორიული არჩევანი გავაკეთეთ, ჩვენ ღირსეულად შევალთ და გავხდებით ევროპის ნაწილი

მარნეულში “ქართული ოცნების” დელეგატის, ზაურ დარგალის განცხადებით, ამ მომენტისთვის დათვლი ხმების რაოდენობით, “ქართული ოცნება” დიდი უპირატესობით იგებს. დარგალის თქმით, ეს ისტორიული არჩევნები მარნეულისთვისაც ისტორიული აღმოჩნდა შედეგების მიხედვით. “გილოცავთ ყველას ამ დიდ გამარჯვებას. ისევე, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, მარნეულშიც, ყველა უბანზე დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. მადლობა მინდა თითოეულ ამომრჩეველს გადავუხადო, დღეს ჩვენ ისტორიული არჩევანი გავაკეთეთ, ჩვენ […]
ცესკო – ამ დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შემოსულია 337 საჩივარი

ამომრჩეველთა აქტივობამ საქართველოს მასშტაბით შეადგინა 2 060 412, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 58.94% პროცენტს შეადგენს, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ეს არ არის საბოლოო მონაცემი, ვინაიდან ამ დროისთვის მაღალმთიანი რეგიონების 5 უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა ინფორმაციის მიღება. „კენჭისყრის პროცესი დასრულდა. არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდ და უსაფრთხო გარემოში […]
გიორგი გახარია: „ცესკო ახლა იქნება მმართველი პარტიის უდიდესი წნეხის ქვეშ“

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, ცესკოს ვალია ქვეყნის წინაშე, რომ გაუძლოს მმართველი პარტიის წნეხს. „ცესკოს წევრებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ საქართველოს მოქალაქეების მხრიდან წნეხი ბევრად უფრო მძიმე იქნება”, – განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა ეგზიტპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ. მისი თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ პარტიებმა ხმები დაიცვან: „ველოდები ბევრად უკეთეს შედეგებს მას შემდეგ, რაც რეალური დათვლა დაიწყება. […]
20:00 საათის მონაცემებით, აქტივობამ 58,94% შეადგინა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის სპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე წარადგინა საპარლამენტო არჩევნებზე 20:00 საათის აქტივობის შესახებ მონაცემები. ცესკოს ცნობით, ამომრჩევლის აქტივობამ 58,94% შეადგინა. ცესკოს განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2 060 412-მა ამომრჩეველმა. ცესკოს ინფორმაციით, მაღალმთიანი რეგიონების ხუთი უბნიდან ჯერ ვერ მოხერხდა მონაცემების მიღება და ამიტომ ეს არ აქტივობის საბოლოო შედეგები. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში აქტივობა 56,11% იყო, […]
თინა ბოკუჩავა: “ოპოზიცია დაიწყებს მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე”

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა და ძალადობისა, მაინც გაიმარჯვა ევროპამ. „დღეს გაიმარჯვა არა რომელიმე ერთმა პარტიამ, არამედ გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა „ქართული ოცნება“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის თქმითაც, ეგზიტპოლებმა აჩვენა, რომ ივანიშვილის დრო დასრულდა. „ქართველმა ხალხმა გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე. ჩვენ ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ, ვეპყრობით […]