Bavaria-ს მწარმოებელი Royal Swinkels-ი ქართულ “ყაზბეგს”, “აისის” და სხვა ბრენდებს ყიდულობს

ნიდერლანდების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ლუდის მწარმოებელმა Royal Swinkels-მა საქართველოში $63-მილიონიანი ინვესტიცია განახორციელა. Royal Swinkels-მა საქართველოს კაპიტალისგან 63 მილიონ დოლარად შეიძინა კომპანია “გლობალ ბიერ ჯორჯიას”, 80%-იანი წილი. თავად “გლობალ ბიერ ჯორჯია” ლუდისა და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი და დისტრიბუტორია. კომპანიის აქტივებს შორისაა ლუდის ქარხანა და ბრენდები “ყაზბეგი”, “შავი ლომი”, “კაიაკი”, “აისი”, ასევე საერთაშორისო ბრენდების “Heineken”-ის, Amstel-ის, Krusovice-სა და […]
,, კარგა ხანია უკვე სიმართლის თქმის დროა არა მხოლოდ ხელისუფლებაზე, არამედ აქეთა მხარის მიდგომებზე” – ირაკლი მელაშვილი

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი: ,,ჩემი აზრით, სამწუხაროდ ამ არჩევენების წაგების მიზეზები ბევრად უფრო ღრმაა, ვიდრე ბანალური გაყალბება. მარცხის მიზეზების გაგებას არა მხოლოდ “გაგვიყალბეს გაგვიყალბეს” ძახილი, არამედ ოპოზიციის ლიდერების და სამოქალო სექტორის მხრიდან განვლილი გზის კრიტიკული ანალიზი ჭირდება, თუნდაც იმ საკითხში, ოთხ პარტიას თქვენი დამკვირვებელ – წარმომადგენლებიან -კომისიიის წევრებიანა, პლიუს საკმაოდ კარგად დაფინასბულ სამოქალაო სექტორის მრავალრიცხოვან […]
გახარია: „საპროტესტო აქცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ იქ ვიქნებით“

პარტიის, „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ისინი მონაწილეობას მიიღებენ 28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციაში. მისი თქმით, აქცია, რომელიც პარლამენტის წინ გაიმართება, მნიშვნელოვანია, რათა გამყარდეს „24-საათიანი ბრძოლა“, რომელსაც ისინი აწარმოებენ ქვეყნის ევროპული მომავლის და არჩევნების, როგორც სამართლიანი ინსტიტუტის, გადარჩენისთვის: „რა თქმა უნდა, საპროტესტო აქციაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს გამყარდეს და, რა თქმა […]
კრემლი ირწმუნება, რომ საქართველოს არჩევნებში არ ჩარეულა

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას კრემლი გადაჭრით უარყოფს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. “ეს ბრალდებები ბევრ ქვეყანაში ჩვეულ ხასიათს ატარებს, რაღაც ისე თუ ვერაა, რუსეთს ადანაშაულებენ. არა, ეს ასე არაა, არანაირი ჩარევა არ ყოფილა”, – ამბობს პესკოვი. საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობას არ აღიარებს ბარიერგადალახული არცერთი ოპოზიციური პარტია და პრეზიდენტი […]
ISFED: პარალელური დათვლის მონაცემებს საარჩევნო პროცესის შესაფასებლად ვერ გამოვიყენებთ

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), რომელიც საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა და ხმების პარალელურ დათვლასაც აწარმოებდა, ამბობს, რომ დათვლის მონაცემებს არ აცხადებს, რადგანაც ის ვერ გამოდგება დარღვევებით მიმდინარე არჩევნების შესაფასებლად. „2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილი ფუნდამენტური ხასიათის დარღვევების ერთობლიობამ გავლენა მოახდინა ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენაზე და, შესაბამისად, არჩევნების შედეგები ვერ […]
სალომე ზურაბიშვილი – ეს არის არჩევნები, რომელიც მოიპარეს – ვფიქრობ, რომ ქართველი ხალხი ქუჩაში დაადასტურებს ამ შეფასებას

ის ინფორმაცია, რომელიც მივიღე გაყალბების მრავალი ფორმის შესახებ, მიბიძგებს გავაკეთო განცხადება, რომელიც გუშინ გავაკეთე – ეს არის არჩევნები, რომელიც მოიპარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, რატომ არ შეაფასეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაყალბებულად, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არჩევნებიდან ასე მცირე დროის შემდეგ არ აკეთებენ განცხადებას […]
გიორგი გახარია – ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, წერტილი!

ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, წერტილი! – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, გამოიყენებენ თუ დათმობენ საპარლამენტო მანდატებს. გახარიამ არჩევნების გაყალბებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხს არჩევნები მოპარა. “ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს, წერტილი და ამ საკითხს მეორედ აღარ დავუბრუნდები!” […]
კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილის სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, სამარცხვინო იყო

სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ, სამარცხვინო იყო, – ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საუბრისას თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს, რომელიც მან ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა. „სალომე ზურაბიშვილი არის წარმავალი, რამდენიმე დღე დარჩენია ამ ადამიანს. სამარცხვინო იყო მისი სპეკულაციური განცხადებები, რომელიც გუშინ მოვისმინეთ. მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ თუკი ვინმე გაბედავს […]
გიორგი გახარია – პირადობის მოწმობებით მანიპულირებასთან დაკავშირებით უკვე საკმარისზე მეტი მტკიცებულებები გვაქვს, რომ მივმართოთ პროკურატურას

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას განცხადებით, არჩევნებში ე.წ. პირადობის მოწმობებით მანიპულირებასთან დაკავშირებით პროკურატურისთვის მიმართვას გეგმავს. როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ოცნებას“ და პერსონალურად ივანიშვილს ბოლო შანსი ჰქონდა გადაერჩინა ქვეყნის ევროპული მომავალი და სამართლიანობის განცდა ამ ქვეყანაში. „ჩემდა სამწუხაროდ, ეს ბოლო შანსი არ გამოიყენეს და ეს ბოლო შანსიც უნდა ყოფილიყო სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ამ […]
ირაკლი ფავლენიშვილი – ხელს გვიშლიან ჩვენი კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში – თუ რუსთაველის გამზირზე დინამიკები არ შემოვიტანეთ და სცენა არ მოვაწყვეთ, პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობა შეგვეზღუდება

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით სცენის მოწყობისა და ხმის აპარატურის დამონტაჟების საშუალებას არ აძლევენ. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი მათ კონსტიტუციური უფლების გამოყენებას და პროტესტის გამოხატვის შესაძლებლობას უზღუდავს. „როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, ხელს გვიშლიან ჩვენი კონსტიტუციური უფლების გამოყენებაში. თუ არ შემოვიტანეთ დინამიკები, თუ არ […]