9 600 ლარზე მეტი ხელფასი საქართველოში დასაქმებულთა 2.3%-ს აქვს – PMCG

9 600 ლარზე მეტი ხელფასი საქართველოში დასაქმებულთა 2.3%-ს აქვს, – ამის შესახებ, PMCG-ის საქართველოს შრომის ბაზრის ანგარიშიდან ირკვევა. ანგარიშის მიხედვით, 2024 წლის სექტემბერში 149 ათასი ადამიანის ხელფასი 600 ლარამდე იყო, ხოლო ამავე პერიოდში იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთა შემოსავალი 2400 ლარი და მეტი იყო, 28% შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5.4%-ით მეტია. ხოლო რაც შეეხება პირებს, […]

ალეკო ელისაშვილი – მინდა გახარიას ვუთხრა კაცურად, აქციებიდან მილანძღია იცოცხლე, მაგრამ ახლა არ არის პრანჭვის დრო, ერთად ბრძოლის დროა – ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ, მაგაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები

მინდა გახარიასაც ვუთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც, აქედან მილანძღია იცოცხლე, არც თუ ისე უსაფუძვლოდ, 20 ივნისი დღემდე ვერ მომიხარშია, ახლა არ არის ერთმანეთის წყენების გახსენების დრო, აქ უნდა ვიდგეთ ყველა, პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დროა, – ასე მიმართა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გიორგი გახარიას. ელისაშვილის თქმით, ახლა საკუთარ თავს ყველამ უნდა აჯობოს […]

ნიკა მელია – იქნება უკანდაუხეველი სტრატეგია, რაციონალური, მკვეთრი გადაწყვეტილებები – პროცესი გაგრძელდება გამარჯვებამდე

პროცესი გაგრძელდება გამარჯვებამდე – იქნება უკანდაუხეველი სტრატეგია, რაციონალური, მკვეთრი გადაწყვეტილებები მიღებული, – ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერმა ნიკა მელიამ რუსთაველზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, არ იქნება მხოლოდ ემოციები, არამედ „ბევრი მართალი სიტყვა, გამაგრებული ბევრ ნაბიჯთან ერთად“. „მე ვფიქრობ, არავის ჰქონია იმის მოლოდინი, რომ 27 ოქტომბერს, დილით ადრე, ან 26 ოქტომბერს, […]

„მთავარი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები“ – გახარია

გიორგი გახარიამ, რომელიც რუსთაველზე, საპროტესტო აქციაზე იმყოფება, განაცხადა: „მთავარი მოთხოვნა არის თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნები, რომელიც ქვეყანას მიეხმარება ევროპულ გზაზე გაწევრიანებაში და არა – ხელს შეუშლის. არჩევნები კი არაა თვითმიზანი, თვითმიზანია სამართლიანობა და ჩვენი ევროპული მომავალი. თვითონ ხომ გააფუჭეს, თვითონ ხომ შეიყვანეს ქვეყანა ამ ჩიხში, ფაქტობრივად დღეს ჩიხში ვართ, საქართველოს დიდი ნაწილი დღეს დგას […]

ზურაბიშვილი: ორივე დროშის წინაშე შემიძლია ფიცი დავდო, რომ თქვენთან ერთად ვიქნები ბოლომდე

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქცია სიტყვით გამოსვლით გახსნა. აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები და პოლიტიკოსები 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. ზურაბიშვილმა თქვა, რომ ფიცს დებს საქართველოს ძველი და მოქმედი სახელმწიფო დროშების წინაშე, რომ ხალხთან ერთად იქნება ბოლომდე. „თქვენ აქ ვინც ხართ, თქვენ არ წაგიგიათ არჩევნები, თქვენი ხმა მოიპარეს და სცადეს, რომ თქვენი მომავალიც […]

ალეკო ელისაშვილი – ჩვენ, სინამდვილეში, 26 ოქტომბერს გავიმარჯვეთ, სინამდვილეში, ოპოზიცია 26 ოქტომბრიდან ეს რუსები არიან

ჩვენ, სინამდვილეში, 26 ოქტომბერს გავიმარჯვეთ, სინამდვილეში, ოპოზიცია 26 ოქტომბრიდან ეს რუსები არიან, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა რუსთაველზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ელისაშვილმა სცენიდან ის მოთხოვნები გააჟღერა, რომელიც ოპოზიციონერებმა ხელისუფლებას წაუყენეს. “გამარჯვება იყო ჩვენი ცხოვრების ნატვრა, ჩვენი არსებობის მიზანი, ქართველი ერის არსებობის მიზანი იყო სწრაფვა გამარჯვებისკენ და ძალიან ახლოს ვართ […]

ესტონეთის პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი დავარწმუნე, რომ ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ესტონეთი მხარს უჭერს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავარწმუნე, რომ ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ესტონეთი მხარს უჭერს, – ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმ საგანგაშო ვითარების შესახებ ვესაუბრე, რომელიც საქართველოში შაბათ-კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა. დავარწმუნე, რომ ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ესტონეთი მხარს უჭერს. ამას მათ ვერავინ წაართმევს“, – წერს ალარ […]

ანა ნაცვლიშვილი – არ ვაპირებთ გავჩერდეთ და შევეგუოთ კრემლში დაწერილ სცენარს! – ეს იყო არჩევნების მიტაცება, ამ დანაშაულზე თვალებს არ დავხუჭავთ, არ არსებობს დანაშაული დამნაშავის გარეშე, დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისგება

ამ ე.წ. არჩევნებს, რომელიც სინამდვილეში იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ – ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ და შევეგუოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, კრემლში დაწერილ სცენარს! , – ასე მიმართა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს კონკრეტული გეგმა, “თუ როგორ […]

სოფო ჯაფარიძე – ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა არჩევნები მოიპარა, მაგრამ ის ვერასდროს შეძლებს, მომავალი მოგპაროთ, ბრძოლა იქნება ბოლომდე

ბიძინა ივანიშვილმა, რუსმა ოლიგარქმა არჩევნები მოიპარა, მაგრამ ის ვერასდროს შეძლებს, რომ თქვენ მომავალი მოგპაროთ, ამიტომ ბრძოლა იქნება ბოლომდე!, – ასე მიმართა “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სოფო ჯაფარიძემ რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მისი თქმით, ოპოზიცია ბოლომდე დაიცავს თითოეული ადამიანის ხმას. “გპირდებით, რომ ჩვენ, აი, ეს ადამიანები ბოლომდე დავიცავთ თქვენს სიმწრით […]

საფრანგეთის ლიგა 1-ის სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მოხვდა – იშვიათი ფაქტი ქართული ფეხბურთის ისტორიაში

ზურიკო დავითაშვილი და გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის მეცხრე ტურის სიმბოლურ გუნდში დაასახელეს – რჩეული თერთმეტეული ანალიტიკურმა პორტალმა Sofascore-მა შეარჩია. მართალია, დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ „ანჟერთან“ მატჩი 2:4 დათმო, მაგრამ ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა დუბლი შეასრულა – მისი თამაში ვებგვერდმა 7.8 ქულით შეაფასა. 23 წლის ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში მეორე ინტერნეტპორტალმა, whoscored-მაც დაასახელა, რომელმაც დავითაშვილს 7.7 ქულა დაუწერა. მიქაუტაძე […]