ნიკა გვარამია – ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს – ეს „ქართული ოცნება“ ვერ იქნება, აგერ ნახავთ

ამ ქვეყანაში არჩევნების შედეგები გაბათილდება, ჩატარდება ახალი არჩევნები, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს – ეს „ქართული ოცნება“ ვერ იქნება, აგერ ნახავთ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ყველაფერი გამოძიებული იქნება. როგორც გვარამია აღნიშნავს, „არალეგიტიმური არჩევნები ნიშნავს ქვეყანაში დემოკრატიის ჩამოქცევას ერთხელ და სამუდამოდ“. „პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პარლამენტი […]
პრეზიდენტი – მიზნად ვისახავდი 4 პროევროპულ პარტიასთან ერთად ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას, მსგავსი შანსი არ მოგვეცა მმართველი პარტიის მიერ, რომელიც ყველა პირობებში შეინარჩუნებდა პარლამენტში პოზიციების 30%-ს

მე მიზნად ვისახავდი 4 პროევროპულ პარტიასთან ერთად ტექნიკური მთავრობის ჩამოყალიბებას, იმისთვის, რომ ხელი შემეწყო ამ კოალიციის დაწყებისთვის, მსგავსი შანსი არ მოგვეცა მმართველი პარტიის მიერ, რომელიც ყველა პირობებში შეინარჩუნებდა პარლამენტში პოზიციების 30%-ს და იქნებოდა დემოკრატიული ოპოზიციური ძალა. ეს გზა არ იქნა არჩეული, მათ აირჩიეს დიქტატურა და არა დემოკრატია, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე […]
თამარ კორძაია – თუ ხელისუფლებას სურს, დაამტკიცოს, რომ არჩევნები კანონიერად ჩაატარა და არავითარ გაყალბებას, ტექნოლოგიურ მანიპულაციას ადგილი არ ჰქონია, ყველა უბანზე გახსნას ვერიფიკაციის დამადასტურებელი ქვითრები, სიები და ერთმანეთთან შედარება დაიწყოს

პრობლემა არ არის ბიულეტენებში, პრობლემა არის სხვაგან, ვერიფიკაციის დამადასტურებელ ქვითრებსა და სიებში, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, იმის დასამტკიცებლად, რომ არჩევნები კანონიერად ჩატარდა და გაყალბებას ადგილი არ ჰქონია, ყველა უბნის შედეგები გადათვალოს. „დღეს, საარჩევნო ადმინისტრაცია ლოტოტრონით შეარჩევს იმ უბნებს, რომლებსაც გახსნიან და ხელახლა გადათვლიან. დღევანდელი დილის […]
პრეზიდენტი – არ ვფიქრობ, რომ ვიქტორ ორბანს აქვს რაიმე მანდატი ევროკავშირისგან – საქართველოს მოსახლეობისთვის ცხადია, რომ ის ჩამოდის მხოლოდ როგორც მმართველი უმრავლესობის მეგობარი

არ ვფიქრობ, რომ ვიქტორ ორბანს აქვს რაიმე მანდატი ევროკავშირისგან და ვფიქრობ, ძალიან ცხადია საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ თუ ის ჩამოდის, ის ჩამოდის მხოლოდ როგორც მმართველი უმრავლესობის მეგობარი, მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური შთაბეჭდილების მოხდენის ახალი მცდელობით, მაგრამ ჩვენ ამაზე მდგრადები ვართ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა. მან ასევე ყურადღება გაამახვილა ბრიუსელის როლზე, საქართველოში […]
“თოფურიას დასაჩოქებლად ნებისმიერ დროს მზად ვარ” – პედი პიმბლეტი ილია თოფურიაზე საუბრობს

26 ოქტომბერს, ,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლა, ილია თოფურიასა (16-0) და მაქს ჰოლოვეის (26-8) შორის გაიმართა. დაპირისპირებაში გამარჯვებას, ილია თოფურია შესანიშნავი ,,ნოკაუტის” წყალობით, დაეუფლა. ეს ილია თოფურიასთვის მე-16 გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის ისტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა. შეხვედრას, თავიანთ ინტერნეტ პლათფორმებზე, უამრავი […]
“ამას იტალიაში “ნაპოლისგან” ვერავინ წარმოიდგენდა” – დელ პიერო

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ალესანდრო დელ პიერომ Sky Calcio-სთან ინტერვიუში “ნაპოლის” შესახებ ისაუბრა. “ველოდებოდი თუ არა, რომ “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იქნებოდა? ნამდვილად არა. “ვერონასთან” განცდილი ფიასკოს შემდეგ, იტალიაში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ “პარტენოპეი” წინ იქნებოდა. კონტესთვის მაკტომინეი და ლუკაკუ საკვანძო ფეხბურთელები არიან, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ “ნაპოლი” კიდევ უფრო მოუმატებს. ანტონიოს შეუძლია თამაშები “ბინძური” […]
ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი ანასტასია ჩხარტიშვილი 19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის რიგის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია

ქართველი მაგიდის ჩოგბურთელი ანასტასია ჩხარტიშვილი 19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის რიგის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია. სპორტსმენმა ტურნირზე ყველა შეხვედრის მოგება გეიმის წაუგებლად შეძლო, ფინალში კი ლიეტუველი მაგიდის ჩოგბურთელი ანგარიშით 3:0 დაამარცხა. რიგის საერთაშორისო ტურნირს სარეიტინგო ტურნირის სტატუსი აქვს. ასპარეზობაში 13 ევროპული ქვეყანა მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ 19 წლამდე ასაკის გოგონათა შორის ანასტასია ჩხარტიშვილი პირველი ქართველი მაგიდის ჩოგბურთელია, […]
$40-მილიონიანი სავალუტო ინტერვენციის მიუხედავად კომერციულ ბანკებში ლარი მაინც გაუფასურდა

„კომერსანტის“ მიერ გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში ლარმა ევროსთან და დოლართან მიმართებით გაუფასურება არჩევნების დღიდან დაიწყო. უფრო კონკრეტულად, 27 ოქტომბერს კომერციულ ბანკებში ევროს ფასი 3 ლარს აღემატებოდა, რაც შეეხება დოლარს, 1 დოლარის შეძენა 2.8050-2.8250 ლარად, ხოლო გაყიდვა 2.6850–2.6900 ლარის ფარგლებში იყო შესაძლებელი. ეს იმ ფონზე, როცა ეროვნული ბანკის მიერ 25 ოქტომბერს დადგენილი […]
როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში?

გარემოს ეროვნული სააგენტო, 29-31 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. 1 ნოემბრამდე საქართველოში შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, ღამის საათებში კი დაბალი ტემპერატურა შენარჩუნდება. ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18, ღამით კი +3, +5 გრადუსია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში […]
Georgia Capital-მა ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესში ჰოლანდიური კომპანია Royal Swinkels-ი პარტნიორად შემოიყვანა

Georgia Capital-მა ლუდისა და დისტრიბუციის ბიზნესში ჰოლანდიური კომპანია Royal Swinkels-ი პარტნიორად შემოიყვანა, – ამის შესახებ თავად კომპანიის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა. Georiga Capital-ის კომპანია, “გლობალ ბიერ ჯორჯია”, საქართველოში “ყაზბეგის” ლუდისა და ლიმონათის, ასევე “აისის”, “შავი ლომის”, “Heineken”-ის, „Amstel“-ის, „Krusovice“-სა და სხვა საერთაშორისო ბრენდების ოფიციალური მწარმოებელი და დისტრიბუტორია. Royal Swinkels-ი ევროკავშირში ლუდის ერთ-ერთი […]