ევროპარლამენტარები: დაუყოვნებლივ იქნას გამოძიებული არჩევნებზე გამოვლენილი ყველა დარღვევა

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარემ სერგეი ლაგოდინსკი საქართველოში არჩევნებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ის უაღრესად პოლარიზებული და დაძაბული საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. ევროპარლამენტარები მიუთითებენ ქართველი ხალხის ჩართულობაზე და ამბობენ, რომ “ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ აჩვენა ერთგულება დემოკრატიის მიმართ, […]
ქალთა ნაკრები ირლანდიასთან საპასუხო მატჩისთვის ემზადება

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის მეორე მატჩისთვის მზადებას დუბლინში აგრძელებს. 28 ოქტომბერს ჩვენი გუნდი მატჩის მასპინძელ ტალა სთეიდიემზე ივარჯიშებს. საპასუხო შეხვედრაში საქართველოს ნაკრებს თეონა ბაქრაძე და ნინო ბუხრიკიძე დაუბრუნდებიან, რომლებმაც პირველი მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვეს. ირლანდია – საქართველოს პლეი ოფის მეორე შეხვედრა 29 ოქტომბერს, დუბლინში გაიმართება და თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. საქართველოს […]
გურჯაანში ბასკეთის გასტრონომიული აკადემია პირველ სტუდენტებს 2025 წლის შემოდგომაზე მიიღებს

გურჯაანში ბასკეთის გასტრონომიული აკადემია პირველ სტუდენტებს 2025 წლის შემოდგომაზე მიიღებს გურჯაანში კავკასიის უნივერსიტეტის და ბასკეთის კულინარიული ცენტრის ერთობლივი თანამშრომლობით, გასტრონომიის აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. აკადემია პირველ სტუდენტებს 2025 წლის შემოდგომაზე მიიღებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ პროექტის ინიციატორმა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა განუცხადა, სასწავლო პროგრამები უკვე დამუშავებულია და ამ ეტაპზე, ლექტორების გადამზადება […]
III კვარტალში საქართველოში რუსეთის 768 937 მოქალაქე შემოვიდა

III კვარტალში საქართველოში რუსეთის 768 937 მოქალაქე შემოვიდა 2024 წლის მესამე კვარტალში საქართველოს საზღვრის კვეთა 7 173 157 – ჯერ განხორციელდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს სახელმწიფოსაზღვრის კვეთის სტატისტიკის მიხედვით, 23% საქართველოს მოქალაქეებზე მოდიოდა, ხოლო 77%-უცხოეთის. III კვარტალში 2 748 806-ჯერ დაფიქსირდა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ საქართველოში შემოსვლა, ხოლო გასვლა 2 785 […]
დამკვირვებლები ასახელებენ ძირითად სქემას, რომლითაც არჩევნები გაყალბდა

სამოქალაქო ორგანიზაციების კოალიციური სადამკვირვებლო მისია, “ჩემი ხმა”, აცხადებს, რომ არჩევნების მასშტაბური გაყალბების ძირითადი სქემა იდენტიფიცირებულია და 189 უბნის შედეგების გაბათილებას ითხოვს, რაც 300 000 ამომრჩევლის ხმას აჭარბებს. მისია საუბრობს როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ისე უშუალოდ კენჭისყრის დღეს მოქმედ სქემებზე არჩევნების შედეგების გასაყალბებლად. „არჩევნების გაყალბების სქემა სარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დღეს იყო შემდეგი: · საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა […]
„ჩემი ხმა“: მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მოქმედებდა ორგანიზებული გაყალბების სქემა

სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა“ აცხადებს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების დღეს „მასშტაბური გაყალბების ძირითადი სქემა იდენტიფიცირებულია“, რაც დასტურდება ფოტო, ვიდეო და აუდიომასალებით. კოალიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ლონდა თოლორაიამ ბრიფინგზე თქვა, რომ არჩევნების დღეს 1131 უბნიდან მათმა დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცედურების დარღვევის 900-ზე მეტ შემთხვევაზე აცნობეს. „196 უბანზე, სადაც ჩვენი წარმომადგენლები აკვირდებოდნენ არჩევნებს, მნიშვნელოვან დარღვევებს განმეორებითი, […]
ნაბილა მასრალი – ვიქტორ ორბანს ევროკავშირის საბჭოსგან თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით არანაირი მანდატი არ მიუღია

ვიქტორ ორბანის ვიზიტი ხორციელდება საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი უეთიერთობების ფარგლებში. პრემიერ-მინისტრ ორბანს ევროკავშირის საბჭოსგან თბილისში ვიზიტთან დაკავშირებით არანაირი მანდატი არ მიუღია , – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერმა, ნაბილა მასრალიმ განაცხადა. ამასთან, მისი თქმით, საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიცია მკაფიოდ გამოიხატა უმაღლესი წარმომადგენლისა და ევროკომისიის გუშინდელ განცხადებაში, ისევე […]
ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი ეცემა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე განთავსებული ქართული მსხვილი ბიზნესკომპანიების აქციების ფასი დაეცა. კერძოდ, ერთ დღეში „თიბისი ბანკის“ ჯგუფის ერთი აქციის ღირებულება 11.15%-ით დაეცა, საქართველოს ბანკის — 6.75%-ით, ხოლო „საქართველოს კაპიტალის“ — 8.8%-ით. აღსანიშნავია, რომ ქართული კომპანიების აქციების გაუფასურების ტენდენციას ადგილი აქვს 22 ოქტომბრიდან.
თეირანი: ისრაელის დარტყმებს ირანზე “შედეგები” მოჰყვება

თეირანი გამოდის გაფრთხილებით, რომ ისრაელს სამაგიეროს გადაუხდის ირანის სამხედრო ობიექტებზე შეტევებისთვის. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მთავარსარდალმა ჰოსეინ სალამიმ 28 ოქტომბერს განაცხადა, რომ ისრაელს “მწარედ მიეზღვება” ირანის ტერიტორიაზე ორი დღის წინ მიტანილი საჰაერო იერიშებისთვის. ასევე 28 ოქტომბერს, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ესმაელ ბაღაეიმ თქვა, რომ თეირანი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებს ისრაელის თავდასხმაზე პასუხის გასაცემად. […]
სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვისა და ესტონეთის პრეზიდენტებს ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა სატელეფონო საუბარი გამართა, ასევე, ესტონეთის პრეზიდენტთან ალარ კარისსთან.