შალვა პაპუაშვილი – კითხვის ნიშნები აღარ არ არის იმასთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არჩევნების ლეგიტიმაცია

მინდა ეუთო/ოდირის მისიას ანგარიშთან დაკავშირებით მადლობა გადავუხადო -კითხვის ნიშნები აღარ არ არის იმასთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არჩევნების ლეგიტიმაცია ,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, 2012 წლის შედეგები გაიმეორა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს პრინციპული არჩევნები იყო“. „მინდა გამოვეხმაურო […]

მარკეტა გრეგოროვა – ვფიქრობ, დარღვევები, რომლებიც ვიხილეთ, ძალიან სერიოზულია საიმისოდ, რათა უბრალოდ ვთქვათ, რომ არჩევნებმა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე ჩაიარა

ვფიქრობ, ის დარღვევები, რომლებიც ჩვენ ვიხილეთ, ძალიან სერიოზულია ჩვენთვის საიმისოდ, რომ უბრალოდ ვთქვათ, რომ არჩევნებმა ჩაიარა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე, სამართლიანად, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, მოხდება იმ ნაბიჯებზე დაკვირვება, რომლებსაც საქართველოს ახლად ფორმირებული ხელისუფლება გადადგამს. “რა თქმა უნდა, იქნება შემდგომი დაკვირვებაც იმ ნაბიჯებზე, რასაც ხელისუფლება გადადგამს განსაკუთრებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით […]

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს აფხაზური ენის დღეს ულოცავს

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში აფხაზური ენის დღეს ულოცავს სრულიად საქართველოს, განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც აფხაზური ენა, კულტურა, იდენტობა და თვითმყოფადობა ღირებულია, მისი შენარჩუნება და დაფასება კი, მნიშვნელოვან პასუხისმგებლობას წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, აფხაზური ენა, როგორც საქართველოს მრავალფეროვანი კულტურისა და ერთიანი უნიკალური ენობრივი საგანძურის განუყოფელი […]

ხმების 99.9% დათვლილია – საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა

ხმების 99.9% დათვლილია – საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 99.9% დათვალა. საბოლოო მონაცემების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი ხუთმა პარტიამ გადალახა. ცესკომ 3 111 უბნიდან 3 109 უბანი დათვალა. დასათვლელი მხოლოდ 1 უბანი დარჩა. მარნეულის #69 უბანი, ბიულეტენების მასობრივი ჩაყრის კადრების გავრცელების შემდეგ გაუქმდა. ფაქტზე შსს-მ გამოძიება არჩევნების გაყალბების მუხლით დაიწყო. […]

“როგორ უნდა გააყალბო ისე, რომ ბიულეტენების რაოდენობა უცვლელი დარჩეს?” – ლუკა ლიპონავა

“როგორ უნდა გააყალბო ისე, რომ ბიულეტენების რაოდენობა უცვლელი დარჩეს?” – ლუკა ლიპონავა ლუკა ლიპონავა, სოციალურ ქსელში, წერს: +400,000 ოცნებას და -200,000 ოპოზიციას 2020 წელთან შედარევით არის დიდი ტყუილი. ედისონის ეგზიტპოლი, რომელიც ბევრი წელია ატარებს და არასოდეს აცდენილა, ეხლაც ყველაფერს ზუსტად სვამს სამი პარტიის გარდა: #4,5 და 41. ამ სამი სუბიექტის შემთხვევაში სხვაობა არის ასტრონომიული. საინტერესო […]

ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე იქნება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი და კონსტიტუციით დადგენილ ათი დღის ვადაში ახალი პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბება – შალვა პაპუაშვილი

ნოემბრის შუა რიცხვებისთვის უკვე იქნება ცესკო-ს შემაჯამებელი ოქმი და კონსტიტუციით დადგენილ ათი დღის ვადაში ახალი პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბება – შალვა პაპუაშვილი შალვა პაპუაშვილი აცხადებს: ,,დღეს თითქმის ბოლომდე დასრულდა შედეგების დათვლა, მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო საქართველოს ეს მნიშვნელოვანი შედეგი. ყველა, ვინც ამ არჩევნებში იყო ჩართული, ვგულისხმობ, საარჩევნო სუბიექტებს, მეტ-ნაკლებად რეფერენდუმზე საუბრობდა და ეს რეფერენდუმი შედგა, […]

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე – ქუჩის ღონისძიებები მათ გუშინვე ჰქონდათ დაანონსებული, სცენაც კი ააწყვეს და ვნახეთ, რომ ეს სცენა არასახელოვნად დაშალეს

ქუჩის ღონისძიებები მათ გუშინვე ჰქონდათ დაანონსებული, სცენაც კი ააწყვეს და ვნახეთ, რომ ეს სცენა არასახელოვნად დაშალეს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, არჩევნების არაღიარებასთან დაკავშირებით პარტიებისა და NGO-ების განცხადებები სინქრონიზებული იყო. „პირველი არ არის მათი მხრიდან ასეთი მოქმედებები. […]

პია კაუმა – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე – ეს შემდეგ პარლამენტში ხელახლა უნდა შეფასდეს, რათა სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო დაცული იყოს

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ზეგავლენას ახდენს გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს შემდეგ პარლამენტში ხელახლა უნდა შეფასდეს, რათა სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამუშაო დაცული იყოს, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პია კაუმამ განაცხადა. მან ასევე ბოლო თვეებისა და წლების განმავლობაში არსებულ პოლარიზებაზე ისაუბრა. „ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდით ყველა ნაბიჯს კენჭისყრის დღის პროცესის განმავლობაში, […]

ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელი – კენჭისყრის დღეს რაც ვნახეთ, ამან შეიძლება ძირი გამოუთხაროს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში – ქვეყანაში დემოკრატია დაღმასვლას განიცდის და ამის მტკიცებულებები ვნახეთ

კენჭისყრის დღეს რაც ვნახეთ, ამან შეიძლება ძირი გამოუთხაროს პოლიტიკურ პროცესებს საქართველოში – ქვეყანაში დემოკრატია დაღმასვლას განიცდის და სამწუხაროდ, ამის მტკიცებულებები ვნახეთ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ანტონიო ლოპეზ ისტურიზმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაიყინა, მანამდე საქართველო ევროატლანტიკური მისწრაფებების გზაზე ჩემპიონი იყო. „საქართველოს კანდიდატის სტატუსი […]

ანა დოლიძე – ეუთო/ოდირის განცხადება ძალიან კრიტიკულია, პირდაპირი მითითებაა დაშინებაზე, ძალადობაზე – სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები ქმნის საფუძველს, არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშანი დაესვას

ეუთო/ოდირის განცხადება ძალიან კრიტიკულია, პირდაპირი მითითებაა დაშინებაზე, ძალადობაზე და იმაზე, რომ მოქალაქეები თავისუფალ ნებას ვერ გამოხატავდნენ,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა. დოლიძის თქმით, სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნები ქმნიან საფუძველს, რომ არჩევნების შედეგებს „კითხვის ნიშანი დაესვას“. „საერთოდ, ეუთოს დასკვნები, ყველამ რომ იცოდეს, ყველაზე შეწონილია ხოლმე იმიტომ, რომ ეს არის სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია. იქ […]