კახა კალაძე – მინდა მოვუწოდო ISFED-ს, დამალულები რომ არიან და არ ჩანან, გამოვიდნენ, კეთილი ინებონ, გამოიტანონ შედეგები!

მინდა მოვუწოდო ISFED-ს, დამალულები რომ არიან და არ ჩანან, გამოვიდნენ, კეთილი ინებონ, გამოიტანონ შედეგები! – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორც კალაძემ განაცხადა, გვახსოვს, „თუ რა იკადრა ISFED-მა 2020 წელს“. „ნინო დოლიძემ პირდაპირ თქვა, რომ ერთი ერთში ემთხვევა მათ მიერ ჩატარებული პარალელური დათვლები მიღებულ შედეგებს. კეთილი ინებონ […]

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი მცირდება

ლონდონის საფონდო ბირჟაზე, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველივე ვაჭრობაში, ქართული კომპანიების აქციების ფასის კლება დაფიქსირდა. ამ დროისთვის, ბოლო სავაჭრო სესიასთან შედარებით, სამივე ქართული კომპანიის აქციების ღირებულების ვარდნა 6%-ს აღემატება.

,, ჩვენ არ ვიყავით და არც მომავალში ვიქნებით ამის ნაწილი. ჩვენ დიდი ხანია გვღვიძავს” – იაგო ხვიჩია

გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს: ,,არჩევნები არ გაყალბებულა, უფრო ზუსტად რო ვთქვათ ისევე გაყალბდა, როგორც სულ ყალბდებოდა, თქვენს გონებას შეუქმნეს მატრიცა, რითაც თქვენი არჩევანი გააყალბეს. მარტივად რო ვთქვათ, თქვენით შემოგახაზინეს ყ@@ეობა. ახლა რამდენიმე მიტინგზე გამოგიყვანენ, წინ და უკან გატარებენ და დაგშლიან. ბოლოს ყველანი რა თქმა უმდა შევლენ “რუსულ” პარლამენტში და იქიდან დაუწყებენ პუტინს […]

ჩვენი პარტია ოცნების არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, აქ ვსვამ წერტილი – გახარია

პარტია გახარია – საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია: “ივანიშვილს ბოლო შანსი ჰქონდა გადაერჩინა ქვეყნის ევროპული მომავალი და სამართლიანობის განცდა ამ ქვეყანაში. ჩემდა სამწუხაროდ, ეს ბოლო შანსიც არ გამოიყენეს და ეს ბოლო შანსი უნდა ყოფილიყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება…ძალაუფლების შენარჩუნება და საკუთარი მილიარდების გადარჩენა ამჯობინა. სიხარბე, როგორც ხშირად ხდება, სიხარბემ მიგვიყვანა იმ მძიმე კრიზისულ მდგომარეობამდე, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. […]

მამუკა ხაზარაძე – ეს არჩევნები იყო მიტაცებული, სპეცოპერაციით ჩატარებული, იყო რუსული სცენარით განვითარებული და რუსეთში ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანას არ გავატანთ

ეს არჩევნები იყო მიტაცებული, სპეცოპერაციით ჩატარებული, იყო რუსული სცენარით განვითარებული და რუსეთში ბიძინა ივანიშვილს ამ ქვეყანას არ გავატანთ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ოპოზიციური პარტიების საგანგებო შეკრების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციაზე ოპოზიციური პარტიები საზოგადოებას სამოქმედო გეგმას გააცნობენ. „დღეს, 19:00 საათზე ველოდები იმ ადამიანებს, ვისაც […]

„გახარია საქართველოსთვის“ არჩევნების შედეგების საპროტესტოდ დღეს დაგეგმილ აქციას უერთდება

„გახარია საქართველოსთვის“ არჩევნების შედეგების საპროტესტოდ რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ აქციას უერთდება. პარტიის თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებით, იქნებიან იქ, სადაც მათი მხარდამჭერები. „ჩვენ ვნახეთ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, ისევე როგორც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების განცხადებები, რომ თუ სისტემური დარღვევები არ იქნება სათანადოდ გამოძიებული, ვერავინ და ვერასდროს დაამტკიცებს და ახსნის, რომ ის მანიპულაციის სქემები, რომელიც გამოყენებული იქნა, სისტემურად […]

ძლიერი საქართველო: ჩვენ ამ პარლამენტში შესვლას არ განვიხილავთ

ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე ამბობს, რომ პარლამენტში შესვლას არ აპირებენ. “რა თქმა უნდა ამ პარლამენტში ჩვენ შესვლას არ განვიხილავთ. მინდა შეგახსენოთ, რომ თქვენს წინაშეა პარტია ლელო, რომელმაც ვაჟკაცურად 2020 წელს ჩახსნა სია და მამუკა ხაზარაძე თვითონ გავიდა პარლამენტიდან. ამიტომ, ჩვენთან ამასთან დაკავშირებით კითხვები არ არის – ჩვენ ეს გაკეთებული გვაქვს. ჩვენ ამ პარლამენტში […]

,,სიების ჩახსნის პროცესის დასაწყებად ამდენი ყოყმანი რა საჭიროა? რას ელოდებით?“ – გიორგი თავდგირიძე

,,სიების ჩახსნის პროცესის დასაწყებად ამდენი ყოყმანი რა საჭიროა? რას ელოდებით?“ – გიორგი თავდგირიძე სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე: ,,სიების ჩახსნის პროცესის დასაწყებად ამდენი ყოყმანი რა საჭიროა? რას ელოდებით? შედიხართ ქართულ დუმაში?”

,, თუ ვინმე არჩევნებში ხმას აძლევს მოსყიდვით ან იმით, რომ ვიღაც კარგ სამსახურს ჰპირდება, ის ადამიანი არის ანგარი და ვერც სამშობლოს, ვერც ქვეყანას და ვერც ხალხს ვერ გამოადგება“ – მეუფე საბა

,, თუ ვინმე არჩევნებში ხმას აძლევს მოსყიდვით ან იმით, რომ ვიღაც კარგ სამსახურს ჰპირდება, ის ადამიანი არის ანგარი და ვერც სამშობლოს, ვერც ქვეყანას და ვერც ხალხს ვერ გამოადგება“ – მეუფე საბა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბა ინწკირველმა ქადაგების დროს საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა: ,,ჩემთვის ქვეყანა არის პირველ რიგში, სადაც იქნება ადამიანი უმაღლეს ღირებულებაზე აწეული. მისი თავისუფალი […]

პოლონეთში კარტოფილის სურნელით სუნამო გამოუშვეს

პოლონურმა ლუქს–კლასის ბრენდმა, მსოფლიოში პირველი კარტოფილის სურნელის მქონე სუნამო გამოუშვა. ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. სუნამოს „პოლონური კარტოფილი“ ჰქვია. მისი შემადგენლობა არის კარტოფილის არომატი, რომელიც შერწყმულია ვარდთან, ჰელიოტროპთან და მიხაკთან. კარტოფილი კულტურულად და ისტორიულად მჭიდრო კავშირშია პოლონეთთან და მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ტრადიციულ სამზარეულოში – კერძოდ, ის ღვეზელებისა და ბლინების განუყოფელი ინგრედიენტია. სუნამოების ავტორი, მიხალ გილბერტ ლაჰა, […]