The Sun-ის ცნობით, ჩაკვეტაძე შეიძლება ნაახალწლევს პრემიერლიგის კლუბმა შეიძინოს

“სანი” იტყობინება, რომ ფორმის პიკზე მყოფი “უოტფორდის” 25 წლის ნახევარმცველით, გიორგი ჩაკვეტაძით პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, რომელთა შორის ყველაზე მეტად “ვულვერჰემპტონი” აქტიურობს “ვულვერჰემპტონი” პრემიერლიგაში ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა, მდგომარეობის გამოსწორებას შემადგენლობის გაძლიერებით შეეცდება და ამისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტი ჩაკვეტაძეა. “ვულვზის” წარმომადგენლები ქართველის თამაშზე დასაკვირვებლად “უოტფორდის” “ლიდსთან” მატჩს დაესწრნენ და იანვარში მის 20 მილიონ ფუნტად შეძენას იმედოვნებენ. […]

საქართველოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა

28-29 ოქტომბერს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. უწყების ცნობით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დღის წესრიგის მიხედვით, შედგება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ეწვევა სამთავრობო დელეგაციასთან […]

ირაკლი კობახიძის განცხადება 26 ოქტომბრის არჩევნებზე

“თქვენ ალბათ თვალყურს ადევნებდით პრესკონფერენციას, რომელიც გაიმართა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით და ამ პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არ არსებობს.”– განაცხადა პრემიერ-მინისტრმა და “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ 27 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე. “პირიქით, ხაზგასმით იქნა აღნიშნული, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები და მთლიანობაში, რა თქმა უნდა, […]

ჯონსონი: “თბილისში პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ არჩევნები მოიპარა”

სოციალურ ქსელ “X”-ში ბორის ჯონსონმა, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებით პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ მისი აზრით, 26 ოქტომბრის საპარლამენტი არჩევნების შედეგები გაყალბებულია. “საქართველოდან წარმოქმნილი სურათი ნათელია – გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარა. გვერდით ვუდგავარ ქართველ ხალხს მისი თავისუფლების, უფლებებისა და მომავლისთვის ბრძოლაში”, – დაწერა ბრიტანეთის ექსპრემიერმა სოციალურ ქსელ X-ზე. უცხოელი ლიდერების […]

ოპოზიცია არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არალეგიტიმურად მიიჩნევს

ოპოზიციური გაერთიანება “კოალიცია ცვლილებებისთვის” უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს “გაყალბებულად და არალეგიტიმურად” აცხადებს. ამის შესახებ განცხადება მათი საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა, ნანა მალაშხიამ გააკეთა. მანამდე, კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მათი გაერთიანება, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, გეგმავს, არჩევნებზე მიღებული ხმები დაიცვას. “ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ მოვიპოვეთ უმრავლესობა და ვგეგმავთ, ამ ხმების შენარჩუნებისთვის […]

“დროა ოპოზიციას გავაგონოთ ჩვენი ხმა” – ნანუკა ჟორჟოლიანი

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი: მეგობრებო, დროა ოპოზიციას გავაგონოთ ჩვენი ხმა. რადგან გაჩნდა შანსი იმისა რომ ეს პარლამენტი არ შედგეს, ოპოზიციისგან უნდა მივითხოვოთ ჩახსნან სიები. იქნებ სხვას უკეთესი იდეა გაქვთ, მე ასე მოვითხოვ და რაც მეტი გავაკეთებთ, მით კარგი. #ჩახსენითსიები აუცილებლად მოითხოვეთ ყველამ თქვენს გვერდზე და დათაგეთ ყველა! რაც ბევრი მით კარგი!

შალვა პაპუაშვილი – კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არჩევნების ლეგიტიმაცია

მინდა ეუთო/ოდირის მისიას ანგარიშთან დაკავშირებით მადლობა გადავუხადო -კითხვის ნიშნები აღარ არის იმასთან დაკავშირებით, რასაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან ვხედავთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენონ არჩევნების ლეგიტიმაცია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“, 2012 წლის შედეგები გაიმეორა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ ეს პრინციპული არჩევნები იყო“. „მინდა გამოვეხმაურო ეუთო/ოდირის მისიის […]

ოუენ მერფი – 500-ზე მეტი დამკვირვებელი გვყავდა და რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ხმის რამდენჯერმე მიცემის მცდელობა იყო

500-ზე მეტი დამკვირვებელი გვყავდა და რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ ხმის რამდენჯერმე მიცემის მცდელობა იყო, – ამის თაობაზე მედიასთან OSCE/ODHIR-ის სადამკვირვებლო დელეგაციის წარმომადგენელმა ოუენ მერფიმ განაცხადა. მერფის შეფასებით, საარჩევნო უბნების გახსნა კარგად იყო ორგანიზებული. მისივე თქმით, დამკვირვებლები აღნიშნავდნენ, რომ იყო დაშინება, ხოლო 24%-ის შემთხვევაში ხმის ფარულობა დაირღვა, რაც მაღალი მაჩვენებელია. ”ყველამ ძალიან კარგად იცის ის ერთი […]

საქართველოს როლი სანქციების თავიდან არიდებაში – სატრანზიტო ჰაბი რუსეთისთვის?

საქართველოს რთული გეოპოლიტიკური მდებარეობა ორმაგ გამოწვევას წარმოადგენს. ქვეყანა ცდილობს რუსეთთან ვაჭრობის შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებელი დასავლურ სანქციებთან თანხვედრაში მოაქციოს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა აშშ-ისა და ევროკავშირის სანქციებს, მას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის, რომელსაც ახლა მსოფლიოში ყველაზე მეტი სანქცია აქვს დაწესებული. აღნიშნული აღძრავს ეჭვს, რომ შეიძლება საქართველო სანქცირებული საქონლის სატრანზიტო ჰაბი გახდეს. ავტომობილების რეექსპორტი […]

გერმანიის საგარეო: შეშფოთებულნი ვართ დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ ცნობების გამო

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სრულად მხარს უჭერს ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარ დასკვნებსა და შეფასებებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ამასთან, უწყებამ ყველა მხარეს მოუწოდა, გამოიჩინონ თავშეკავება და თავიდან აიცილონ ძალადობა და შემდგომი პოლარიზაცია. “ჩვენ შეშფოთებული ვართ დაძაბული გარემოსა და დარღვევების შესახებ ცნობების გამო, რომლებიც უნდა მოგვარდეს და აღმოიფხვრას. გერმანია ყურადღებით […]