რადოსლავ სიკორსკი – ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადოსლავ სიკორსკი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისგანცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ევროპა ქართველ ხალხის გვერდით უნდა დაუდგეს. „საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ევროპა ახლა ქართველ ხალხს გვერდით უნდა დაუდგეს“, – წერს სიკორსკი სოციალურ პლატოფრმა X-ზე. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე იყო “ტოტალური გაყალბება”, […]

“მახალისებენ ოპოზიციას რომ მისცეს ხმა და კომენტარებში მიგდებს მათ მილოცვებს ოცნების ლიდერებთან – ნინო ნადირაძე

კლინიკა “ვივამედის“ გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე გუშინ ქვეყანაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს სოციალურ ქსელში ეხმაურება: “ყველაზე უფრო ისინი მახალისებენ, ზუსტად რომ ვიცი, ოპოზიციას რომ მისცეს ხმა. საბიუჯეტო სტრუქტურებში რომ მუშაობენ და კომენტარებში მიგდებს მათ მილოცვებს ოცნების ლიდერებთან, ვინმე გაძალებთ?“ – წერს ნინო ნადირაძე სოციალურ ქსელში.

რადოსლავ სიკორსკი: ახლა ევროპა უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით

არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი წერს, რომ ახლა ევროპა ქართველი ხალხის გვერდით უნდა დადგეს. The President of Georgia has announced that the parliamentary elections were falsified. Europe must now stand with the Georgian people.— Radek Sikorski (@radeksikorski) October 27, 2024 ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე საქართველოს პრეზიდენტმა […]

ნიკა მელია – ყველამ ოპოზიციაში და პრეზიდენტმა გადავწყვიტეთ, რომ ბრძოლა გრძელდება თავისუფლებისთვის – ჩვენ არ გავხდებით რუსული გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილი

ძალიან მნიშვნელოვანი თავყრილობა იყო, ყველამ ოპოზიციაში და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გადავწყვიტეთ, რომ ბრძოლა გრძელდება თავისუფლებისთვის, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მელიას თქმით, საქართველო არ გახდება რუსული გეოპოლიტიკური სივრცის ნაწილი. “ალბათ გავა პერიოდი და დღევანდელ შეკრებას ისტორიული შეკრების ხასიათი მიეცემა. ძალიან მნიშვნელოვანი თავყრილობა იყო, ყველამ ოპოზიციაში, ქალბატონმა ზურაბიშვილმა […]

თინა ბოკუჩავა – გახარიას პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტი ქოლგის ქვეშ ნებისმიერ კოორდინაციას და კონსულტაციას მხარს უჭერენ

გახარიას პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი პრეზიდენტი ქოლგის ქვეშ ნებისმიერ კოორდინაციას და კონსულტაციას მხარს უჭერენ ,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას „გახარია – საქართველოსთვის“ წევრების საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე არ გამოჩენასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „გახარია – საქართველოსთვის“ წევრები პრეზიდენტთან გამართულ ყველა შეხვედრას ესწრებოდნენ და მზად არიან ნებისმიერი კოორდინაციისთვის, […]

,,ორი ნაბიჯია გასაკეთებელი პარლამენტი რომ არ შედგეს“ – ბაჩო დოლიძე

,,ახალის” წევრი, ბაჩო დოლიძე: ,,ორი ნაბიჯია გასაკეთებელი პარლამენტი რომ არ შედგეს. 1.პარტიის თავჯდომარეებმა უნდა ჩახსნან არა გააქტიურებული საპარლამენტო სია. 2.შემდეგ გააქტიურებულ სიაში მყოფმა ადამიანებმა ცსკოს საბოლოო ოქმის მიღებამდე უნდა მიმართონ ცსკოს სიიდან ამოღების განცხადებით. საბოლოო ოქმის მიღების შემდეგ დარჩება მარტო ოცნების დეპუტატები და ეს არ იქნება 100 მანდატი.ამიტომ პარლამენტი ვერ უყრის 100 დეპუტატის უფლებამოსილებას რაც […]

“ჯოჯოხეთში განსაკუთრებული ქვაბი ელით იმათ, ვინც არგუმენტის გარეშე, წარმატების ილუზია შეუქმნეს გულუბრყვილო ადამიანებს” – ზურაბ გურული

აშშ-ს მასაჩუსეტის უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ გურული: “გამარჯვებული მეომრები ჯერ იგებენ ომს და მერე შედიან ბრძოლაში; დამარცხებულები კი ჯერ ბრძოლაში შედიან და მერე ეძებენ გამარჯვებას” ( სუნ ცზი, “ომის ხელოვნება”) ———- ჯოჯოხეთში განსაკუთრებული ქვაბი ელით იმათ, ვინც ყოველგვარი საფუძვლიანი არგუმენტის გარეშე, წარმატების ილუზია შეუქმნეს გულუბრყვილო ადამიანებს და უზარმაზარ ფსიქოლოგიურ შოკში გაატარეს უკვე მერამდენედ. იმათ, ვინც ჰიპოთეტურადაც […]

პრეზიდენტი – მინდა მივმართო ჩვენ პარტნიორებს – ევროპელებს, ამერიკელებს, უნდა დაგვიდგეთ გვერდით მოსახლეობას, რადგან ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ამ არჩევნებს ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს!

მინდა მივმართო ჩვენ პარტნიორებს – ევროპელებს, ამერიკელებს, უნდა დაგვიდგეთ გვერდით მოსახლეობას, რადგან ეს არჩევნები არ შედგა, არ არის ლეგიტიმური და ამ არჩევნებს ვერაფერი გახდის ლეგიტიმურს! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ოპოზიციურ პარტიებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „საზღვარგარეთ ყველამ უნდა იცოდეს, რომ საქართველოს დაცვა, საქართველოს მომავლის დაცვა, ამ რეგიონში […]

პრეზიდენტი – ტექნოლოგია გამოყენებულ იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება, ასეთ რამ ჯერ არ ყოფილა – ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის, რომელიც ჩვენს ხალხზე განხორციელდა

დღევანდელი ტექნოლოგიები გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ახალი ფორმის. „ეს იყო ტოტალური გაყალბება, თქვენი ხმების ტოტალური წართმევა, გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში, თუ ამ ქვეყანაში – რაც […]

თინა ბოკუჩავა – იმედი მაქვს ყველა ადამიანი, ვინც არ ეგუება ქვეყნის გარუსებას და რეალურად ხმა მისცა ქვეყნის ევროპულ მომავალს, იდგება რუსთაველზე ქვეყნის ევროპული მომავლისთვის

ჩვენ სრულად ვიზიარებთ იმ პოზიციას, რომელიც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა საზოგადოების წინაშე, ის არ აღიარებს საარჩევნო შედეგს , – ასე გამოეხმაურა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას არჩევნების არ აღიარებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ერთადერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტის მიერ, როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტია, ამგვარი განცხადება მნიშვნელოვანია. „ჩვენ ამგვარი განცხადება გუშინ გავაკეთეთ, ისევე […]