ფაქტია, ივანიშვილმა ქართველი ხალხის ნებაზე იძალადა – გახარია

“გახარია საქართველოსთვის” ლიდერის, გიორგი გახარიას შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებზე სისტემური ხასიათი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებას, მოსყიდვას, პირადობის მოწმობებით მანიპულირებას, საჯარო მოხელეებზე და სოციალურად დაუცველებზე ზეწოლასა და დაშინებას. “ფაქტია, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, ეს არაა მხოლოდ აღქმები, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა. და ის არჩევნები ის შედეგები, რომლებიც გამოქვეყნდა, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს არ მომხდარა […]

პრემიერმა ემიგრანტი ელექტორატის დაბალი მხარდაჭერის მიზეზი ახსნა

ცესკოს წინასწარი დათვლით, მმართველი პარტია “ქართული ოცნება” საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე აგებს. რამდენიმე უბანი ჯერ კიდევ დასათვლელია, თუმცა ამ საზღვარგარეთ გახსნილი 52 უბნის შედეგებით, მმართველმა პარტიამ ემიგრანტების ხმების მხოლოდ 17.7% მიიღო. მმართველი პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერციაზე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს, ჟურნალისტებმა ჰკითხეს როგორ ხსნის მმართველი ძალა იმ ფაქტს, რომ ემიგრანტებმა ოპოზიციას დაუჭირეს მხარი. პრემიერმა განმარტა, რომ ემიგრანტები, […]

ნიკოლ ფაშინიანი გამარჯვებას ულოცავს ირაკლი კობახიძეს და “ქართულ ოცნებას”

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა “ქართულ ოცნებას” და ირაკლი კობახიძეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. “ვულოცავ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და პარტია „ქართულ ოცნებას“ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას. მჯერა, რომ სომხეთი-საქართველო სტრატეგიული ურთიერთობები გააგრძელებს მდგრად განვითარებას – და მოძმე ხალხების საკეთილდღეოდ”, – ნიკოლ ფაშინიანმა ეს X-ზე ქართულად დაწერა. 27 ოქტომბრის დილისთვის ცენტრალური საარჩევნო კომისიას გამოქვეყნებული აქვს 3 111 […]

ISFED კენჭისყრის დღის შეფასებას აქვეყნებს

არჩევნების დღეს საარჩევნო უბნების 9% ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას არ იცავდა, საარჩევნო უბნების 9%-ზე გამოვლინდა მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები, ამასთან, იყო დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის, რამდენიმე საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტებიც,- ასე აფასებს ISFED-ი საქართველოში გუშინ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, პრობლემური იყო ასევე, საარჩევნო უბნების […]

ირაკლი კობახიძე – ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის და საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი – აირჩია მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და აირჩია ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი

ტრადიციულად გვინდა კიდევ ერთხელ შევაჯამოთ არჩევნების შედეგები. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს იყო გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი ქვეყნისთვის, სადაც წყდებოდა ჩვენს ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნების ბედი და საბოლოო ჯამში ქართველმა ხალხმა გააკეთა ერთადერთი უალტერნატივო არჩევანი- აირჩია მშვიდობა და აირჩია ქვეყნის განვითარება, აირჩია ქვეყნის ნათელი, ევროპული მომავალი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა […]

გახარია: ივანიშვილმა მოქალაქეების ნებაზე იძალადა, შედეგები არ ასახავს ხალხის ნებას

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ცესკოს მიერ გამოქვეყნებული შედეგები მოქალაქეების ნებას არ გამოხატავს. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. “ფაქტია, დადასტურებულად შეიძლება ითქვას, ეს არაა მხოლოდ აღქმები, რომ ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეების ნებაზე იძალადა. და ის არჩევნები ის შედეგები, რომლებიც გამოქვეყნდა, არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. ეს არ მომხდარა სამწუხაროდ, გუშინ და […]

4 წელიწადში ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე გაიზრდება, ბიუჯეტი 40 მილიარდს გადააჭარბებს – მთავრობის ეკონომიკური გეგმა

“4 წელიწადში აუცილებლად გაიზრდება ჩვენი ეკონომიკა 130 მილიარდ ლარამდე. 40 მილიარდს გადააჭარბებს 4 წლის თავზე ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე არჩევნების შედეგების შეჯამებისას განაცხადა. მისი თქმით, 3500 ლარს გადააჭარბებს საშუალო ხელფასი საქართველოში, 4%-ს ჩამოსცდება უმუშევრობა და სიღარიბე. პრემიერის მტკიცებით, დასრულდება ავტობანის პროექტები, ახალი აეროპორტი, […]

მათი გადასაწყვეტია, შემოვლენ თუ არა, პარლამენტი, ყველა შემთხვევაში, ლეგიტიმური იქნება – კობახიძე

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიის გადასაწყვეტია, შევლენ თუ არა ახალი მოწვევის პარლამენტში. თუმცა, მთავრობის მეთაურის შეფასებით, პარლამენტისთვის ეს დიდი დანაკლისი არ იქნება, რადგან მაინც და მაინც ღირებული არცერთი პარტია და არცერთი მათი წარმომადგენელი არ იქნება. „ჩვენთვის ეს მაინც და მაინც საინტერესო საკითხი არ არის. პარლამენტისთვის მაინც და მაინც ღირებული არცერთი პარტია და არცერთი […]

ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა – მამუკა ხაზარაძე

ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს რუსეთისთვის ამზადებენ, რაც არ გამოვა. „სრულიად გასაგებია, რა მოხდა. ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ, არ გამოვა ეს ამბავი! ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები… […]

ვახუშტი მენაბდე – ორგანიზების დროა! „ოცნებამ“ თქვა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას უკან აღარ წაიღებს – დღეიდან უკვე ავტორიტარიზმის სრულიად ახალ და გაცილებით მძიმე ფაზაში ვიცხოვრებთ

ორგანიზების დროა! „ოცნებამ“ თქვა, რომ არჩევნებში გაიმარჯვა და ამას უკან აღარ წაიღებს – დღეიდან უკვე ავტორიტარიზმის სრულიად ახალ და გაცილებით მძიმე ფაზაში ვიცხოვრებთ, – ამის შესახებ კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე “ფეისბუქის“ გვერდზე წერს. მენაბდის შეფასებით, კარგა ხანია ძალაუფლება უზურპირებულია და არჩევნების შედეგებმა ეს უბრალოდ გააფორმა, მიუხედავად იმისა, 26 ოქტომბრის არჩევნებში რა მასშტაბის იყო დარღვევები. […]