სოზარ სუბარი – პირობას ვდებთ, სწრაფად დავაკმაყოფილებთ ოპოზიციის მოთხოვნას და არ დავუშვებთ, რომ პარლამენტში “იმუშაონ” ნების საწინააღმდეგოდ, როგორც “მონებმა” და “ტრეფიკინგის მსხვერპლებმა”

ოპოზიცია ამბობს, რომ არ ცნობს არჩევნების შედეგებს და არ შემოვა პარლამენტში. როგორც ყოველთვის, მათ სიტყვას ახლაც ჩალის ფასი აქვს – არჩევნების შედეგსაც ცნობენ და პარლამენტშიც შემოვლენ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატი სოზარ სუბარი წერს. მისი თქმით, ოპოზიციის წევრები სიტყვის მორიგ ჯერზე გატეხას გამართლებასაც ადვილად მოუძებნიან. „მარტივად რომ ავხსნა, ოპოზიციის პარლამენტში შემოსვლა არჩევნების ლეგიტიმაციის […]

ევროპარლამენტარი ოპოზიციას ურჩევს მოპოვებული მანდატები გამოიყენონ და პარლამენტში იმუშაონ

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა ოპოზიციას ურჩევს არჩევნების გზით მოპოვებული მანდატები გამოიყენონ და პარლამენტში იმუშაონ. ამის შესახებ მან კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, მიიჩნევს თუ არა ლეგიტიმურად პარლამენტს, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში მუშაობას ბოიკოტს გამოუცხადებს. „არც მოსამართლე ვარ და არც ადვოკატი, არ ვიცი ეს საკითხი როგორ არის მოწესრიგებული ქართული კანონმდებლობით, თუმცა მე ვეცდებოდი მერჩია ოპოზიციისთვის, რომ დაეკავებინა […]

ბორის ჯონსონი: გუშინდელი არჩევნები მოიპარა პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ თბილისში

გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. იგი წერს, რომ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები “მოიპარა”: “საქართველოდან მომავალი სურათი ნათელია – გუშინდელი არჩევნები მოიპარა პუტინის მარიონეტულმა მთავრობამ თბილისში. გვერდში ვუდგავარ ქართველ ხალხს მათი თავისუფლების, უფლებებისა და მომავლისთვის ბრძოლაში”, – დაწერა ბრიტანეთის ექსპრემიერმა სოციალურ ქსელ X-ზე. უცხოელი ლიდერების ნაწილი “ქართულ ოცნებას” ულოცავს არჩევნებში გამარჯვებას. მათ […]

“კოალიცია ცვლილებისთვის” საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს

ოპოზიციური გაერთიანება “კოალიცია ცვლილებებისთვის” უარს ამბობს საპარლამენტო მანდატებზე და არჩევნების შედეგებს “გაყალბებულად და არალეგიტიმურად” აცხადებს. ამის შესახებ განცხადება კოალიციის საარჩევნო სიის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ გააკეთა. “ჩვენ ყველა ერთად ვამბობთ, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული და შედეგები არალეგიტიმური. ჩვენ არ ვაპირებთ ქართველი ხალხისთვის მოპარული ხმების ლეგიტიმაციას, ჩვენ საკუთარ საპარლამენტო მანდატებზე ვამბობთ უარს. მე, ნანა მალაშხია, […]

ვაგენერი არჩევნებზე: ეს შემაშფოთებელი დარღვევები დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული

საქართველოს მთავრობამ გუშინდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის თანაბარი პირობები ვერ უზრუნველყო. სამწუხაროდ, დამკვირვებლებმა დაშინებებსა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე ისაუბრეს. ეს შემაშფოთებელი დარღვევები დამოუკიდებლად უნდა იქნას გამოძიებული. ამგვარად, აღნიშნული არჩევნები უაღრესად იმედგამაცრუებელი უკუსვლაა იმ ქართველებისთვის, რომლებიც დემოკრატიულ, ლიბერალურ და ევროპულ საქართველოში ცხოვრებას იმედოვნებენ. კიდევ ერთხელ – ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაცია ვერ მოხერხდება, თუ საქართველოს მთავრობა ამჟამინდელ ავტორიტარულ კურსზე […]

გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარა – ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი X-ზე წერს: ,,საქართველოდან წარმოქმნილი სურათი ნათელია – გუშინდელი არჩევნები თბილისში პუტინის მარიონეტულმა ხელისუფლებამ მოიპარა. მე მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს, რომელიც იცავს საკუთარ თავისუფლებას, უფლებებს და მომავალს”

უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი საქართველოში ჩამოდის

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ვიქტორ ორბანი მედიისთვის ერთობლივ […]

საქართველოში არჩევნები პუტინის მარიონეტებმა მოიპარეს — ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი და კონსერვატიული პარტიის ლიდერი 2019-2022 წლებში, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ არჩევნები საქართველოში პუტინის მარიონეტების მთავრობამ მოიპარა. ამის შესახებ ბორის ჯონსონმა X-ზე დაწერა. „სურათი, რაც საქართველოში ჩანს, ნათელია — გუშინდელი არჩევნები პუტინის მარიონეტების მთავრობამ მოიპარა თბილისში. მე ქართველი ხალხის გვერდით ვდგავარ მათი თავისუფლებისთვის, უფლებებისთვის და მომავლისთვის ბრძოლაში”, – წერს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი. […]

კორძაია ჩამოთვლის მანიპულაციებს, რომელთა გამოც “ერთიანობა” არჩევნების შედეგებს არ აღიარებს

“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, თამარ კორძაია ჩამოთვლის იმ მანიპულაციებს, რომლებიც, მისი თქმით, გამოვლინდა 26 ოქტომბრის არჩევნებზე. მისი თქმით, კოალიციის წევრები მთელი ღამის განმავლობაში აანალიზებდნენ ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს და იმ ფაქტებს, რომლებიც კენჭისყრის დღეს დაფიქსირდა როგორც საარჩევნო უბანზე, ისე უბნის მიმდებარედ. · ხმის ფარულობის დარღვევა “ფარულობის დარღვევის შემთხვევაში ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ იმაზე, რომ […]

მინდა გამოვეხმაურო ეუთო/ოდირის მისიის პირველად შედეგებს და ანგარიშთან დაკავშირებით მინდა მადლობა გადავუხადო მათ

მინდა გამოვეხმაურო ეუთო/ოდირის მისიის პირველად შედეგებს და ანგარიშთან დაკავშირებით მინდა მადლობა გადავუხადო მათ. ჩვენ ვიხილეთ მანამდე შუალედური ანგარიში, რომელიც ვნახეთ, რომ ასახავდა წინა საარჩევნო პერიოდს და ვნახეთ, რომ აღწერილი იყო წინა საარჩევნო პერიოდი, როგორც მშვიდი პერიოდი, როდესაც ყველას ჰქონდა შესაძლებლობა თანაბარ გარემოში ეწარმოებინა კამპანია.”- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. “დღეს უკვე საუბარი იყო ბოლო […]