ფინეთის სასამართლომ პირველად მოახდინა რუსეთის გაყინული ქონების კონფისკაცია

უკრაინული კომპანია “ნაფტოგაზის” სარჩელის საფუძველზე ფინეთში ყადაღა დაედო მიწის ნაკვეთს, რომელიც ეკუთვნის რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრს. ფინეთის სასამართლომ პირველად გამოიტანა განაჩენი რუსეთის გაყინული ქონების კონფისკაციის შესახებ – იუწყება გამოცემა Helsingin Sanomat-ი. “ნაფტოგაზმა” რუსეთის წინააღმდეგ ხუთი მილიარდი დოლარის თანხაზე შეიტანა სარჩელი ანექსირებულ ყირიმში შარშან ზაფხულში მიყენებული ზარალისა და დაკარგული ქონების გამო. სარჩელის საფუძველი გახდა ჰააგის […]

ოპოზიციის ლიდერები ელჩებს ხვდებიან

ოპოზიციის ლიდერები ამ წუთებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან. შეხვედრა სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ მიმდინარეობს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, მნიშვნელოვანია ელჩების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა და ამ არჩევნებს ოპოზიცია არ იღებს. „მნიშვნელოვანია ელჩების ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები იყო გაყალბებული, ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას და ოპოზიცია ამ არჩევნებს […]

ცესკო – „საქსტატისა“ და არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობის ერთმანეთთან შედარებით ინფორმაციით მანიპულაცია ხდება, თითქოს არჩევნებში მონაწილეობა იმაზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე სიაშია – გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი

დღეს დილიდან დაინტერესებული მხარეები არჩევნებზე მისულ ამომრჩეველთა რაოდენობასთან დაკავშირებით ავრცელებენ ცრუ ინფორმაციას, რამაც უკვე კამპანიური ხასიათი მიიღო, – ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ცესკოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ცესკოს პრესსპიკერის განცხადებით, „საქსტატის“ მონაცემებისა და არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა რაოდენობის ერთმანეთთან შედარებით ხდება ინფორმაციით მანიპულაცია და ვითარების ისე წარმოჩენა თითქოს არჩევნებში მონაწილეობა იმაზე მეტმა ადამიანმა მიიღო, ვიდრე […]

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებით ეხმაურება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. ის საქართველოს ხელისუფლებისგან ელის არჩევნების წინა პერიოდში და კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევების დროულ გამოძიებას. “გამოვთქვამთ შეშფოთებას ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მიერ საქართველოს საკანონმდებლო არჩევნების შესახებ ახლახან გამოქვეყნებული პირველი დასკვნების შემდეგ, რომელიც მიუთითებს ამომრჩევლების მიმართ „ზეწოლაზე, დაშინებასა […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7255 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7198 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0057 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9484 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9442 ლარს შეადგენდა. […]

გიტანას ნაუსედა – ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ – ლიეტუვა ქართველი ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას გააგრძელებს, მისი წართმევის უფლება არავის აქვს

ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ლიეტუვა გააგრძელებს ქართველის ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე. საპარლამენტო არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით შეშფოთებების განხილვა აუცილებლად უნდა მოხდეს. ქართველებს დემოკრატიული არჩევნების უფლება აქვთ. ლიეტუვა ქართველი ხალხის ევროპული ოცნების მხარდაჭერას გააგრძელებს. […]

მამუკა მდინარაძე – ორი დღის თავგანწირული ძებნის შემდეგ ახალი მავნებლობა გამოაგდეს სოცქსელებში – ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რატომ წვალობენ ამდენს? ერთადერთი მიზეზით, რომ “ნაცმოძრაობა” ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში!

უმდაბიოესი და უმარტივესი „ფეიკი“ და მანიპულაციაა, რადგან საქსტატი ითვლის ადგილზე ფაქტობრივად მცხოვრებ და არა იქ რეგისტრირებულ, სხვაგან მცხოვრებ მოქალაქეებს ან ემიგრანტებს,- ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქსტატის მონაცემებით კონკრეტულ დასახლებებში უფრო ნაკლები ხალხი ცხოვრობს, ვიდრე რეალურად ხმების რაოდენობაა. როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, ოპონენტები ჯერ აქტიურად აზიარებდნენ ქალაქის […]

ორი დღის თავგანწირული ძებნის შემდეგ ახალი მავნებლობა გამოაგდეს სოცქსელებში – ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რატომ წვალობენ ამდენს? ერთადერთი მიზეზით, “ნაცმოძრაობა” რომ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში!

ორი დღის თავგანწირული ძებნის შემდეგ ახალი მავნებლობა გამოაგდეს სოცქსელებში – ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, რატომ წვალობენ ამდენს? ერთადერთი მიზეზით, “ნაცმოძრაობა” რომ ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში! უმდაბიოესი და უმარტივესი ფეიკი და მანიპულაციაა, რადგან საქსტატი ითვლის ადგილზე ფაქტობრივად მცხოვრებ და არა იქ რეგისტრირებულ, სხვაგან მცხოვრებ მოქალაქეებს ან ემიგრანტებს,- ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში […]

Volkswagen–ი გერმანიაში სამი ქარხნის დახურვას და ათიათასობით დასაქმებულის დათხოვნას გეგმავს – მედია

Volkswagen–ი გერმანიაში სამი ქარხნის დახურვას და ათიათასობით დასაქმებულის დათხოვნას გეგმავს – მედია გერმანული ავტომწარმოებელი Volkswagen გეგმავს ქვეყანაში მინიმუმ სამი ქარხნის დახურვას და ათობით ათასი სამუშაო ადგილის შემცირებას. „ევროპეისკაია პრავდას“ ცნობით, WDR წერს, რომ ამის შესახებ კონცერნის წარმოების საბჭოს ხელმძღვანელმა დანიელა კავალომ ვოლფსბურგში მუშებისთვის გამართულ საინფორმაციო ღონისძიებაზე განაცხადა. კავალოს თქმით, კომპანიის მენეჯმენტს სურს გერმანიაში Volkswagen-ის მინიმუმ […]

ერიკ ტენ ჰაგი “მანჩესტერის” მწვრთნელი აღარაა

“მანჩესტერმა” თავისი საიტით მწვრთნელის, რუდ ვან ნისტელროის გადაყენების შესახებ გამოაქვეყნა ინფორმაცია. გუნდს დროებით ტენ ჰაგის თანაშემწე რუდ ვან ნისტელროი უხელმძღვანელებს. ნიდერლანდელი “იუნაიტედს” 2022 წლის იანვარში ჩაუდგა სათავეში და გუნდმა მისი ხელმძღვანელობით ინგლისის ლიგის თასი და ინგლისის თასი მოიგო, ამჟამად კი პრემიერლიგაში მეთოთხმეტე ადგილზეა – ყველა ტურნირზე 14 მატჩიდან მხოლოდ 3 მოიგო.