გიორგი გახარია აქციას შეუერთდა

პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია რუსთაველზე მიმდინარე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას შეუერთდა. ფოტო-ტვ პირველი

ოპოზიციის 4 პუნქტიანი სამოქმედო გეგმა

კოალიცია „ერთობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საპროტესტო აქციაზე 4 პირობა წამოაყენა: · არჩევნები არალეგიტიმურია და არ ვცნობთ მას · არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და ჩავხსნით სიებს · ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლთ გამარჯვებამდე და ვციფავ, ამ გამარჯვებას ბოლომდე მივიყვანთ · მთავარი მოთხოვა – ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ეს ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ. განახლება: ამ მოთხოვნებს შეუერთდა […]

პრეზიდენტი მოქალაქეებს – თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს და თქვენ ამის უფლებას არავის მისცემთ

აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე მისულ ადამიანებს, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები მოპარულია და ამით ამომრჩევლის მომავლის მოპარვაც სცადეს. “მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ წაგიგიათ […]

გიორგი ვაშაძე – არჩევნები არა უბრალოდ გაყალბებულია, არამედ გადაწერილი, ამიტომაც ზღვა ხალხი მოვიდა, რეალურად, ხელისუფლება არის აქ და არა იქ, ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება – ბრძოლას გამარჯვებამდე ვაპირებთ

ზღვა ხალხი მოვიდა – რეალურად, ხელისუფლება აქ არის და არა იქ, ამ ხალხს ეკუთვნის ხელისუფლება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე განუცხადა. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილი ხალხის მთავარი მიზანია, აჩვენონ ყველას, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებს “არ ვაღიარებთ”. “დღეს პრეზიდენტთან ერთად ხდება ხალხის მობილიზება. დღევანდელი […]

საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული კომპანიების შემოსავალი 187.4 მლნ ლარამდე გაიზარდა

„საქსტატის“ გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წელს საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლებმა 187.4 მლნ. ლარი შეადგინა. შემოსავლის უდიდეს ნაწილს საერთაშორისო საფოსტო-საკურიერო მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი (71.4 პროცენტი) შეადგენს, ხოლო 28.6 პროცენტი ადგილობრივი მომსახურებიდან მიღებული შემოსავლებია. „საქსტატის“ ინფორმაციით, საფოსტო და საკურიერო საქმიანობით დაკავებული საწარმოების შემოსავლების 73.6 პროცენტი ამანათების მიწოდებიდანაა მიღებული, რომლის 76.6 პროცენტი საერთაშორისო გზავნილებზე მოდის, […]

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესების მხოლოდ 26.4% მუშაობს

2024 წლის 1-ლი ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 1 027 769 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული, რომელთაგან მხოლოდ 26.4% ფუნქციონირებს. საქსტატის მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში, აქტიური ბიზნესის რაოდენობამ 271 427 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებულებიდან 466 759 ერთეულის „საქმიანობა უცნობია“, აქედან კი 19 378 აქტიურია. ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, პროცენტულად, ყველაზე მეტი რეგისტრირებული ბიზნეს სუბიექტი რეგისტრირებულია საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების […]

პრეზიდენტი: არავინ, გარდა ერთი ადამიანისა [ვიქტორ ორბანი] არ აღიარებს ამ არჩევნებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ დღის განმავლობაში არაერთ ევროპელ კოლეგას ესაუბრა და ყველა ამბობს, რომ არავინ აღიარებს საპარლამენტო არჩევნების შედეგს, გარდა ერთი ადამიანისა – უნგრეთის პრემიერის ვიქტორ ორბანისა. მან თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ საზოგადოებას წაართვა ხმები, პარლამენტი, კონსტიტუცია და ყურადღება გაამახვილა მომდევნო სამუშაოებზე, რომლებიც უნდა ჩატარდეს ოპოზიციის, საზოგადოების, სადამკვირვებლო ორგანიზაციების […]

“ვუთხარით ჩვენი გეგმები” – ოპოზიცია დიპლომატებს შეხვდა

თბილისში, პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის შეკრების პარალელურად, ოპოზიციური პარტიების ლიდერები სასტუმრო “თბილისი მერიოტში” საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდნენ. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ელჩებს თავიანთი პოზიცია და გეგმები გააცნეს. “ვუთხარით ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით, როგორ ვაპირებთ დავადასტუროთ ეს მასობრივი გადაწერა შედეგების, რაც მოხდა. თქვენ ხედავთ […]

გიორგი ვაშაძე – ელჩებთან ვისაუბრეთ, რომ არ ვცნობთ არჩევნების შედეგებს, ვუთხარით გეგმებთან დაკავშირებით, როგორ ვაპირებთ დავადასტუროთ შედეგების მასობრივი გადაწერა – მათთვის აბსოლუტურად გასაგებია ჩვენი პოზიცია

კოალიცია „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიციამ დიპლომატებთან შეხვედრისას ისაუბრა იმაზე, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ და რომ ეს საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილებაა. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრისას შეკითხვები დიპლომატიურმა მისიამაც დასვა. „ვისაუბრეთ, რომ ჩვენ არ ვცნობთ ამ არჩევნების შედეგებს, ეს არის საერთო ოპოზიციური გადაწყვეტილება. ვუთხარით ჩვენ […]

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო კობახიძე-ორბანზე – ორი იზოლირებული პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისში ერთმანეთს ხვდება

ორი იზოლირებული პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისში ერთმანეთს ხვდება, – ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, ნატალი ლუაზო საქართველოში უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ვიზიტს. „მოდით ნათელი ვიყოთ: ვიქტორ ორბანს შეუძლია თავისი ქვეყანა და მისი მიკერძოებული დიპლომატია წარმოადგინოს. ის ევროკავშირს არანაირად არ წარმოადგენს. ორი იზოლირებული პრემიერ-მინისტრი დღეს თბილისში ერთმანეთს ხვდება“, – წერს ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში.