ანა დოლიძე – პრეზიდენტთან მოსულები ვართ, რათა ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ, როგორ გამოვხატოთ ჩვენი განრისხება, როგორ დავსაჯოთ „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ მოგვტაცა არჩევნები

პრეზიდენტთან მოსულები ვართ, რათა ვიმსჯელოთ და შევჯერდეთ თუ როგორ გამოვხატოთ ჩვენი განრისხება, როგორ დავსაჯოთ „ქართული ოცნება“ იმისათვის, რომ მოგვტაცა არჩევნები, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შეხვედრამდე განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციის გეგმა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც პრეზიდენტთან შეხვედრა დასრულდება, რასაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავად გააჟღერებს. „შეხვედრის არსი არის ის, […]

გიორგი ვაშაძე – არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ჩათვალეთ, სიები არ არსებობს – საბოლოო კონსულტაციებს გავივლით, გვჭირდება პროტესტი

არ ვაღიარებთ შედეგებს, ეს ნიშნავს, რომ არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას, ჩათვალეთ, სიები არ არსებობს, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ორბელიანების სასახლეში მისვლისას მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, საჭიროა პროტესტი და ამ პროცესში ოპოზიციას საზოგადოებისგან სრული მხარდაჭერა ექნება. „ჩვენ მზად ვართ აბსოლუტურად ყველა მოქმედებისთვის. გუშინ გავაკეთეთ განცხადება, რომ არ ვაღიარებთ […]

„ზეწოლისა და დაშინების კლიმატი“, – ეუთო/ოდირი და ევროსაბჭო არჩევნებს აჯამებენ

27 ოქტომბერს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ და წინასაარჩევნო პერიოდისა და უშუალოდ არჩევნების დღის პირველადი შეფასებები წარადგინეს. პასკალ ალიზარდი, ეუთოს სპეციალური კოორდინატორი და ეუთოს მოკლევადიან დამკვირვებელთა ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კარგად ადმინისტრირებული საარჩევნო დღის მიუხედავად, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა არაერთი ხარვეზი აღმოაჩინეს როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე – თავად კენჭისყრის დღეს. მათ შორის […]

“გავიმარჯვეთ სახელოვნად”- “ქართული ოცნება” არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პრესკონფერენცია ჩაატარეს, სადაც საპარლამენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს. ირაკლი კობახიძის თქმით, საერთაშორისო მისიების დასკვნამ ცხადყო, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები დარღვევების გარეშე ჩატარდა და რომ არჩევნების შედეგები გაყალბებული არაა. „ვუსმენდით პრესკონფერენციას, რომელიც სადამკვირვებლო მისიების ხელმძღვანელების მონაწილეობით გაიმართა. ამ პრესკონფერენციამ ცხადყო, რომ არავითარი ეჭვები და კითხვის ნიშნები არჩევნების ლეგიტიმაციასთან […]

„არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი“ – პარლამენტარები დასავლეთის 8 ქვეყნიდან

დასავლეთის რამდენიმე ქვეყნის პარლამენტებისა და ევროპარლამენტის დეპუტატები საქართველოში გუშინ, 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ისინი სოლიდარობას უცხადებენ „ევროპელებს საქართველოში“ და ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. მათი განცხადებით: „არჩევნები არ იყო არც სამართლიანი და არც თავისუფალი. არჩევნებამდე არსებული პოლიტიკური კლიმატი არ შეესაბამებოდა სამართლიანობის ევროპულ სტანდარტებს. კანდიდატებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, […]

„რა თქმა უნდა, არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში!“ – სააკაშვილი

ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო, თუ როგორ მიგვატყუეს. ახლა დროა დიდი საპროტესტო აქციების, რომ მსოფლიოს დავანახოთ, რომ ვიბრძვით თავისუფლებისთვის და ჩვენ ვართ ხალხი, ვინც არ შეეგუება უსამართლობას. დრო ძალიან ცოტაა!“

სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა შევიდეს

სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა შევიდეს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარლამენტში არც ერთი ოპოზიციური პარტია არ უნდა შევიდეს. როგორც სააკაშვილი თავის განცხადებაში აღნიშნავს, ახლა დროა დიდი საპროტესტო აქციების. “რა თქმა უნდა, არავინ უნდა შევიდეს პარლამენტში! ახლა არ არის თავზე ნაცრის ყრის დრო, თუ როგორ მოგვატყუეს. ახლა დროა დიდი საპროტესტო აქციების, […]

ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაცია არ იქნება, თუ მთავრობა დარჩება ამჟამინდელ ავტორიტარულ კურსზე – გერმანიის ბუნდესტაგის წევრი

ევროკავშირში შემდგომი ინტეგრაცია არ იქნება, თუ მთავრობა დარჩება ამჟამინდელ ავტორიტარულ კურსზე – გერმანიის ბუნდესტაგის წევრი საქართველოს მთავრობამ გუშინდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის თანაბარი პირობები ვერ უზრუნველყო. სამწუხაროდ, დამკვირვებლებმა ისაუბრეს მძიმე დაშინებაზე, ძლიერ გამყოფ რიტორიკასა და ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, – ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორმა სამხრეთ კავკასიის, მოლდოვის რესპუბლიკისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების […]

ევროპისა და კანადის 13 პარლამენტარი – საქართველოში ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი – მოვითხოვთ პერსონალურ სანქციებს პასუხისმგებელ პირებზე

ევროპისა და კანადის 13 პარლამენტარი – საქართველოში ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი – მოვითხოვთ პერსონალურ სანქციებს პასუხისმგებელ პირებზე ევროპელი და კანადელი 13 პარლამენტარი საქართველოს არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, საქართველოში ჩატარებული არჩევნები არც თავისუფალი იყო, არც სამართლიანი, შესაბამისად, განცხადების ავტორები ფიქრობენ, რომ ამ ფონზე შედეგები არ უნდა იქნას აღიარებული. ამასთან, განცხადებაში პარლამენტარები […]

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს ხვდება

ორბელიანების სასახლეში, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს ხვდება. სალომე ზურაბიშვილთან უკვე მივიდნენ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა დოლიძე. ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში არიან „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები თინა ბოკუჩავა და გიორგი ვაშაძე. სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა მელია, „გახარია – საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, დიმიტრი ცქიტიშვილიც. როგორც ცნობილია, 21:00 საათზე […]