„იქნება მშვიდობიანი აქცია და იქ გაგაცნობთ გეგმას“ – ოპოზიციამ შეხვედრა გამართა

„კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „ძლიერი საქართველოს“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებმა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოქმედების გზების შესახებ შეხვედრა გამართეს. კონსულტაციას ესწრებოდა პრეზიდენტის წარმომადგენელიც. შეხვედრის შემდეგ „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ გეგმას პარლამენტის შენობის წინ დანიშნულ აქციაზე წარადგენენ. „დღეს, 19:00 საათზე ველოდებით იმ ადამიანებს, რომლებსაც წაართვეს ყველაზე მთავარი, ღირებული – საკუთარი არჩევანი. ჩვენ […]

არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ — გახარია

„ჩვენი პარტია „ოცნების“ არალეგიტიმურ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მისცემს“, — ასე უპასუხა პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ კითხვას, შევა თუ არა პარლამენტში. დღევანდელ პრესკონფერენციაზე გახარიამ ჩამოთვალა საარჩევნო მანიპულაციების და გაყალბების სქემები, რომლებსაც, მისი თქმით, სისტემური ხასიათი ჰქონდა. „დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოვავლინოთ, გაყალბების რომელ სქემებს ჰქონდა სისტემური ხასიათი. ამ მიზნით ვთანამშრომლობთ სადამკვირვებლო მისიებთან და დღეს გვაქვს საკმარისი […]

ანჯეი დუდა – სალომე ზურაბიშვილთან საუბარში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება განვიხილე

სატელეფონო საუბარი მქონდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტი, ანჯეი დუდა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“, – აცხადებს დუდა.

კახა კალაძე დიღმის მასივში საფეხბურთო ცენტრის მშენებლობის პროექტს გაეცნო

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თბილისში კიდევ ერთ საფეხბურთო ცენტრს აშენებს. თბილისის მერიის ცნობით, მშენებლობა დიღმის მასივში, საფეხბურთო სკოლა „ავაზას“ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სამშენებლო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ლევან კობიაშვილთან ერთად გაეცნო. თბილისის მერის თქმით, წინა ხელისუფლების დროს გასხვისებული ტერიტორია დედაქალაქის მერიამ ადგილმონაცვლეობის გზით დაიბრუნა და შემდეგ ფეხბურთის ფედერაციას გადასცა. „დიღმის მასივში მდებარე […]

კახა კალაძე არჩევნების შედეგების გამოძიების მოთხოვნაზე – თუკი ვინმეს კითხვის ნიშანი აქვს ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, გაერთიანდნენ, მობრძანდნენ და რამდენი უბანიც უნდათ, დაითვალონ

მზად ვართ, ვისაც უნდა, რამდენი უბანიც უნდა, თვითონ აირჩიონ. ყველა უბნის გადათვლა უნდათ? – პრობლემა არ არის, – ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე არჩევნების შედეგების გამოძიებასთან დაკავშირებით მედიის შეკითხვას და აცხადებს, რომ არჩევნები შედეგებისადმი არასწორი მოლოდინი ამომრჩევლებს ოპოზიციური პარტიების მცდარმა კვლევებმა შეუქმნა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, დაინტერესებულმა მხარემ სასურველი რაოდენობის უბნები გადაამოწმოს. […]

ნიკა გვარამია – ოდირის დასკვნა ჩემთვის ბიბლია არ არის, რომ ყველაფერს დავეთანხმო – შეფასების ბევრ პუნქტს ვეთანხმები, თუმცა ყველა მისაღები არ არის

ოდირის დასკვნა ჩემთვის ბიბლია არ არის, რომ ყველაფერს დავეთანხმო, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დარღვევებთან დაკავშირებით ოდირის შეფასების ძალიან ბევრ პუნქტს ეთანხმება, თუმცა ყველა პუნქტი მისთვის მისაღები არ არის. „ლეგიტიმაციაზე ვერ ილაპარაკებს ვერავინ. ლეგიტიმაცია არის შიდა საკითხი, სახალხო სუვერენიტეტის საკითხი, ხალხი აყენებს ამ საკითხს და მერე უკვე შეიძლება […]

ლევან ცუცქირიძე – მე არ ვიქნები პარლამენტში, სადაც უმრავლესობა უსამართლოდ იქნება „ქართული ოცნება“ – ეს არჩევნები მოიგო ოპოზიციამ

მე არ ვიქნები პარლამენტში, სადაც უმრავლესობა უსამართლოდ იქნება „ქართული ოცნება“ – ეს არჩევნები მოიგო ოპოზიციამ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ განაცხადა. მისი თქმით, ის იქნება პარლამენტში, რომელიც იქნება სამართლიანი და სადაც უმრავლესობაში იქნება დემოკრატიული ოპოზიცია. „მე არ ვიქნები პარლამენტში, სადაც უმრავლესობა უსამართლოდ იქნება „ქართული ოცნება“. ეს არჩევნები მოიგო ოპოზიციამ. მე […]

სალომე ზურაბიშვილი – აქ ვარ იმისთვის, რომ ვიყო დამოუკიდებელი ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, რომელიც ბოლომდე იბრძოლებს დიქტატურის წინააღმდეგ

მე გარკვევით გამოვხატე ჩემი შეფასება. ვფიქრობ, რომ ამ შეფასებას მხარი ქართველმა ხალხმა უნდა დაუჭიროს, რადგან სწორედ ისინი ხედავენ, რომ მათი ხმები მოპარეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა. პრეზიდენტს დაუსვეს შეკითხვა, რისი მიღწევა სურს საპროტესტო აქციებით, რომლისკენაც მან საზოგადოებას მოუწოდა. „მე არაფრის მიღწევა არ მსურს, მე გარკვევით გამოვხატე ჩემი შეფასება. […]

როდესაც ორბანი საქართველოში ჩამოვა, ის მხოლოდ უნგრეთის პოზიციას წარმოადგენს და არა EU-ს – ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერის განცხადებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც დღეს საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მთავრობასთან კომუნიკაციისას და მის განცხადებებში არ წარმოადგენს ევროკავშირს და ის მხოლოდ უნგრეთის მთავრობის პოზიციას წარმოადგენს. ამის შესახებ ფიშერმა საკუთარ X-ზე დაწერა. “იმისთვის, რათა ევროკავშირის პოზიცია მოისმინოთ მიმართეთ შარლ მიშელს, ევროკომისიის პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა საკითხებში უმაღლეს წარმომადგენელს,”- აცხადებს ფიშერი.

პრეზიდენტ ზურაბიშვილთან არჩევნების შემდეგ, საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება განვიხილე – ანჯეი დუდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას ტელეფონით ესაუბრა, რის შემდეგაც დუდამ სოციალურ ქსელში დაწერა: „ახლახანს სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ ზურაბიშვილთან. განვიხილეთ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში შექმნილი ღრმად შემაშფოთებელი ვითარება. მე კიდევ ერთხელ გავიმეორე პოლონეთის ურყევი მხარდაჭერა ქართველი ერის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“