„მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“, რომელიც 2024 წლის 26 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნებს აკვირდებოდა, არჩევნებზე გამოვლენილი დარღვევების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს. ორგანიზაციის ცნობით, 21 საარჩევნო ოლქიდან, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ არჩევნების დღეზე დაკვირვებას ახორციელებდა, განსაკუთრებული ელექტორალური მოწყვლადობით გამოირჩა მარნეულის საარჩევნო ოლქი, რომელშიც სხვადასხვა სიმძიმისა და ხასიათის საარჩევნო დარღვევები დაფიქსირდა. მათივე განმარტებით, მარნეულის საარჩევნო ოლქში გამოვლინდა უპრეცედენტო ზეწოლა „მრავალეროვანი […]

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე – ფოთში არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა, წინასწარი მონაცემებით პარტია „ქართული ოცნება“ ლიდერობს – ამ დროისთვის, ოლქში შემოსულია ექვსი საჩივარი

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას განცხადებით, ქალაქში არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა. მისივე ინფორმაციით, საკუთარი არჩევანი 22 126 ადამიანმა გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის 24, 57 % -ს შეადგენს. მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით ფოთში პარტია “ქართული ოცნება”ლიდერობს. როგორც სალომე როდონაიამ აღნიშნა, ოლქში შესულია ექვსი საჩივარი და მათი განხილვაც კანონით განსაზღვრულ ვადებში მოხდება. „ფოთში არჩევნები […]

ცოტნე ანანიძე – სოფლებში, სადაც ყველა-ყველას კარგად იცნობს, ვერც „კარუსელი“ და ვერც „ტრამვაი“ ვერ იქნებოდა

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთის დელეგატი ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. მისი თქმით, ხალხმა სწორი არჩევანი გააკეთა და დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. ანანიძის განცხადებით, სოფლებში, სადაც ყველა-ყველას კარგად იცნობს, ვერც „კარუსელი“ და ვერც „ტრამვაი“ ვერ იქნებოდა. „სოფლებში, სადაც ყველა-ყველას კარგად იცნობს, ვერც „კარუსელი“ და ვერც ,,ტრამვაი” ვერ იქნებოდა…მარტივად! ყველგან 60% -ზე […]

3500 ლარს გადააჭარბებს საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში – ირაკლი კობახიძე

ქართველ ხალხს განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის და მე მინდა მივულოცო ყველას, არა მხოლოდ იმ 1 120 000 ადამიანს, რომელმაც ხმა მისცა „ქართულ ოცნებას“, არამედ საქართველოს ყველა პატრიოტ მოქალაქეს გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ მშვიდობის ბედი გადაწყდა საქართველოსთვის ამ არჩევნებზე და მშვიდობით მოსარგებლე იქნება საქართველოს უკლებლივ ყველა მოქალაქე.- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე […]

არჩევნების შედეგების არცნობა ან არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, საიდანაც და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას და თუ ასეთი მოხდება, შესაბამისმა ორგანოებმა მეყსეულად უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები

არჩევნების შედეგების არცნობა ან არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, საიდანაც და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას და თუ ასეთი მოხდება, შესაბამისმა ორგანოებმა მეყსეულად უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები „პირველი არხის“ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველოში ჩატარდა არჩევნები, […]

სამართალდამცავებს განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფდნენ მშვიდ გარემოს და ზრუნავდნენ რისკების პრევენციაზე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცავ სტრუქტურებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო უზრუნველყვეს. მისი თქმით, გარდა რამდენიმე საარჩევნო უბნისა, არჩევნების დღემ თვისებრივად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. „მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს იმისათვის, რომ მათ უზრუნველყვეს უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო”. რაც შეეხება არჩევნების დღეს. არჩევნების დღემ ჩაიარა თვისებრივად […]

ISFED: ხმის დათვლის პროცესში მასშტაბური პრობლემები არ დაგვიფიქსირებია

არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი [ISFED] არჩევნები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს აჯამებს და როგორც უშუალოდ კენჭისყრის დღეს, ისე წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნინო დოლიძემ 27 ოქტომბერს დღის 12:00 საათზე გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მათ არ ნაკლებად აქვთ კითხვის ნიშნები შედეგების დათვლის პროცესთან, რომელმაც მნიშვნელოვანი დარღვევების და ხარვეზების გარეშე ჩაიარა, თუმცა თვლიან, რომ ამომრჩევლის […]

ირაკლი კობახიძე – სამართალდამცავებს განსაკუთრებული მადლობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფდნენ მშვიდ გარემოს და ზრუნავდნენ რისკების პრევენციაზე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცავ სტრუქტურებს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო უზრუნველყვეს. მისი თქმით, გარდა რამდენიმე საარჩევნო უბნისა, არჩევნების დღემ თვისებრივად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. „მინდა მადლობა გადავუხადო სამართალდამცავებს იმისათვის, რომ მათ უზრუნველყვეს უპრეცედენტოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო”. რაც შეეხება არჩევნების დღეს. არჩევნების დღემ ჩაიარა თვისებრივად […]

მამუკა ხაზარაძე – ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა, არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ – არ გამოვა ეს ამბავი! ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები!

ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, საქართველოს რუსეთისთვის ამზადებენ, რაც არ გამოვა. „სრულიად გასაგებია, რა მოხდა. ბიძინამ KGB-ს სპეცოპერაცია ჩაატარა. არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, ხალხის ხმა მიითვისეს და ქვეყანას რუსეთისთვის ამზადებენ, არ გამოვა ეს ამბავი! ამ სიყალბეს არ და ვერ დავეთანხმები… […]

დსთ-ს გენმდივნის თქმით, რუსეთთან თანამშრომლობა ქართველი ხალხის “ინტერესებშია”

დსთ-ს გენერალური მდივანი, სერგეი ლებედევი საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმაურება და ამბობს, რომ ქართველი ხალხი ხვდება “დამოუკიდებელი კურსის” შენარჩუნებისა და მეზობლებთან, მათ შორის რუსეთთან “თანამშრომლობის” მნიშვნელობას. “დასკვნა თავისთავად ლოგიკურია: ხალხი ხვდება მნიშვნელობას ქართველი ხალხისთვის შეინარჩუნონ დამოუკიდებელი კურსი, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს პასუხობს. და ის, რომ თანამშრომლობა მეზობლებთან სამხრეთ კავკასიაშიც, ჩრდილოელ მეზობლებთანაც, პირველ რიგში, რუსეთთან, პასუხს […]