„ახლა სიების ჩახსნის დადასტურების მოთხოვნა უბრალოდ ალოგიკურია“ – გია ხუხაშვილი

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი: „პროტესტის მიზანია არჩევნების შედეგების არაღიარება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. შესაბამისად, ახლა სიების ჩახსნის დადასტურების მოთხოვნა უბრალოდ ალოგიკურია. არარსებულში თავისთავად არც სიები არსებობს.“

„მოვითხოვთ სიების გასაჯაროებას 24 საათში“ – ანა ნაცვლიშვილი

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია ითხოვს საარჩევნო სიების გასაჯაროებას და ამისთვის 24-საათიან ვადას იძლევა. მისი თქმით, საარჩევნო სიები წარმოადგენს შავ ყუთს, რომლითაც მოხდა გაყალბება. ნაცვლიშვილი ხაზს უსვამს, რომ თუ დასამალი არაფერია, სიების გასაჯაროებაც უნდა მოხდეს.

გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს – ლეგიტიმაცია დღეიდან თქვენ გაქვთ და არა ბიძინა ივანიშვილს, ხელისუფლება არის თქვენი და არა „ქართული ოცნების“ – ვფიცავ, საქართველო თქვენთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს

ეს დიდი შეკრება იმის დასტურია, რომ გამარჯვება თქვენი, ქართველი ხალხისაა და ამ გამარჯვების დათმობას არ ვაპირებთ არავითარ შემთხვევაში, გაიგოს ეს ივანიშვილმა , – ამ სიტყვებით მიმართა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს. როგორც მან აღნიშნა, აქციის მთავარი მიზანია, მთელმა სამყარომ ნახოს, რომ ქართველი ხალხი არჩევნების შედეგებს არ ეგუება. „მივესალმები გამარჯვებულ […]

პრეზიდენტი – დრო არ არის არც პესიმიზმის, არც ხელის ჩაქნევის, არც შეგუების, ძალიან წყნარად, შემართებით, მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი ხმა – დაწერილი შედეგები არ იქნება საბოლოო, ჩვენ ამას ერთად მივაღწევთ

დრო არ არის არც პესიმიზმის, არც ხელის ჩაქნევის, არც შეგუების. დრო არის იმის, რომ ჩვენ ძალიან წყნარად, ძალიან შემართებით, მიზანმიმართულად დავიცვათ ჩვენი ხმა, – ასე მიმართა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქართული ქარტია და საქართველოს ევროპული გზა არის ერთადერთი გამოსავალი და ალტერნატივა. „ჩვენ ერთად […]

გიორგი გახარია – მთავარი მოთხოვნაა სამართლიანი არჩევნები, რომელიც ქვეყანას მიეხმარება ევროპულ გზაზე გაწევრიანებაში და არა ხელს შეუშლის – საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ? ქვეყანა როგორ უნდა მართონ?

ხალხს ტყუილში ცხოვრება არ უნდა – ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გარეშე როგორ უნდა იცხოვრონ?! დაცვის გარეშე ქუჩაში ვერ გამოდიოდნენ. ხვალ და ზეგ, როდესაც ხალხის და საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნებათ, როგორ უნდა იარონ? – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განუცხადა. მისივე თქმით, ქვეყანა დღეს ჩიხშია. “მთავარი მოთხოვნა არის […]

ოპოზიციური პარტიები საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, რომლის გამართვაზეც პასუხისმგებელი საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია იქნება

ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული მოთხოვნა – ჩატარდეს არჩევნები ახლიდან, ოღონდ ჩაატაროს საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაციამ, – ამის შესახებ „ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა. მან საზოგადოებას თავისი გუნდის სახელით, გეგმები წარუდგინა და აღნიშნა, რომ არავისთან არანაირ მოლაპარაკებებს არ აპირებენ, გარდა არჩევნების ხელახლა დანიშვნის საკითხისა. „მე მინდა კონკრეტულად ვთქვა ჩვენი გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენი გუნდის […]

ალეკო ელისაშვილი – როგორც პუტინმა სიკვდილამდე გამოაცხადა თავი პრეზიდენტად, ყველაფერი ჩვენთანაც ასე მიდის – ივანიშვილი ბოლოს მეფედ გამოაცხადებს მის რომელიმე შვილს, იტყვიან, რომ დინასტია დაიწყო – ამას ან ვეგუებით ან არა

არჩევნები, როგორც ცვლილებების შესაძლებლობა, გააუქმეს. ამას ან უნდა შევეგუოთ ან არა, – ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე “ინტერპრესნიუსს” განუცხადა. ელისაშვილის თქმით, “ქართულმა ოცნებამ” საზოგადოებას უთხრა, რომ არჩევნები გაუქმდა. “ქართულმა ოცნებამ” გვითხრა და გვაჩვენა, რომ არჩევნები გაუქმდა და არჩევნებს დაარქმევენ იმ შედეგს, რასაც თვითონ მოისურვებენ. არჩევნები, როგორც ცვლილებების შესაძლებლობა, გააუქმეს. […]

პარლამენტის მიმდებარედ, სადაც მოქალაქეები არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, პოლიციაა მობილიზებული

პარლამენტთან, სადაც არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად მოქალაქეები აქციას მართავენ, პოლიცია მობილიზებული. კერძოდ, სამართალდამცველები მობილიზებული პარლამენტის გვერდითა ქუჩებში. სამართალდამცავებს სპეციალური კორდონი აქვთ მოწყობილი ჭიჭინაძისა და 9 აპრილის ქუჩებზეც. ამ დროისთვის პარლამენტის წინ, სადაც მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, ოპოზიციური პარტიის ლიდერები სიტყვით გამოდიან. აქცია საქართველოს ჰიმნით გაიხსნა, რის შემდეგაც შეკრებილებს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით მიმართა. ლიდერებმა შეკრებილებს […]

პრეზიდენტი – გარდა ერთი ადამიანისა, ვინც აქ ჩაიარა, არავინ აღიარებს არსებულ არჩევნებს, მაგრამ ყველა გვეუბნება, რომ უნდა გავაგრძელოთ გამოძიება – ეს არის წინასწარ დაგეგმილი უზარმაზარი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, პარლამენტი, კონსტიტუცია

ეს არის წინასწარ დაგეგმილი უზარმაზარი ოპერაცია, რომელმაც წაგვართვა ჩვენი ხმები, წაგვართვა პარლამენტი, წაგვართვა კონსტიტუცია , – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა. მისივე თქმით, დღეს მან უცხო ქვეყნის პრეზიდენტებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა. „მე დღეს უცხოელ მედიას მივეცი 17 ინტერვიუ, ვესაუბრე 6 პრეზიდენტს. […]

ლევან ცუცქირიძე – მე ნამდვილად არ ვიქნები მანიპულაციით, სიცრუით გაყალბებულ პარლამენტში და დარწმუნებული ვარ, ასე მოიქცევა ყველა ჩემი ღირსეული კოლეგა

მე შემიძლია ჩემი სახელით გითხრათ, რომ ისეთ პარლამენტში, სადაც მოტყუებით, მანიპულაციით, სიცრუით, გაყალბებით „ქართული ოცნება“ ისევ უმრავლესობაში დარჩება, ნამდვილად ვერ მიხილავთ. მე ნამდვილად არ ვიქნები იქ და დარწმუნებული ვარ, ასე მოიქცევა ყველა ჩემი ღირსეული კოლეგა, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი თქმით, ერთი ადამიანის უფლებაც რომ […]