ლონდონის ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციები უფასურდება

არჩევნების პარალელურად ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიების აქციების ფასი ბოლო ხუთი დღის ჭრილში 9-12%-მდე დაეცა. 28 ოქტომბრის 15:00 საათის მონაცემებით, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი, დღიურ ჭრილში მნიშვნელოვნად შემცირდა. საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები ბოლო 5 დღის განმავლობაში დაახლოებით 9%-ით გაიაფდა, თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციების ფასი თითქმის 10%-ით შემცირდა, ხოლო […]
უზბეკეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა და პოზიციები გაიმყარა

უზბეკეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ გაიმარჯვა და პოზიციები გაიმყარა. ამის შესახებ ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ზაინიდინ ნიზამხოჯაევმა განაცხადა, იუწყება „გაზეტა.უზ“. არჩევნები პირველად ჩატარდა შერეული სისტემით: 75 მანდატი პარტიული სიების მიხედვით გადანაწილდა, 75 – ერთმანდატიანი ოლქების მიხედვით. არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ხუთმა პარტიამ. ყველა მათგანი შევიდა პარლამენტში. უზბეკეთის ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ მოიპოვა 64 ადგილი (42,7%), დემოკრატიულმა […]
Sofascore-ს ტურის სიმბოლურში დავითაშვილი და მიქაუტაძე მოხვდნენ

ლიგა 1-ის მე-9 ტური ქართველი ფეხბურთელებისთვის გამორჩეული გამოდგა. საშინელი სტარტისა და გასულ მატჩში (“ლე ავრთან” 4:0) საგოლე გადაცემის შესრულების შემდეგ, გიორგი მიქაუტაძემ ჩვენთვის კარგად დაცდილ “ოსერთან” 2 გოლი გაიტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დამსახურებულად დასახელდა, თუმცა ოლიმპიკოელებმა მატჩი ვერ მოიგეს (2:2). შეგახსენებთ, ამავე გუნდთან ზურიკო დავითაშვილმა 5 ოქტომბერს ჰეთრიკი შეასრულა. თავად ზურიკომ “ანჟერთან” 2 გოლი […]
Georgia Capital-ის პარტნიორი ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესში ჰოლანდიური Royal Swinkels-ი გახდა

საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ფონდმა “საქართველოს კაპიტალმა” (GCAP) ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესი გაყიდა – ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა. საუბარია კომპანია “გლობალ ბიერ ჯორჯიაზე”, რომელიც საქართველოში “ყაზბეგის” ლუდისა და ლიმონათის ბრენდების, ასევე “აისის”, “შავი ლომის”, საქართველოში “Heineken”-ის, Amstel-ის, Krusovice-სა და სხვა საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორია. აღნიშნული ბიზნესის […]
გიორგი გახარია – ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს

ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამოიყენებენ თუ დათმობენ საპარლამენტო მანდატებს. გახარიამ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოპარა. ინფორმაციისთვის, გიორგი გახარიას პარტიამ პარლამენტში 12 მანდატი მოიპოვა.
ჯოზეფ ბორელი – ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს, – სააგენტო „ფრანს-პრესის“ ცნობით, ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის საზოგადოებრივი რადიო RNE-თან ინტერვიუში განაცხადა. „რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს. კავშირის როტაციის წესით არჩეულ პრეზიდენტს საგარეო პოლიტიკაში უფლებამოსილება არ გააჩნია“, – აღნიშნა […]
ანა დოლიძე – „ძლიერ საქართველოში“ გავხსენით შტაბი, სადაც ვაგროვებთ მტკიცებულებებს საერთაშორისო გამოძიებისთვის

„ძლიერ საქართველოში“ გავხსენით შტაბი, სადაც ვაგროვებთ მტკიცებულებებს საერთაშორისო გამოძიებისთვის – ეს არ იყო ჩვეულებრივი გაყალბება, ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი საერთაშორისო დანაშაული, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, „ძლიერი საქართველო“ პარლამენტში შესვლას არ განიხილავს. „ჩვენ ბუნებრივია, პირველ რიგში, ვხედავთ, განვიცდით, დავინახეთ და დღეს ვაფიქსირებთ ყველა […]
ხაზარაძე: 7 საათზე, აქციაზე ველოდებით ყველას, ვისაც ამ სპეცოპერაციით ხმა წაართვეს

ძლიერი საქართველოს ლიდეირ მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს დღეს, რუსთაველზე დაგეგმილ აქციაზე მოსვლისკენ მოყწოდებს. ამასთან, ხაზარაძე ამბობს, რომ ოპოზიციური პარტიები მუშაობენ იმ საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც არჩევნებს აკვირდებოდნენ. “დღეს 7:00 საათზე, ველოდებით იმ ადამიანებს, ვისაც წაართვეს და არა მარტო ვისაც წაართვეს, ამ სპეცოპერაციით ყველაზე მთავარი და ღირებული – საკუთარი არჩევანი. ჩვენ დავიცავთ თითოეული ჩვენი მოქალაქის და თითოეული ამომრჩევლის […]
მაია სანდუ – მოლდოვა მხარს უჭერს ქართველებს, რომლებიც იბრძვიან თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის

მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, სადაც ქართველ კოლეგასთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართულ სატელეფონო საუბარს ეხმაურება. „ახლახან ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს საქართველოში ჩატარებული არჩევნების შემდეგ. მოლდოვა მხარს უჭერს ყველა ქართველს, რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის“, – აცხადებს სანდუ.
კახა კალაძე – წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ოპოზიციის საქმე, ხავსიც აღარ დარჩათ, რას ეკიდებიან თვითონაც არ იციან – მე კი ვიცი, რას ეკიდებიან, უბრალოდ მეუხერხულება ვისაუბრო ამ ყველაფერზე

წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისეა ოპოზიციის საქმე. ხავსიც აღარ დარჩათ, რას ეკიდებიან თვითონაც არ იციან – წარმოუდგენელია, ელექტრონული აპარატით ვინმემ რაიმე გააყალბოს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, ამომრჩევლის ხმას დაიცავენ. „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ისე ოპოზიციის საქმე. ხავსიც აღარ დარჩათ, რას ეკიდებიან თვითონაც არ იციან. მე კი ვიცი, რას ეკიდებიან, […]