ლარი გაუფასურდა – კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.82 ლარი ღირს

ეროვნული ბანკის მიერ 25 ოქტომბერს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დოლართან 2.71 ია, ხოლო რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9442 ლარია, თუმცა, კომერციული ბანკების მობაილ ბანკის კურსით, ამ წუთებში 1 დოლარი 2.82 ლარი ღირს. ცნობისთვის, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში ლარმა ევროსთან და დოლართან გაუფასურება არჩევნების დღესვე დაიწყო. გუშინ კომერციულ ბანკებში ევროს ფასი […]
რუსეთისა და ბელარუსის მოსაზღვრე მუნიციპალიტეტების გასაძლიერებლად ლატვია სპეციალურ გრანტს გამოყოფს

„ლატვიის რადიოს“ ცნობით, მთავრობასა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის შეთანხმება რუსეთისა და ბელარუსის მოსაზღვრე ხუთი მუნიციპალიტეტისთვის 2,5 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალური გრანტის გამოყოფას ითვალისწინებს. სასაზღვრო ტერიტორიების მოსახლეობა მიიჩნევს, რომ დამატებითი დაფინანსება სხვადასხვა სფეროს, მათ შორის – უსაფრთხოების დაცვას უნდა მოხმარდეს. ლატვიის მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ევროკავშირთან გარე საზღვრის მქონე ხუთი მუნიციპალიტეტისთვის 2,5 მილიონი ევროს ოდენობის სპეციალური […]
პრეზიდენტი მოქალაქეებს 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებას სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და საზოგადოებას მოუწოდებს 28 ოქტომბერს პარლამენტთან შეკრებით დააფიქსირონ თავისი პოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებაზე ოპოზიციის ლიდერებთან ერთად მივა. “გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა – ყველანი […]
სალომე ზურაბიშვილი – ჩატარდა რუსული არჩევნები – წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუციური უფლება, მოქალაქეებს წაართვეს პირადობის მოწმობები და ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება

ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ინსტიტუტი იმიტომ, რომ ამ არჩევნების შემდეგ, თუ არაფერი შეიცვალა, ძნელი წარმოსადგენია როგორი შეიძლება იყოს ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში. წაგვართვეს არჩევნების კონსტიტუციური უფლება, მოქალაქეებს წაართვეს პირადობის მოწმობები და ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ის არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. „წაართვეს ჩვენს ემიგრანტებს […]
მამარდაშვილი გაფრინდა, მოიგერია, ისევ მოიგერია და “ვალენსიას” “ხეტაფესთან” ქულა მოუპოვა

ლა ლიგის მეთერთმეტე ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ხეტაფეს“ დაუზავდა – 1:1. მასპინძლები 0:1 მარცხდებოდნენ, მაგრამ 90-ე წუთზე პენალტით ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. შემდეგ მამარდაშვილმა ორჯერ აშკარა გოლისგან იხსნა „ღამურები“ და თავის გუნდს ქულა მოუპოვა. მამარდაშვილის თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს: sofascore 7.4, whoscored 7.0, flashscore 6.7. „ვალენსია“ 7 ქულით აუტსაიდერია და მომდევნო შეხვედრას 31 ოქტომბერს თასზე გასვლაზე ქვედალიგურ […]
“კარგია რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შედგა, ოპოზიცია მთელი 40%-თაა წარმოდგენილი პარლამენტში” – ნათია ფანჯიკიძე

რადგან უკვე უამრავი იმსჯელეთ, იცინეთ, იჩხუბეთ, იბრაზეთ, და დასკვნის სახით ტოტალურ მარცხად აღიქვით ყველაფერი, გავბედავ და გაგამხნევებთ რომ მიუხედავად გაყალბებისა, მაინც არანაირად არ არის ხელწამოსაკრავი ის შედეგი, რაც დაიდო, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს ოპოზიციაში, რბილად რომ ვთქვათ, ფავორიტები არ ჰყავს. ხალხი, განსაკუთრებით ემიგრანტები, რომლებმაც კილომეტრები დაფარეს, რომ ხმა მოეცათ, მადლობის ღირსია. კარგი […]
“ხვალ, 7 საათზე ვიკრიბებით ყველანი, ვინც ვთვლით, რომ საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი არ არის ოცნების ამომრჩეველი” – ანა დოლიძე

საქართველოს მოსახლეობა გაოგნებული და განრისხებულია იმით რომ არჩევანი მოგვტაცა ქართულმა ოცნებამ თავისი მოკლე ჭკუით და რუსეთის დახმარებით ხვალ, 7 საათზე ვიკრიბებით რუსთაველზე ყველანი, ვინც ვთვლით, რომ საქართველოში ყოველი მეორე ადამიანი არ არის ოცნების ამომრჩეველი.
პრეზიდენტი: ეს იყო ტოტალური გაყალბება, ვიყავით რუსული სპეცოპერაციის მოწმე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თქმით, საპარლამენტო არჩევნები “ტოტალურად გაყალბდა”. ეს განცხადება მან ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად, ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, ქართველი ხალხი რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლია. ის ამბობს, რომ არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. “ჩვენ მოვესწარით ძალიან უჩვეულო რამეს – ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების. გამოყენება ყველა იმ ხერხების, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში, რაც […]
პრეზიდენტი: “ჩვენ ვიყავით რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი” – 28 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ოპოზიციური პარტიის წევრებთან ერთად პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც თქვა, რომ არჩევნები არალეგტიმურია და ის არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს. “ამ სახელმწიფოში ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ისნტიტუტი ვამბობ, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არ შეიძლება, ესაა აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის”, – თქვა ზურაბიშვილმა. პრეზიდენტმა მოხდარს “რუსული სპეცოპერაცია” უწოდა: “ეს […]
„არჩევნების შედეგები შესაძლოა სათანადოდ არ ასახავდეს ამომრჩევლების ნებას“ – ISFED

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED] აცხადებს, რომ „არჩევნების შედეგები შესაძლოა სათანადოდ არ ასახავდეს ამომრჩევლების ნებას“. დღეს, 27 ოქტომბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ორგანიზაცია ამბობს, რომ მათი „პარალელური დათვლის შედეგების ვერიფიკაცია შეესაბამება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებულ შედეგებს, თუმცა, იგი ვერ იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო პროცესის ვალიდურობის საზომი, ვინაიდან წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს დაფიქსირებულმა […]