მამუკა ხაზარაძე – „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გახსნას სიები, თუ ასე არ მოიქცა, ნათელი იქნება, რამხელა ფალსიფიკაცია ჩაატარეს – შეცდომაა იმის თქმა, რომ „მანქანამ“ ვერ დათვალა, მაგრამ, რაც ამ „მანქანას“ ჩასძახეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი

შეხვედრა იყო ინფორმაციული, ინტერესი დიდია, რადგან ყველას აინტერესებს ფაქტები, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ელჩებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. ხაზარაძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გახსნას ის მონაცემები, რომლებიც ხმის მთვლელ მანქანაშია ჩატვირთული. როგორც მამუკა ხაზარაძემ განმარტა, გაყალბება და მიტაცება მოხდა იქ, როცა ჩაიტვირთა ეს სიები მანქანაში. “შეხვედრა იყო ინფორმაციული, მივაწოდეთ ინფორმაცია. […]
იმტვრიეთ ახლა თავი, ვინ ვინ მოატყუეთ – თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციას
„ხელმოცარულ ოპოზიციას და მათ პატრონებს არ მოსწონთ შედეგები. არჩევნები რომ არ გაყალბებულა, იციან და ამდენს ვერ იტყუებიან, ამას მტკიცებულებები სჭირდება. ამიტომ ისრები წინასაარჩევნო პერიოდზე გადაიტანეს, უსამართლო გარემო იყოო,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, „რაც შეეხება გადატრიალებას, როგორც ერთი კაცი იტყოდა, ღამით ძილში ფრთხილად გადატრიალდით“. „ხელმოცარულ ოპოზიციას და მათ […]
მოქალაქეებმა ვიქტორ ორბანი შეძახილებით და სტვენით გააცილეს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელიც ცოტა ხნის რუსთაველის გამზირზე, სასტუმრო „მერიოთთან“ მივიდა, მოქალაქეებმა სტვენითა და შეძახილებით გააცილეს, როცა იგი სასტუმროს ტოვებდა. ორბანი ერთადერთია ევროკავშირის ქვეყნების ლიდერთა შორის, რომელმაც არჩევნების ოფიციალური შედეგები აღიარა და „ოცნებას“ გამარჯვება მიულოცა. ბრიუსელში ამბობენ, რომ იგი ევროკავშირს არ წარმოადგენს. პარალელურად, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს.
სკანდალი. ვინისიუსს “ოქროს ბურთს” არ გადასცემენ – როდრი პარიზში ყავარჯნებით ჩავიდა

დღეს პარიზში “ოქროს ბურთის” გადაცემის ცერემონიალი გაიმართება და როგორც ირკვევა, სკანდალი მწიფდება. უკლებლივ ყველა ესპანური გამოცემა იტყობინება, რომ გამარჯვებულად “რეალის” შემტევს ვინისიუსს არ გამოაცხდებენ, რის გამოც პროტესტის ნიშნად მადრიდული კლუბის ხელმძღვანელებიდან ღონისძიებას მხოლოდ დირექტორი ემილიანო ბუტრაგენიო დაესწრება. ჟურნალისტი გილემ ბალაგე წერს: “ვინი, შენ ვერ გაიმარჯვე, მაგრამ გამარჯვებულს პატივისცემით მოეკიდე, რადგან ეს სპორტული კეთილშობილების ყველაზე დიდი […]
ეროვნული ლიგა. XXX ტური. “ტორპედო” – “დინამო” (თბ) [LIVE]

ეროვნული ლიგის 30-ე ტურში “ტორპედო” თბილისის “დინამოს” მასპინძლობს.
„ვერავინ ვერ გათვლიდა წინასწარ და ვერ წარმოიდგენდა ამ მასშტაბის გაყალბებას, ვერც პირადად მე, რომელსაც არაერთი გაყალბება მინახავს“ – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, „კავკასიის“ დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი: „ცოტა თვითგვემაში კი წავედით, მაგრამ არ ღირს. მართლა ვერავინ ვერ გათვლიდა წინასწარ და ვერ წარმოიდგენდა ამ მასშტაბის გაყალბებას – ვერც ენჯეოები, ვერც დამკვირვებლები, ვერც ოპოზიცია და ვერც მედია, ვერც პირადად მე, რომელსაც არაერთი გაყალბება მინახავს ბოლო 30 წელში. ეს მართლაც ყველაზე თავხედური, მაშტაბური და გამორჩეული იყო რაც კი აქამდე მინახავს. […]
,, ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე” – სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილმა, რუსთაველზე აქციის მინაწილეებს მიმართა: ,,თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები. თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის არ აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის არ მისცემთ. აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ეს არის ის დროშა, რომლის გაგრძელება არის ეს ჩვენი დღევანდელი […]
„ორბანი ჩამოსულა ქოცებთან. ისევ მოუწევს, ოღონდ მისალოცად კი არა, იგორ ივანოვმა რო ასლანი წაიყვანა, ეგრე ბიძინას წასაყვანად ჩამოვა“ – ნიკა გვარამია

„ახალის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია: „ორბანი ჩამოსულა ქოცებთან. ისევ მოუწევს, ოღონდ მისალოცად კი არა, იგორ ივანოვმა რო ასლანი წაიყვანა, ეგრე ბიძინას წასაყვანად ჩამოვა.“
“ვუთხარით ჩვენი გეგმები” – ოპოზიცია დიპლომატებს შეხვდა

თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის შეკრების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერები სასტუმრო “თბილისი მერიოტში” საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ელჩებს თავიანთი პოზიცია და გეგმები გააცნეს საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით. “[ელჩებს] ვუთხარით ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, როგორ ვაპირებთ დავადასტუროთ შედეგების მასობრივი გადაწერა. თქვენ ხედავთ გამოხმარებას, რომ […]
„ვაფრთხილებ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას…“ – რას აცხადებს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი პრეზიდენტ ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს, – ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „გუშინ პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მთელ მსოფლიოს გამოუცხადა, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შედეგები არალეგიტიმურია, ქართველ ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ და პროტესტისკენ მოუწოდა, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერა სთხოვა, მაშინ, როცა ისინი დემოკრატიისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ […]