ხათუნა სამნიძე – ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენ მივაღწიოთ იმას, რომ საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს – გამოძიების მიღწევა არის მთავარი ინსტრუმენტი, რომელიც „ქართულ ოცნებას“ დაანგრევს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ახლა ოპოზიციის მიზანია, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. როგორც სამნიძემ ოპოზიციურ პარტიებთან სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ კონსულტაციების დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამოძიების დაწყება „ქართულ ოცნებას“ დაანგრევს. „დღეს, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ მრავლობით რიცხვში, თუ რა ვქნათ ერთად და ასევე, რა არის ჩვენი გეგმა. იმიტომ, რომ ერთმანეთის გარეშე არაფერი არ […]
გურამ მაჭარაშვილი – მეთიუ მილერი იქნება თუ სხვა თანამდებობის პირი, ყველამ პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს – ნება იბოძონ, მტკიცებულება წარმოადგინონ, იქიდან ნასროლი განცხადებები შეურაცხმყოფელია და ამას აღარ ავიტანთ

მეთიუ მილერი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა თანამდებობის პირი, ყველამ პატივი სცეს ქართველი ხალხის არჩევანს – ყველამ ნება იბოძოს და მტკიცებულება წარმოადგინოს, იქიდან ნასროლი განცხადებები შეურაცხმყოფელია საქართველოს საზოგადოებისთვის და ამას საქართველოს სახელმწიფო აღარ აიტანს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებას გამოეხმაურა, […]
ორბანი საქართველოში ვიზიტისას ევროკავშირს არ წარმოადგენს – ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობათა და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოში ვიზიტისას უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ევროკავშირს არ წარმოადგენს. ამის შესახებ მან ესპანურ რადიო RNE-თან ინტერვიუში განაცხადა. „რაც არ უნდა თქვას ბატონმა ორბანმა საქართველოში ვიზიტისას, ის არ წარმოადგენს ევროკავშირს“, – განაცხადა ბორელმა. საპარლამენტო არჩევნებიდან 2 დღეში საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი. […]
„პალიტრა L“ მე-19 იუბილესთან დაკავშირებით მკითხველს სიურპრიზს უმზადებს

„პალიტრა L“ იუბილეს ტრადიციულად მკითხველთან ერთად აღნიშნავს. 31 ოქტომბერს გამომცემლობას 19 წელი უსრულდება და სწორედ აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით 30-31 ოქტომბერს განსაკუთრებულ სიურპრიზებს გთავაზობთ. გამომცემლობა 2005 წელს დაარსდა და მალევე დაიმკვიდრა საქართველოს საგამომცემლო სფეროში წამყვანი პოზიცია. ამ წლების განმავლობაში გამომცემლობამ არაერთი საეტაპო მნიშვნელობის პროექტი განახორციელა. მან საშუალება მისცა ქართველ მკითხველს, გაეცნო თანამედროვე მსოფლიო მნიშვნელობის ავტორები, გაეახლებინა […]
ცესკოს პრესსპიკერი – არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზის შექმნა კანონით არის შეზღუდული, რადგან შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებს – პარტიები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ბაზის შექმნა კანონით არის შეზღუდული, რადგან ის შეიცავს პერსონალური მონაცემების გამჟღავნების რისკებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, პარტიები, პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარე, არარეალურ მოთხოვნებს აყენებენ იმისთვის, რომ შექმნან აღქმა თითქოს საარჩევნო ადმინისტრაცია ინფორმაციას მალავს. „საზოგადოებას გვინდა მივაწოდოთ ინფორმაცია იმ დეზინფორმაციის შესახებ, […]
ბარიერგადალახულ 5 პარტიას შორის, ე.წ. ნამდვილი ხმებით 148 მანდატი განაწილდა, 2 გადაუნაწილებელი მანდატი კი საუკეთესო შედეგის მქონე „ქართულ ოცნებასა“ და გვარამია-მელიას კოალიციაზე იყოფა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ყველა საარჩევნო ოლქისა და უბნის შედეგების მიხედვით, XI მოწვევის პარლამენტში, ე.წ. ნამდვილი ხმების მიხედვით, 148 მანდატი განაწილდა, 2 გადაუნაწილებელი მანდატი კი საუკეთესო შედეგის მქონე „ქართულ ოცნებასა“ და გვარამია-მელიას კოალიციაზე „ცვლილებისთვის“ იყოფა. 5%-იანი ბარიერი ხუთმა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა. მათ შორის სადეპუტატო მანდატები ასე ნაწილდება: (#41) “ქართული ოცნება“ – 89 მანდატი (1 […]
ცესკო ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას „დისკრედიტაციულს“ უწოდებს

სალომე ზურაბიშვილი უაპელაციოდ აცხადებს, რომ საარჩევნო ტექნოლოგიები იყო გამოყენებული არჩევნების გასაყალბებლად – მივმართავთ ყველა ჩართულ მხარეს, ყურადღებით გაეცნონ ამერიკული კომპანია PRO V&V-ის დასკვნას ელექტრონულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებით, მასში პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში კი მიმართონ სამართლებრივ ზომებს,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, ცესკო საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებით პრეზიდენტის განცხადებას დისკრედიტაციულს უწოდებს. „გვინდა გამოვეხმაუროთ […]
ვასო ურუშაძე – მძიმე ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია, რასაც ლონდონის ბირჟაზე არსებული ტენდენციებიც ადასტურებს – საჭიროა, ივანიშვილმა გვერდზე გადადოს პირადი კორუფციული, კომერციული ინტერესები, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები

მძიმე ეკონომიკური კრიზისი გარდაუვალია, რასაც ლონდონის ბირჟაზე არსებული ტენდენციებიც ადასტურებს, საჭიროა, ბიძინა ივანიშვილმა გვერდზე გადადოს პირადი კორუფციული, კომერციული, ფინანსური ინტერესები, ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და ქვეყანაში დასტაბილურდეს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური მდგომარეობა, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა. მისივე მტკიცებით, ხელისუფლების ცვლილება გარდაუვალია. „აუცილებელია ჩაინიშნოს ხელახალი არჩევნები, რომელიც ჩატარდება საერთაშორისო […]
გურამ მაჭარაშვილი – ჯერ მსოფლიოში არავის გამოუგონებია ისეთი ფორმულა, რომ წაგებული პარტიების კოალიცია მოვიდეს ხელისუფლებაში და ამას ვერც ვერავინ გამოიგონებს

ჯერ მსოფლიოში არავის გამოუგონებია ისეთი ფორმულა, რომ წაგებული პარტიების კოალიცია მოვიდეს ხელისუფლებაში და ამას ვერც ვერავინ გამოიგონებს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის გადასაწყვეტია შევლენ თუ არა პარლამენტში, თუმცა „თუ არ შევლენ კიდევ უფრო უკეთესად წავა საქართველოს საქმე“. „ჩვენ არაერთხელ გვითქვამს საზოგადოებისთვის, რომ ოპოზიციის გეგმები იყო არჩევნების შემდგომი […]
ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებენ

ოპოზიციური პარტიები სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებენ. როგორც კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა, იქნება კოორდინაციაზე საუბარი, როგორ იმუშაონ ქვეყნის შიგნით და გარეთ. „გვექნება უახლოეს დღეებში კოორდინაციაზე საუბარი, როგორ ვიმუშაოთ ქვეყნის შიგნით და გარეთ და როგორ მივაღწიოთ იმ მიზანს, რომ ის მცდელობა, რაც ხელისუფლებას აქვს გამარჯვებული არჩევნები მოპარვის, არ იყოს წარმატებული. საერთო დისკუსია […]