თინა ბოკუჩავა – როდესაც ვთქვით, რომ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას

ბუნებრივია, როდესაც ვთქვით, რომ ჩვენ არ ვაღიარებთ საარჩევნო შედეგს, ეს, რა თქმა უნდა, თავისთავად გულისხმობს იმას, რომ არ ვაპირებთ პარლამენტში შესვლას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მედიასთან განაცხადა. თინა ბოკუჩავას თქმით, ქართველი ხალხის გუშინდელი „ისტორიული არჩევანი ივანიშვილმა მოიპარა“. „ჩვენ ვიყავით პირველი, ვინც გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ გუშინდელი ისტორიული არჩევნები […]

მამუკა მდინარაძე – წინა საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, „ქართულმა ოცნებამ“ შედეგები დაახლოებით 190 000 ხმით გააუმჯობესა, როდესაც რადიკალურ აგენტურულ პარტიებს 60 000-ით ნაკლებმა ადამიანმა დაუჭირა მხარი, ამას ვერ ეგუებიან

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მხარდამჭერს, რომლებმაც მხარი „ქართულ ოცნებას და საკუთარ სამშობლოს დაუჭირეს, მიუხედავად უდიდესი ფსიქოლოგიური წნეხისა ქვეყნის გარედან თუ შიგნით, მიუხედავად უპრეცედენტო დეზინფორმაციის ნიაღვრისა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ჩვენი პარტიის წინააღმდეგ მოდიოდა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მისი თქმით, განსხვავებით ოპოზიციისა, მმართველი პარტიის მისამართით საზოგადოების მხარდაჭერა გაიზარდა და […]

მამუკა მდინარაძე – ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული “ნაცმოძრაობის” „ზონდერები“

თქვენ გახსოვთ ყველაზე მძიმე უბანი და დაძაბულობას რამდენჯერ იყენებენ ეუთო/ოდირის და სხვა დამკვირვებლები ამ სიტყვას, აირაი, ენდიაი და ა.შ. დაძაბულობის ყველაზე ცხელი კერა იყო ისანი, ესეც გახსოვთ და რა ხდებოდა ისანში, ჩვენ მივაკვლიეთ, რომ ისნის საარჩევნო უბანზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას ახორციელებდნენ ახმეტიდან ჩამოსული ნაცმოძრაობის „ზონდერები“, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ბრიფინგზე განაცხადა. […]

მიქაუტაძემ “ოსერთან” უკვე დუბლი შეასრულა! [VIDEO]

ლიგა 1-ის მეცხრე ტურში “ლიონი” საკუთარ მოედანზე “ოსერს” 2:1 გიორგი მიქაუტაძის დუბლით ამარცხებს. მიქაუტაძემ პირველი ტაიმის დასასრულს თავის მიერვე მოპოვებული პენალტით დააწინაურა “ოლიმპიკი”. შესვენების შემდეგ სტუმრებმა ანგარიში გაათანაბრეს. 62-ე წუთზე კი გიორგიმ თავით დალაშქრა ლეონის კარი.

კანადისა და ევროპის 13 პარლამენტარი: არჩევნები არც თავისუფალი, არც სამართლიანი იყო

ევროპისა და კანადის პარლამენტარების ერთობლივი განცხადების თანახმად, რომელიც საქართველოში არჩევნების შედეგებს ეხება, არჩევნები არც თავისუფალი, არც სამართლიანი იყო. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კანდიდატებს აშინებდნენ და ემუქრებოდნენ, ასევე, ქართული ოცნება ყველა სახელმწიფოებრივ ძალაუფლებას იყენებდა და ხმები იყიდეს. ამაზე ინფორმაცია X-ზე ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთიმ გაავრცელა. ევროპისა და კანადის უფროსი პარლამენტარები განცხადებაში სოლიდარობას უცხადებენ საქართველოში […]

ახალი პარლამენტის შეკრებას ვერავინ დაბლოკავს – ამბობს პრემიერი. ასეა თუ არა ეს?

26 ოქტომბერს არჩეული საქართველოს პარლამენტის პირველი სხდომის ჩასატარებლად განსაზღვრული ბოლო ვადა 1 დეკემბერია, თუმცა შესაძლებელია მე-11 მოწვევის პარლამენტი უფრო ადრეც შეიკრიბოს. საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნებიდან არაუგვიანეს 26-ე დღისა, ცესკო აჯამებს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგებს და ადგენს საქართველოს პარლამენტის არჩევნების შედეგების საბოლოო შემაჯამებელ ოქმს. არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან 10 დღის განმავლობაში კი ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა […]

“კადრები პირდაპირ ბრძოლიდან” – ოთო ფოლადაშვილი ჯულიანა ბარგნართან ერთად ილია თოფურიას ბრძოლას დაესწრ – Marao

“კადრები პირდაპირ ბრძოლიდან” – ოთო ფოლადაშვილი ჯულიანა ბარგნართან ერთად ილია თოფურიას ბრძოლას დაესწრ – Marao UFC-ის ქართველი ჩემპიონი, 27 წლის ილია თოფურია კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. მას შემდეგ, რაც 18 თებერვალს მან UFC-ის ლეგენდარული მებრძოლი, ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა და ქვემსუბუქი დივიზიონის ჩემპიონი გახდა, თოფურიამ აბუ დაბიში გამართულ ღონისძიებაზე ამერიკელი მაქს ჰოლოუეიც დაამარცხა და ქამარი […]

ტალინში აზარტული თამაშების ბიზნესში ჩართული ავსტრალიელის მილიარდერის გატაცების მცდელობა აღკვეთეს

ყოველკვირეული „ესტონეთის ექსპრესის“ („Eesti Ekspress“) ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ზაფხულში ჩაიშალა უცხოელის გატაცების მცდელობა, რომელიც ონლაინ-კაზინოებისა და სპორტულ ფსონების ბიზნესით არის დაკავებული. ძალადობრივი თავდასხმა ივლისის ბოლოს, ტალინის ძველ უბანში მოხდა და ის უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ განხორციელდა, რომლებიც ესტონეთში ავსტრალიის მოქალაქის, ტიმ ჰიტის გატაცების მიზნით ჩავიდნენ. დაგემილი სცენარის მიხედვით, თითქმის ისევე, როგორც ფილმებში ხდება ხოლმე, 29 […]

რა თქვეს IRI-ს და NDI-ს წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნებზე

საბოლოო შეფასების გამოქვეყნებამდე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) წარმომადგენლებმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შეფასებები გააკეთეს. IRI-ის პრეზიდენტის დენ თვაინინგის შეფასებით, ეს იყო ბევრი ნაკლოვანებით დატვირთული არჩევნები. მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში მთავრობამ უპრეცედენტო პოლიტიკური, სამართლებრივი და ადმინისტრაციული ცვლილებები განახორციელა, რომელიც პოლიტიკურ კონკურენციას ზღუდავს. „რაც შეეხება ამ არჩევნების შედარებას წინა არჩევნებთან, პრემიერ-მინისტრმა და […]

შეშფოთებული ვარ არჩევნებზე სისტემატურ დარღვევებზე სარწმუნო ბრალდებებით – უილსონი

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარის, კონგრესმენ ჯო უილსონი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებებით. „მე შეშფოთებული ვარ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე სისტემატური დარღვევების შესახებ სარწმუნო ბრალდებებით. ასევე შეშფოთებული ვარ კარგად დასაბუთებული მცდელობებით რუსეთის მიერ არჩევნებზე გავლენის მოხდენის შესახებ. ამიტომ, მე მოვუწოდებ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტს, საფუძვლიანად გამოიძიოს თაღლითობის ბრალდებები და თუ დადგინდა, რომ ეს […]