ოუენ მერფი – ადგილი ჰქონდა დაშინებას, ზეწოლას, იძულებას, განსაკუთრებით საჯარო სექტორში დასაქმებულებსა და ეკონომიკურად მოწყვლად ადამიანებზე – ეს ზრდის ეჭვებს, რამდენად შეძლო ზოგმა ამომრჩეველმა, თავისუფლად მიეცა ხმა, შიშის გარეშე

სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ჯგუფმა გამართა გრძელვადიანი სადამკვირვებლო საქმიანობა გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები აღნიშნავდნენ, თუ რამდენად შექმნა სტიგმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონმა. ისინი ინდივიდუალურად დაექვემდებარნენ ზეწოლას საქმიანობის გამო. ეს ეწინააღმდეგება იმ ვალდებულებას, რაც ქვეყანას აღებული აქვს ეუთოს მიმართ. ეს შემაშფოთებელია! – ამის შესახებ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ოუენ მერფმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, […]
სერგეი ლაგოდინსკი – ანტიკონსტიტუციური შედეგის მქონე არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს

ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი შედეგები საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, რადგან არჩევნებში „გამარჯვებული“ არ ეთანხმება კონსტიტუციით გათვალისწინებულ ვალდებულებას ქვეყნის ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით. „ვერცერთი დამკვირვებელი ვერ შეძლებს გაყალბების დადასტურებას, მაგრამ საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი სახელმწიფოს ევროკავშირში ინტეგრაციისკენ წინსვლას ავალდებულებს. ამ ვალდებულებას აშკარად ეწინააღმდეგებოდა არჩევნების „გამარჯვებული“. ანტიკონსტიტუციური შედეგის მქონე არჩევნებს განმეორება სჭირდება!“ – […]
ცესკომ საარჩევნო უბნების დათვლა დაასრულა – წინასწარი შედეგებით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 53.93% მიიღო

ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით (1 118 796 ხმა) ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.936%-ს შეადგენს. შედეგების მიხედვით მეორე ადგილზეა „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა“, რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო. „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 10.161% (210 787 […]
ნატოს მისიის ხელმძღვანელი – დაშინება, ხმის ფარულობის დარღვევა, არათანაბარი სათამაშო მოედანი და განხეთქილების შემომტანი რიტორიკა – მე ეს საკითხები მაწუხებდა – არჩევნები ერთი კრიტიკული ტესტი იყო, შედეგები მეორე ტესტი იქნება

დაძაბული, ძალიან ღრმად პოლარიზებული გარემო, საარჩევნო უბნებს გარეთ ამომრჩეველზე დაშინებისა და ზეწოლის შემთხვევები, ხმის ფარულობის დარღვევა, არათანაბარი სათამაშო მოედანი და განხეთქილების შემომტანი რიტორიკა – ეს არის საკითხები, რაც პირადად მე მაწუხებდა, – აღნიშნული შეფასება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შეფასებისას, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფაიკ ოსთრეკმა გააკეთა. ოსთრეკის განცხადებით, ეს არჩევნები კრიტიკული ტესტი იყო საქართველოს […]
ირაკლი კობახიძე – საერთაშორისო მისიების განცხადებებმა ცხადყო, რომ არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს – არჩევნები არის შემდგარი!

საერთაშორისო მისიების პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს, პირიქით ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები – არჩევნები არის შემდგარი! – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ გამართულ პრესკონფერენციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას ერთადერთი სურვილი ჰქონდა, რის გამოც თებერვლიდან დაიწყეს საერთაშორისო სადამკვირვებლო […]
ალეკო ელისაშვილი – აღვირახსნილი, „ფეესბეშნიკურ კაგებეშნიკური“ სპეცოპერაცია ჩაატარეს – სხვაგვარად გვინდოდა და არ მოგვცეს ამის საშუალება, ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება

აღვირახსნილი, რუსული, „ფეესბეშნიკურ კაგებეშნიკური“ სპეცოპერაცია ჩაატარეს და უნდათ, რომ ორი მუჭა ნაცარი თვალებში შემოგვაყარონ, თავი დავუხაროთ და ვუთხრათ, რომ კი ბატონო, ვაღიარებთ [არჩევნების ლეგიტიმურობას]. არავითარ შემთხვევაში! – არავინ გაბედოს ხელების ჩამოყრა, ახლა გადამწყვეტი ბრძოლა იწყება ჩვენი ქვეყნისთვის და ამას აუცილებლად გამარჯვებამდე მივიყვანთ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, […]
დენ თვაინინგი – გავოცდი, თუ რა მასშტაბით ხდებოდა ამომრჩევლის დაშინება და ზეწოლა – ეს არის ნიშანი, რომ პარტია არ არის დარწმუნებული თავის მოსალოდნელ შედეგებში – ეს არ არის დემოკრატიის ფუნდამენტური მახასიათებელი

გავოცდი, თუ რა მასშტაბით ხდებოდა ამომრჩევლის დაშინება, ზეწოლა – ეს არის ნიშანი იმისა, რომ პარტია არ არის დარწმუნებული თავის მოსალოდნელ შედეგებში. ეს ნამდვილად არ არის დემოკრატიის ფუნდამენტური მახასიათებელი,- ამის შესახებ არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში IRI-ის პრეზიდენტმა დენ თვაინინგმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული დაკვირვების შედეგად ერთ-ერთი მიგნება ისაა, რომ ადმინისტრაციული და სამართლებრივი რესურსის […]
პრემიერი – ასე მგონია, ტესტი თავისთავად ჩაბარებულია – დარწმუნებული ვარ, ყველაფერი წარიმართება ისე, როგორც ჩვენი ქვეყნის ინტერესებს წაადგება, კონკრეტულად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე

მე ასე მგონია, ტესტი თავისთავად ჩაბარებულია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დასავლეთის ქვეყნების განცხადებას, რომლებიც ამბობდნენ, რომ „2024 წლის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიის ტესტი იქნებოდა“. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს პარტნიორებთან ურთიერთობები გადაიტვირთოს. „რაც შეეხება {საერთაშორისო პარტნიორებთან} ურთიერთობებს, დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში დაიწყება ურთიერთობების გადატვირთვა და […]
„ზეწოლისა და დაშინების კლიმატი… იყო ასეთი შეგრძნება – „დიდი ძმა გიყურებს“. OSCE/ODHIR, PACE არჩევნებს აჯამებს

27 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ და წარადგინეს წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის პირველადი შეფასებები. პასკალ ალიზარდი, ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს მოკლევადიან დამკვირვებელთა ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე თავად არჩევნების დღეს. მათ შორის, ის […]
ხელოვნური ინტელექტი საშიში ინსტრუმენტია, რომელიც საარჩევნო პროცესებში ჩარევისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული – ედგარს რინკევიჩი

ხელოვნური ინტელექტი საშიში ინსტრუმენტია, რომელიც საარჩევნო პროცესებში ჩარევისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული – ედგარს რინკევიჩი ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩმა განაცხადა, რომ ხელოვნური ინტელექტი საშიში ინსტრუმენტია, რომელიც შესაძლოა, საარჩევნო პროცესებში ჩარევისთვის იყოს გამოყენებული. ამის შესახებ რინკევიჩმა ლატვიაში „ხელოვნური ინტელექტის ცენტრის“ შექმნის ფონზე განაცხადა, იტყობინება „დელფი“. „არ გვინდა, რომ ხელოვნური ინტელექტის ცენტრი გახდეს კიდევ ერთი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც […]