ზურაბიშვილს დასავლელი ლიდერების ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რამდენიმე სხვა ქვეყნის ლიდერს ესაუბრა. ამის შესახებ ლიდერებმა ინფორმაცია სოციალური პლატფორმა “X”-ის საკუთარ ოფიციალურ გვერდებზე გამოაქვეყნეს. პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ დაწერა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ ვარშავის მხარდაჭერა ურყევია: “ცოტა ხნის წინ ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს. ჩვენ განვიხილეთ ღრმად შემაშფოთებელი სიტუაცია საქართველოში, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა. მე ხაზი გავუსვი პოლონეთის […]

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩავიდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი საქართველოშია. ორბანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სამთავრობო დელეგაცია დახვდა და ახლა ის თბილისში, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” იმყოფება. თბილისში ჩასვლამდე, ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს გამარჯვება მიულოცა საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგსაც საქართველოს პრეზიდენტი და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები უნდობლობას უცხადებენ. რუსეთაველის გამზირზე, სასტუმროდან რამდენიმე მეტრში, სადაც ვიქტორ ორბანი დაბინავდა, ამ წუთებში, საპროტესტო […]

ოპოზიციური პარტიები ახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა სამოქმედო გეგმა გააცნეს რუსთაველის გამზირზე, პარტლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს. „პირველი, როგორც თქვენ, ასევე ჩვენ, ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად. მეორე, არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და არათუ შესვლას, ჩვენ ჩავხსნის სიებს. მესამე, ჩვენ ვაპირებთ ვიბრძოლოთ გამარჯვებამდე და გავიმარჯვებთ ერთად. მეოთხე, ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ არჩევნები ჩაატაროს საერთაშორისო […]

ზურაბიშვილი: ორივე დროშის წინაშე შემიძლია, ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია, რომელზეც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ზურაბიშვილმა თქვა, რომ ფიცს დებს საქართველოს ძველი და მოქმედი სახელმწიფო დროშების წინაშე, რომ ხალხთან ერთად იქნება ბოლომდე. „თქვენ აქ ვინც ხართ, თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც მოიპარონ, მაგრამ ამის უფლება არავის აქვს […]

შერმადინის 8 ქულა და “ტენერიფეს” გამარჯვება კანარულ დერბიში

გიორგი შერმადინის “ლაგგუნა ტენერიფე” ესპანეთის ჩემპიონატის ლიდერთა შორის გარია. ლიგა ენდესას მორიგ, მე-5 ტურში კანარულ დერბიში ტენერიფელებმა “გრან კანარიას” უმასპინძლეს და 10 ქულის სხვაობით – 84:74 დაამარცხეს. მასპინძლებმა 8-ქულიანი უპირატესობა პირველივე პერიოდში მოიპოვეს, რაც შეიძლება ითქვას, რომ გარდამტეხი გამოდგა, რადგან დარჩენილ დროში “ტენერიფემ” მეტოქეს მნიშვნელოვნად მიახლოების საშუალება არ მისცა და საბოლოოდ გამარჯვებაც მოახერხა. შერმადინმა 16 […]

რატი ანდრონიკაშვილს რიგის ვეფ-მა 3-კვირიანი კონტრაქტი გაუფორმა

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რატი ანდრონიკაშვილი, რომელიც მიმდინარე სეზონში არც ერთ გუნდში არ ყოფილა, რიგის ვეფ-ში ითამაშებს. ლატვიის საუკეთესო კლუბთან ქართველმა უკანახაზელმა ხანმოკლე, მხოლოდ 3-კვირიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც რეალურად გამოსაცდელი პერიოდია, რის შემდეგაც, მისი თამაშიდან გამომდინარე, ქართველ კალათბურთელს ან ხანგრძლივ ხელშეკრულებას გაუფორმებენ, ან დაემშვიდობებიან. “ჩვენი კაპიტნის დაირის ბერტანსის ტრავმის გათვალისწინებით, აუცილებელი გახდა, რომ მცველის პოზიციაზე […]

ვიქტორ ორბანი საქართველოშია

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მისი თვითმფრინავი ამ წუთებში დაჯდა. დელეგაციას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი დახვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია 29 ოქტომბერს გაიმართება. უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს.

შემიძლია, ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე ამ ევროპულ გზაზე – პრეზიდენტი

აქ არის ის დროშა, რითაც საქართველომ პირველად გამოაცხადა თანამედროვე ეპოქაში თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველზე მისულ ადამიანებს, რომლებიც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად შეიკრიბნენ. ზურაბიშვილის თქმით, არჩევნები მოპარულია და ამით ამომრჩევლის მოპარვაც სცადეს. “მინდა გითხრათ, რომ თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, […]

ვითხოვთ ახალ არჩევნებს, რომლებსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია – ვაშაძე

„ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნაა ახალი არჩევნების ჩატარება – საერთაშორისო ადმინისტრაციის მიერ. „ჩვენი მოთხოვნაა, არჩევნები ჩატარეს ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ“, – თქვა ვაშაძემ.

ვაშაძე: ვითხოვთ, ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ჩაატაროს საერთაშორისო ადმინისტრაციამ

ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს დაასახელა მთავარი მოთხოვნა, რომელიც არჩევნების თავიდან, საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ჩატარებას გულისხმობს. მან ასევე აღნიშნა, რომ არ აპირებენ პარლამენტში შესვლას და უარს ამბობენ ყველა მანდატზე. “როგორც თქვენ, ასევე ჩვენ ამ არჩევნებს ვცნობთ არალეგიტიმურად, ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური. არ ვაპირებთ ამ პარლამენტში შესვლას და […]