ცესკოს წინასწარი შედეგებით, „ქართული ოცნების“ ხმები 53.065%-მდე გაიზარდა

დილის 8 საათისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 2255 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს. წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს. ოპოზიციიდან ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მოიპოვა „კოალიციამ ცვლილებისთვის“. პარტიების მონაცემები ასეთია: · „ქართული ოცნება“ – 55,065%; · „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 11,177%; · „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 9,852%; · „ძლიერი საქართველო“ […]
5 რამ, რაც ისრაელის მიერ ირანზე მიტანილ იერიშზე უნდა ვიცოდეთ

26 ოქტომბერს, გამთენიისას, ისრაელმა ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე სარაკეტო იერიში მიიტანა. ეს იყო პასუხი ირანის მხრიდან ისრაელზე ჯერ აპრილში, შემდეგ კი ოქტომბრის დასაწყისში განხორციელებულ მასშტაბურ საჰაერო თავდასხმაზე. ბოლო შეტევისას, ირანმა ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების დიდი რაოდენობა გაუშვა. ისრაელს ირანში ბევრი სამიზნე ჰქონდა ისრაელმა იერიში ირანის სხვადასხვა რაიონში ბევრ ადგილას მიიტანა. აფეთქებები ისმოდა დედაქალაქ თეირანში და ქვეყნის […]
ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას

საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას, – ამის შესახებ ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი პლატფორმა X-ის პირად გვერდზე წერს. “საქართველოს არჩევნების აშკარა გაყალბება შეუძლებელს ხდის მისი ლეგიტიმურობის აღიარებას. არჩევნების გაყალბებით ქვეყანას არ შეუძლია ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ შეუძლია უკან, რუსეთთან ჩახუტებაში აღმოჩენა”, – წერს მიჰკელსონი. ცნობისთვის, ცესკოს პირველადი წინასწარი შედეგების […]
ნიუ-იორკში 8 საათია: ერთ-ერთ უბანზე გარეთ დარჩენილი ამომრჩევლების აღწერა დაიწყეს

ნიუ-იორკში, სადაც არჩევნებში ხმის მისაცემად მრავალი ემიგრანტი მივიდა, 8 საათი დადგა, რაც ნიშნავს, რომ საარჩევნო უბანი კენჭისყრისთვის უნდა დაიხუროს. თუმცა, ხანგრძლივი, რამდენიმესაათიანი რიგების გამო, მრავალი ადამიანი კვლავაც უბნის გარეთ, რიგში იდგა. როგორც „ნეტგაზეთს“ ადგილიდან უყვებიან, მერვე საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე და წევრები გარეთ მყოფი მოქალაქეების აღწერას შეუდგნენ, რათა მათ უბნის დახურვის შემდეგაც ხმის მიცემა შეძლონ. […]
მიუნხენის საარჩევნო უბანზე „ოცნებამ“ 1056-დან 47 ხმა, ანუ 4,45% მიიღო

გერმანიის ქალაქ მიუნხენში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმისმიცემა დასრულდა და შემაჯამებელი ოქმიც შედგა. ოქმის თანახმად, უბანზე 1056 ამომრჩეველი გამოცხადდა. მმართველმა პარტიამ მათგან მხოლოდ 47-ის ხმა მიიღო, ანუ საერთო რაოდენობის 4,45%. ჯამში, შედეგები ასეთია: · „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – 477 · „ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 122 · „ძლიერი საქართველოსთვის“ – 189 · „გახარია – საქართველოსთვის“ – 110 […]
სრული ფიასკო – “რეალი” სახლში “ბარსელონასთან” განადგურდა [VIDEO]

ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „ბარსელონამ“ სტუმრად „რეალი“ 4:0 დაამარცხა და “ბაიერნის” შემდეგ “სამეფო გუნდიც” გაანადგურა. დუბლი ლევანდოვსკიმ შეასრულა, რომელიც 14 გოლით პრიმერას ბომბარდირია. მან “სამეფო გუნდს” 16 მატჩში 10 გოლი გაუტანა. „ბლანკოსის“ კარი აგრეთვე იამალმა და რაფინიამ დალაშქრეს. „ბარსელონა“ 30 ქულით ლიდერია, „რეალი“ კი 24 ქულით მეორე ადგილზეა. „რეალი“ 3 ნოემბერს გასვლაზე „ვალენსიას“ დაუპირისპირდება, ხოლო […]
“თუ გაყალბების სერიოზული მტკიცებულებები არ არის, მაშინ ოპოზიციამ უნდა მიიღოს ეს შედეგები” – დავით ზურაბიშილი

ქართველი ეკონომისტი, მწერალი და პოლიტიკოსი დავით ზურაბიშვილი არჩევნებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს: “თუ გაყალბების სერიოზული მტკიცებულებები არ არის და ასე თუ ისე არჩევნები ცნობილ იქნა ლეგიტიმურად საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ, მაშინ ოპოზიციამ უნდა მიიღოს ეს შედეგები” – განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
ვიდეო: ჟურნალისტმა ხატია სიჭინავამ ირაკლი კობახიძეს ეგზიტპოლის შედეგები მიულოცა

“ქართული ოცნების” ლიდერები და მხარდამჭერები “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან იმყოფებოდნენ, სადაც მოწყობილი იყო სცენა, საიდანაც პირველი პირები ამომრჩევლებს სიტყვით მიმართავდნენ. ტელეკომპანია “იმედის” მონაცემებით ჩატარებული ეგზიტპოლების თანახმად, მმართველმა პარტიამ, “ქართულმა ოცნებამ” 18:30 საათის მონაცემებით ხმათა 56.1% მიიღო. ჟურნალისტმა ხატია სიჭინავამ ირაკლი კობახიძეს ეგზიტპოლის შედეგები მიულოცა. იხილეთ კადრები:
ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემით, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმების 53%-ით გაიმარჯვა. ხუთპროცენტიანი ბარიერი ოთხმა ოპოზიციურმა კოალიციამ და პარტიამ გადალახა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგებს არ ცნობს.
“სისტემურ დარღვევებს პირდაპირი გავლენა აქვს არჩევნებზე” – პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოზიცია

პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებს პირდაპირი გავლენა ჰქონდა შედეგებზე. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან შეაჯამა კენჭისყრის დღე და ჩამოთვალა კონკრეტული დარღვევები. მეზვრიშვილის განცხადებით, მათ უკვე მიმართეს საგამოძიებო ორგანოს დარღვევებზე რეაგირებისთვის. · “მინდა ძირითადი სისტემური დარღვევები შევაჯამო, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს არჩევნებზე. ამის გამო შედეგები ბუნებრივად იწვევს […]