“კარგია რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შედგა, ოპოზიცია მთელი 40%-თაა წარმოდგენილი პარლამენტში” – ნათია ფანჯიკიძე

რადგან უკვე უამრავი იმსჯელეთ, იცინეთ, იჩხუბეთ, იბრაზეთ, და დასკვნის სახით ტოტალურ მარცხად აღიქვით ყველაფერი, გავბედავ და გაგამხნევებთ რომ მიუხედავად გაყალბებისა, მაინც არანაირად არ არის ხელწამოსაკრავი ის შედეგი, რაც დაიდო, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამომრჩევლის დიდ ნაწილს ოპოზიციაში, რბილად რომ ვთქვათ, ფავორიტები არ ჰყავს. ხალხი, განსაკუთრებით ემიგრანტები, რომლებმაც კილომეტრები დაფარეს, რომ ხმა მოეცათ, მადლობის ღირსია.
კარგი ისაა რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ შედგა, რაც იმ დღესვე ჩრდილო-კორეას დაგვამსგავსებდა. შერეული პარლამენტი უკვე არის პროგრესი.
კიდევ უფრო კარგი ისაა, რომ ოპოზიცია არც ისე მცირე, მთელი 40%-ით არის წარმოდგენილი პარლამენტში.
ამაზე უფრო კარგი ისაა, რომ ძლივს, ერთმანეთისგან განსხვავებული, მაგრამ მთლიანობაში მესამე ძალა მოღონიერდა და ნაცები აღარ არიან მთავარი ოპოზიციური პარტია, რაც ნამდვილად კარგი სიახლეა.
ბოიკოტის იდეას არ ვემხრობი. პარლამენტი საუკეთესო ტრიბუნაა პოლიტიკურ საქმიანობაში თავის წარმოსაჩენად, არასასურველი კანონების წინააღმდეგ საბრძოლველად და მომდევნო არჩევნებისთვის მოსამზადებლად. მდინარე იწყება ნაკადულიდან და თრობა ჭიქუნადანო, ძველი რაჭული ანდაზა ამბობს და ეს ანდაზა ყველა მშრომელმა უნდა იცოდეს

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ