მთავრობა: საქართველოში ვიქტორ ორბანი ჩამოდის, მას კობახიძე უმასპინძლებს

საქართველოში 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოდის. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. მას კობახიძე უმასპინძლებს. “გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. უნგრეთის პრემიერმინისტრი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვევა, რომლის შემადგენლობაში […]
მიქაუტაძემ “ლიონში” პირველი გოლი გაიტანა!

ლიგა 1-ის მეცხრე ტურში “ლიონი” “ოსერს” მასპინძლობს. ანგარიში პირველი ტაიმის დასასრულს თავის მიერვე მოპოვებული პენალტით “ოლიმპიკის” თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გახსნა. მიქაუტაძემ “ლიონში” პირველი გოლი გაიტანა. აქამდე მან ჩემპიონატზე ერთი თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა. “30 დარტყმა, 0 გოლი და 18.5 მილიონად შეძენილი მიქაუტაძე თადარიგში” – ფრანგული მედია
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ მანდატებზე უარს ამბობს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ კოალიციის ბრიფინგზე განაცხადეს. „ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს“, — განაცხადა მალაშხიამ და წაიკითხა 20-კაციანი სია, რომელიც, მისი თქმით, უერთდება განცხადებას. როგორც კოალიციის ლიდერმა ნიკა გვარამიამ განმართა, განცხადება პირველი ოცეულის სახელით გაკეთდა, რადგან ცესკოს შედეგებით, კოალიციას პარლამენტში 20 ადგილი ერგება. გვარამია ირწმუნება, რომ სიაში არც ოცეულის შემდეგ […]
მამუკა მდინარაძე – არ შევალთო პარლამენტში, ნუ შემოვლენ, მოვუწოდებ არცერთი არ შემოვიდეს, სამუშაო გარემო მაინც იქნება – ვურჩევ, საერთოდ ჩახსნან სიები, რომ მართლა პუფები არ გახდნენ

ვურჩევ [ოპოზიციას], რომ არცერთი არ შემოვიდეს პარლამენტში, სამუშაო გარემო მაინც იქნება და საბოტაჟისგან ვიქნებით დაცული, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა მდინარაძე ურჩევს ბარიერგადალახულ ოპოზიციას, რომ თავისი სიტყვა უკან არ წაიღონ და საპარლამენტო სიები ჩახსნან. „არ შევალთო პარლამენტში, ნუ შემოვლენ. მე მათ მოვუწოდებ, რომ ნუ შემოვლენ, არცერთი არ შემოვიდეს, […]
ოლექსი გონჩარენკო – ხვალ ორბანი თბილისში ჩადის, ძალიან ჩქარობენ ივანიშვილისთვის საქართველოს არჩევნების ყიდვის მილოცვას

ხვალ ორბანი თბილისში ჩადის, ძალიან ჩქარობენ ივანიშვილისთვის საქართველოს არჩევნების ყიდვის მილოცვას, – ამის შესახებ “ტვიტერის” პირად გვერდზე უკრაინელი დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო წერს, რომელიც საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად იმყოფებოდა. “ორბანი ხვალ თბილისში ჩამოვა. ძალიან ჩქარობენ ივანიშვილისთვის საქართველოს არჩევნების ყიდვის მილოცვას”, – წერს გონჩარენკო.
ბორის ჯონსონი – საქართველოში არჩევნები პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა

სურათი, რომელიც საქართველოდან იქმნება, ნათელია – გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ მოიპარა, – ასე ეხმაურება გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს. „მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელიც იცავს თავის თავისუფლებას, უფლებებს და მომავალს“, – წერს ჯონსონი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოდის

საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. „უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის […]
გერმანიის საგარეო უწყება – გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია

გერმანია სრულად მხარს უჭერს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ჩვენ შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ, რომლებიც უნდა მოგვარდეს და გამოსწორდეს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული. „გერმანია ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და მოუწოდებს ყველა მხარეს გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან […]
ნიკა გვარამია – ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოვიპოვეთ უმრავლესობა და ვგეგმავთ, რომ ხმების შენარჩუნებისთვის ვიბრძოლოთ – ასეთი გეგმა არსებობს, ბუნებრივია, ეს იქნება სრულმასშტაბიანი დაუმორჩილებლობა

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოვიპოვეთ უმრავლესობა და ვგეგმავთ, რომ ამ ხმების შენარჩუნებისთვის ვიბრძოლოთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა. ნიკა გვარამიას თქმით, საქართველოში რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ტექნოლოგიური სპეცოპერაცია ჩატარდა. „საქართველოში გუშინ განხორციელდა კონსტიტუციური გადატრიალება და ხელისუფლების უზურპაცია. ქართველი ხალხის ნება არის აბსოლუტურად იგნორირებული. საქართველოს პარლამენტი არის არალეგიტიმური. ეს არის ქართველი ხალხი […]
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოდის

საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. „უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის […]