შალვა პაპუაშვილი – პარლამენტის მუშაობას არანაირი ხინჯი არ ექნება – გაიხსენეთ, ოპოზიცია – წივილი, კივილი, მაგიდებზე შეხტომა, ტრიბუნის ბლოკირება, ასეთი ხალხით ვიქნებით თუ მათ გარეშე, დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს

პარლამენტის მუშაობას, რა თქმა უნდა არანაირი ხინჯი არ ექნება – გაიხსენეთ, ოპოზიცია საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში – წივილი, კივილი, მაგიდებზე შეხტომა, ტრიბუნის ბლოკირება და ა.შ. ამომრჩევლის ინტერესიდან გამომდინარე არანაირი საპარლამენტო საქმიანობა მათ არ ჰქონიათ, – ასეთი ხალხით ვიქნებით თუ მათ გარეშე, დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან XI […]
ლიბანში, ასევე ღაზის სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა

ღაზისა და ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროებმა განაცხადეს, რომ 28 ოქტომბერს, გვიან, ისრაელის თავდასხმების შედეგად ათობით ადამიანი დაიღუპა. ღაზის ჯანდაცვის უწყების თანახმად, სულ მცირე, 77 ადამიანი ემსხვერპლა ისრაელის თავდასხმას ხუთსართულიან შენობაზე ჩრდილოეთის ქალაქ ბეიტ-ლაჰიაში. შენობაში პალესტინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ. დაღუპულებს შორის ბევრი ქალი და ბავშვია. გრძელდება ცხედრების ძებნა ნანგრევების ქვეშ. ლიბანის ჯანდაცვის უწყების თანახმად, 60 ადამიანი დაიღუპა და […]
რას აპროტესტებს ეს ორი? „ნაცმოძრაობის“ დაბალ შედეგებს თუ საკუთარს? მათ მიიღეს თითქმის ის შედეგები, რასაც კეზერაშვილის წინა “გამოკითხვები” უწერდათ და ამაყად აფრიალებდნენ ყველგან
რას აპროტესტებს ეს ორი? „ნაცმოძრაობის“ დაბალ შედეგებს თუ საკუთარს? მათ მიიღეს თითქმის ის შედეგები, რასაც კეზერაშვილის წინა “გამოკითხვები” უწერდათ და ამაყად აფრიალებდნენ ყველგან ისმის კითხვა: რას აპროტესტებს ეს ორი? „ნაცმოძრაობის“ დაბალ შედეგებს თუ საკუთარს? მათ მიიღეს თითქმის ის შედეგები, რასაც კეზერაშვილის წინა “გამოკითხვები” უწერდათ და ამაყად აფრიალებდნენ ყველგან, – წერს ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე “ლელოს” და […]
თუ მთავრობა საერთაშორისო ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს, ბიზნესის კეთება გართულდება – რესან ქიქავა

ბიზნესსექტორის ნაწილი აცხადებს, რომ 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან მიმართებით საერთაშორისო საზოგადოების და დასავლელი პარტნიორების შეფასებებს ელოდება. როგორც „ექსპო ჯორჯიას“ დირექტორმა, რესან ქიქავამ BMG-ის განუცხადა, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სხვადასხვა შეფასებები კეთდება და თუკი ჩატარებული არჩევნების შედეგები შესაბამის ლეგიტიმაციას ვერ მიიღებს, ეს ბიზნესგარემოზეც ნეგატიურად აისახება. თუმცა ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ პროცესები ასეთი სცენარით არ წარიმართება „ჩვენ […]
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირაკლი კობახიძეს არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძემ არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი აღნიშნავს, რომ არჩევნებმა, რომელმაც ქართველი ხალხის ნება გამოკვეთა, მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩაიარა. „გულწრფელად გილოცავთ 2024 წლის 26 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებში თქვენი ლიდერობით პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვებასა და პირველი ადგილის მოპოვებას. ვიმედოვნებ, […]
სალომე ზურაბიშვილი – არჩევნების გასაყალბებლად გამოიყენებოდა „სომხური კარუსელი“ – ერთი პირადობის მოწმობით ხმის მიცემა დაახლოებით 17-ჯერ იყო შესაძლებელი

მმართველ პარტიას ვადანაშაულებ რუსული მეთოდების, რუსული ფორმების გამოყენებაში, ამ მართლაცდა სპეცოპერაციის რუსული სტილით დაგეგმვაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Associated Press-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, ეს იყო არჩევნების კარგად ორგანიზებული, დახვეწილი სტილის გაყალბება. „ეს მოიცავდა დარღვევებს, მათ შორის დაშინებას, ზეწოლას ადამიანებზე, რომლებიც საჯარო სამსახურზე არიან დამოკიდებული, ან სოციალურად დაუცველები არიან. ადამიანები, რომლებიც წარსულშიც, […]
სალომე ზურაბიშვილი – გაყალბებები გვინახავს, მაგრამ ამ მასშტაბისა და ასეთი მრავალგვარი გაყალბების პირველი შემთხვევაა – ეს უპრეცედენტოა საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც

ამ არჩევნებში ყველაფერი იქნა გამოყენებული, ყველა სახის გაყალბების მეთოდი და ინსტრუმენტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, რა სამხილები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები გაყალბდა, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 70% ევროინტეგრაციას მხარს უჭერს. „ამას ის ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოს მოსახლეობის 70%, საზოგადოებრივი აზრის ყველა […]
GCCA-მ „რუსთავის ავტობაზრობა“ და „მიკადო ჯორჯია“ ინფორმაციის მიუწოდებლობის გამო დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში (GCCA) ავტოიმპორტიორების ერთობლივი საჩივრის საფუძველზე, მოპასუხე ეკონომიკური აგენტების – შპს „რუსთავის ავტობაზრობის“ და შპს „მიკადო ჯორჯიას“ მხრიდან შესაძლო დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების მიმართებით საქმის მოკვლევა მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, საკითხი ეხება – ქ. რუსთავის ავტობაზრობის ტერიტორიაზე, ავტოსადგომებით სარგებლობის სანაცვლოდ, მოპასუხე […]
კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს

დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც კომერსანტი უცვლელად გთავაზობთ. „საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა. ოპოციზია და ქართველი ხალხის საუკეთესო, უდიდესი ნაწილი არ აღიარებს არჩევნების შედეგებს. საერთაშორისო საზოგადოება – ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები, შვედეთი, კანადა და სხვები არჩევნების გაყალბების გამოძიებას ითხოვენ და მის შედეგებს დემოკრატიულად, ე.ი. კანონიერად არ მიიჩნევენ. ასეთია მოცემულობა და ეს მხოლოდ დასაწყისია. […]
Bloomberg-ზე ერთი დოლარი 2.7385 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 14:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.7385 ლარად ივაჭრება. პლატფორმაზე ვაჭრობა 2.7299 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 28 ოქტომბრის დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 2.7255 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9484 ლარია.